City News
ქორწილების სეზონი ანა გვალიასთან ერთად
დედაჩემის საქორწილო კაბის ნახვის შემდეგ, შეყვარებული ვარ ქორწილებზე. ფატა, რომელიც ორ პატარა გოგონას ეჭირა, ღიაზურგიანი, მაქმანებიანი საქორწილო კაბა ატლასის ღილებით და დედას წარმოუდგენლად ელეგანტური ვარხცნილობა ,"კარე". ეს ის ესთეტიკა იყო, რაც აკლდა შუქმოკლებულ, 90-იანი წლების საქართველოს. მახსოვს, როდესაც საქორწილო ალბომს ვათვალიერებდი, თითქმის ყველა ფოტოს აღფრთოვანებით ვუყურებდი და ვტკბებოდი ჩემი მშობლების ქორწინების დღით.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სადაც არ უნდა წავიდე, ყველა მეკითხება ამდენ ქორწილში როგორ დავდივარ. პასუხად, საიდუმლოს გაგიმხელთ: როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჩემს ახლო მეგობრებს პირობას ვართმევდი - დამპატიჟე შენს ქორწილში და მე დაგპატიჟებ ჩემსაში. სწორედ ამიტომ, ამ ქორწილების სეზონზე, თავი ბედნიერად ვიგრძენი, როდესაც ჩემი მეგობრების ქორწილის მოსაწვევები მივიღე. შვედეთი, საფრანგეთი და თურქეთი იყო ის ქვეყნები, რომლებსაც ვესტუმრე და ვნახე ყველაფერი - კუბური ცირკიდან დაწყებული, შუა საუკუნეების, ფოიერვერკებით გარშემორტყმული შატოთი დასრულებული. და ეს ყველაფერი მოხდა ასე!

სტოკჰოლმი, შვედეთი

მიკონოსზე გართობის და მილანში მაღაზიებში სიარულის შემდეგ, სტოკჰოლმში მიმავალ თვითმფრინავში ვჯდები. ჯოანა, ჩემი პირველი უნივერსიტეტის მეგობარია, რომელიც თხოვდება. სწორედ ამიტომ, ნინო - ჩემი და, ჩელსი - ჩვენი მეგობარი და მე (ქორწილების ჩვენი ტრიო) ერდროულად აღფრთოვანებულებიც ვართ და აღელვებულებიც. შაბათს, 4 საათზე, ჯოანა, თეთრ, დაუვიწყარ საქორწილო კაბაში, მამამისის თანხლებით ეკლესიის საკურთხევლისკენ მოემართება, სადაც მას ჩასახუტებლად ეგებება ტრიპი. დრო და სივრცე გაყინულია. ეს ერთ-ერთი ისეთი ჯადოსნური მომენტია, რომელიც კვეთს საზღვარს ფანტაზიას და რეალობას შორის, როგორც დისნეის ზღაპრული ფილმიდან "მოჯადოებული" (Enchanted). ხელისმომკიდეების იდეალურად კოორდინირებული კაბები და კოსტიუმები, ეკლესიის ორღანის ტკბილი ხმა… ულამაზესი პატარძლის და მომხიბვლელი სიძის დანახვაზე, რთულია ბედნიერების ცრემლების შეკავება. ცერემონიალის შემდეგ, სავახშმოდ და საღამოს ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, ყველამ The Grand ჰოტელში - სტოკჰოლმის ისტორიულ შენობაში გადავინაცვლეთ. აპეტაიზერებიდან ნამცხვრის დაჭრამდე, ყვავილებიდან მაგიდის გაფორმებამდე, ქორწილი იყო იდეალური. ასე იდეალურად მოხდა ახლადდაქორწინებულების სიყვარულის და მომავალი ცხოვრების დაწყების აღნიშვნა. ტრიპის და ჯოანას პირველი ცეკვა თვალისმომჭრელი იყო. ჯოანას კაბა ისე იცვლიდა ფერებს, როგორც ბელის კაბა "მძინარე მზეთუნახავის" ბოლოს (The Sleeping Beauty). მთელი ქორწილი ვუერთდებით ტრიპის და ჯოანას ცეკვას. შუაღამემდე ვტკებით იმ მომენტებით, რომლებიც ბედნიერად გვახსენდება მეორე დღეს, ბრანჩის დროს და იმედია, როგორც დაუვიწყარი მოგონება, წლების მერეც გაგვახსენდება. მეორე დღეს, ტრადიციული შვედური ტკბილეულის თანხლებით, ვარჩევთ ყველაფერს რაც გუშინ იყო და თითქოს მხოლოდ ახლა ირთვება საათი. უკვე დროა ეს ზღაპარი დავტოვოთ და ნამდვილ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.


ბურგუნდია, საფრანგეთი

დილით ადრე, პარიზიდან სამხრეთ- აღმოსავლეთით, ბურგუნდიაში მივდივართ. ქორწილების ჩვენს ტრიოს (ნინო, ჩელსი და მე) ამბიციური გეგმა გვაქვს: გზაზე ყველა პატრა ქალაქში შევიაროთ და მაინც მოვასწროთ ქორწილის სარეპეტაციო ვახშამზე მისვლა. ოსერში ვჩერდებით საუზმეზე - ერიკ როის (Eric Roy) საკონდიტროში - ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ საკონდიტროში, რომელიც კი მინახავს ჩუმ, ფრანგულ კვირა დილას. პურის, კარაქის და კრუასანის შემდეგ, შაბლისკენ მივემართებით - ადვილი გამოსაცნობია რისთვისაც - შაბლის ღვინოსთვის. ლაროშის მეღვინეობა (Domaine Laroche winery, Hôtel du Vieux Moulin) იდეალური ადგილია ბურგუნდიაში ღვინის სადეგუსტაციოდ. ჩვენს თავგადასავალს ვაგრძელებთ. შემდეგი გაჩერება დიჟონია, სადაც ჩვენს ხელბარგს დიჟონის მდოგვით ვავსებთ, ბონს ვათვალიერებთ და ვარენის შატოში, (Chateau de Varennes) ზუსტად ვახშმის დროს მივდივართ. ვარენის შატო, თანაბრად არის დაშორებული ბონს და დუბს. პატარძალი, მარი, ნახევრად კოლუმბიელი და ნახევრად ფრანგია. გაიზარდა სინგაპურში. მულტინაციონალურ აღნიშვნას ველოდებით. ვახშამზე პატარძალს ვეხუტებით და ნიშნობის ბეჭედს თვალს ვერ ვწყვეტთ. მარი კი ისტორიებს გვიყვება. კვირას, 3 საათზე, პატარა სამლოცველოში მივდივართ ჯვრისწერის ცერემონიალისთვის. ნეფე ცდილობს პატარძალს თვალს არ მოაშოროს. მხოლოდ იმ მომენტებში არიდებს თვალს, როცა ბედნიერების ცრემლები ადგებოდა. ელეგანტური, ინტიმური ცერემონიის შემდეგ, ტრადიციულად, კოქტეილის საათზე ვინაცვლებთ, რომელიც მზის ჩასვლისას შატოს ეზოში ტარდება. სტუმრებს აქვთ საშუალება დააგემოვნონ კანაპეები. ახალდაქორწინებულები კი, ფოტოებს იღებენ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. შემდეგ ყველანი სუფრასთან ვინაცვლებთ, სადაც ემოციური სადღეგრძელოებით იხსნება ვახშამი. ბურგუნდიული ისტორია არ არის დასრულებული ღვინის ისტორიის გარეშე: 1994 წელს, როდესაც მარი დაიბადა, მამამისმა მარგოს ღვინოს შეინახა მარის ქორწილში გასახსნელად და ზუსტად ამ ღვინოს ვაგემოვნებთ. ვზეიმობთ ახალგაზრდა წყვილთან ერთად, მივირთმევთ უგემრიელეს საჭმელს და ვუყურებთ თუ როგორ არის მთელი შატო შემორტყმული ფოიერვერკებით, როგორც დისნეის ფილმის დასასრული. ზეიმს შენობაში ვაგრძელებთ და ვცეკვავთ, სირცხვილის გარეშე, ჩვენს საყვარელ სიმღერებზე. მეორე დღეს, ვემშვიდობებით ახალდაქორწინებულებს და ვპირდებით, რომ აუცილებლად ვესტუმრებით მათ ჟენევაში.


თბილისი, საქართველო

მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენელი თავგადასავალია ქორწილის გამო მოგზაურობა, განსაკუთრებით მიყვარს ქორწილები საქართველოში. ეკლესიის სანთლები, ქალის ტკბილი ხმა, რომელიც სამოქალაქო ქორწინებას უძღვება, თამადას ტრადიციული სადღეგრძელოები და ხმალთა ტრადიციური კორიდორი, რომელშიც ნეფე-პატარძალმა უნდა გაიაროს "ვისია ვისიას" თანხლებით. ეს ყველაფერი ჩემი საყვარელი ნაწილებია ქართულ ქორწილში. ამ ზაფხულს, ჩემმა კოლეგამ, თავისი სკოლისდროინდელი შეყვარებული მოიყვანა ცოლად. ჩემმა ბიძაშვილმა გოგონა, რომელიც მას ძალიან აბედნიერებს. მოგზაურობის გამო, გამოვტოვე ჩემი ორი ახლო მეგობრის ქორწილი და მინდა წერილობით კიდევ ერთხელ მოვუხადო ბოდიში, ვუსურვო ბედნიერებით სავსე ცხოვრება და მივცე პირობა, რომ დიდი სიამოვნებით ვიქნები მათი ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ყველა ფერი ქორწილის აღნიშვნის დროს.




ბოდრუმი, თურქეთი

ეს სიყვარულის ისტორია ამერიკაში დაიწყო. აია და იასეგენდიმ ერთმანეთი ბოსტონში სწავლის დროს გაიცნეს. ბიჭი ნიუ იორკში ცხოვრობდა, გოგო კი - ბოსტონში. შაბათ-კვირას, ხან ერთი და ხან მეორე, ოთხ საათს მატარებელში ატარებდა რომ მეორე ენახა. იასეგენდიმ ბავშვობაში ვიდეო ნახა, რომელშიც ბიჭმა გოგოს საქორწინო შეთავაზება უნივერსიტეტის დამთავრების ცერემონიალის დღეს გაუკეთა - სწორედ ასე გადაწყვიტა იასეგენდიმ აიასთვის ხელი ეთხოვა. თიდი გარდენში (TD Garden) , უნივერსიტეტის დამთავრების ცერემონიალზე. ფოტო ინსტაგრამზე გაგვიზიარეს და ვიცოდი, ქორწილში დაპატიჟებული ვიყავი. შაბათს, მზის ჩასვლისას, ქორწილი `დიდი გეთსბის~ თემით დაიწყო. მე აკა ნანიტაშვილის კაბა მეცვა. ჯაზბენდი უკრავდა და ყველა შამპანურს მივირთმევდით ნეფე-პატარძლის მოლოდინში, რომლებიც, ვინტაჟური კაბრიოლეტით, დაგვიანებით გამოჩნდნენ. საქორწილო ფიცის შემდეგ, თითქოს "დიდი გეთსბის" წარმოსახვით სამყაროში, ლონგ აილენდზე მოვხვდით, 1922 წლის ზაფხულში. სინამდვილეში კი, 2019 წლის ბოდრუმში ვიყავით. აია და იასეგენდის მშობლებმა სადღეგრძელოები თქვეს, დეიდებმა და ბიძებმა იმღერეს. ბებიებმა ყაზახურად მიულოცეს ახლადდაქორწინებულებს. ცერემონია იყო იდეალური ჰიბრიდი ძველის და ახლის, ტრადიციის და თანამედროვეობის, აღმოსავლეთის და დასავლეთის. ტორტის დაჭრის შემდეგ, ფოიერვერკებმა იჭექეს და ნეფე პატარძალმა, ფერგის "პატარა წვეულებას არავინ მოუკლავს" (A Little Party Never Killed Nobody) თანხლებით ცეკვის ნომერი შეგვისრულეს. 20-იან წლებში ვიყავით! წვეულება დილამდე გაგრძელდა. მზის ამოსვლისას, როდესაც გარემო იღვიძებდა, ჩვენ ჟალუზები დავხურეთ.

ქორწილების სეზონის დასასრული

ჩემი ქორწილებში სიარულის სტაჟის გათვალისწინებით, რომელია "ყველაზე კარგი ქორწილი" - ყველასთვის ყველაზე საინტერესო კითხვაა. გრანდიოზული თუ მოკრძალებული, რელიგიური თუ სამოქალაქო, მაგიდის გადასაფარებლებით თუ გარეშე. ქორწინება სიყვარულის აღნიშვნაა და არ არსებობს "ყველაზე კარგი სიყვარულის" აღნიშვნა. ხუთი ქორწილის და ოთხი ქვეყნის შემდეგ, ერთადერთი, რისი დამატებაც შემიძლია, არის ჩემი მეგობრების ბედნიერების ულევი სურვილი. მინდა კიდევ ერთხელ დავაფასო ისინი იმისთვის, რომ მეც გამხადეს საკუთარი ბედნიერების ნაწილი.
ბოლოს, მინდა ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც საზღვარგარეთ სწავლობს, ვუბიძგო, რომ ჩამოართვან თავიანთ მეგობრებს პირობა - დამპატიჟე შენს ქორწილში, და მე დაგპატიჟებ ჩემსაში.


ტექსტი: ანა გვალია


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ინტერვიუ ემბრიოლოგ ნინო
კუჭუხიძესთან
ინტერვიუ ემბრიოლოგ ნინო კუჭუხიძესთან
13:15 / 10.12.2019
27 წლიანი გამოცდილების მქონე
კომპანია
27 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია "კაპიტან პლუსი" ზამთრის სეზონზე გთავაზობთ აქტუალურ სამოგზაურო ტურებს: დუბაი, აბუ დაბი, ტაილანდი, კუბა, ვიეტნამი, მალდივები, მექსიკა, ევროტურები.
13:09 / 10.12.2019
"ლიფერენთის" სხეულის მოვლის პროცედურები
13:01 / 10.12.2019
მისი ღიმილი, ალბათ, ყველას გახსოვთ.
სამედიცინო საქმიანობას ტელეწამყვანობა იმდენად წარმატებულად
შეუთავსა, რომ მისი პროფესიული არჩევანის სისწორეზე რიგით ადამიანებს
კითხვები გაუჩინა.
ისი ღიმილი, ალბათ, ყველას გახსოვთ. სამედიცინო საქმიანობას ტელეწამყვანობა იმდენად წარმატებულად შეუთავსა, რომ მისი პროფესიული არჩევანის სისწორეზე რიგით ადამიანებს კითხვები გაუჩინა.
16:06 / 09.12.2019
ესეც ჩემი მეორე თვე და მეორე
ბლოგი. გეტყვით გულახდილად - მარტივი არ არის და ვებრძვი მთელი გულითა
და სხეულით.
ესეც ჩემი მეორე თვე და მეორე ბლოგი. გეტყვით გულახდილად - მარტივი არ არის და ვებრძვი მთელი გულითა და სხეულით.
15:59 / 09.12.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
იმოგზაურე "კაპიტან პლუსთან" ერთად!
27 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია "კაპიტან პლუსი" ზამთრის სეზონზე გთავაზობთ აქტუალურ სამოგზაურო ტურებს: დუბაი, აბუ დაბი, ტაილანდი, კუბა, ვიეტნამი, მალდივები, მექსიკა, ევროტურები.
13:09 / 10.12.2019
რესტორანი "ათი"
ქართული სამზარეულოს ახალი ერა
12:42 / 07.12.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2210
TRY
TRY
1
0.5011
USD
USD
1
2.9089
ამინდი
ბორჯომი -1 °C
img
სოხუმი 2 °C
img
ახალქალაქი -6 °C
img
გამოწერა