City News
Khatia In The City
რჩევები ახალბედა დედებს და ორსულებს. მინდოდა ბავშვებზე მოგვიანებით დამეწერა. თუმცა, ეს ის თემაა, რომელიც ძალიან კარგად ვიცი და მინდა ჩემს მკითხველს, ახალბედა დედებს, ან მათ, ვინც ახლა არის პატარას მოლოდინში, ის ცოდნა გავუზიარო, რასაც ორსულობის პერიოდში ბლოგებში, აპლიკაციებში, ინტერნეტსა და ექიმების კაბინეტებში ვეძებდი.
რამდენადაც დიდია პატარას მოლოდინის ბედნიერება, იმდენად დიდია პასუხისმგებლობაც. განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ჩემსავით ამგვარი გამოცდილება არ ჰქონია.

როგორც გითხარით, მართლა უამრავი რამ წავიკითხე. მთელი ორსულობა მხოლოდ ინფორმაციის მოძიებით ვიყავი დაკავებული. თუმცა, პრაქტიკა მაინც განსხვავებულია. ძალიან ბევრი შემიძლია მოგიყვეთ, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოვარჩიე.




6 რჩევა ახალბედა დედებს და ორსულებს:

1 პირველი შეცდომა, რასაც ახალბედა დედები ხშირად უშვებენ, არის ტემპერატურის რეგულირება. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის ოთახში ტემპერატურა 23 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ტანსაცმელი ზუსტად ისე უნდა ჩააცვათ, როგორც თქვენ გაცვიათ. ოთახში ქუდი, შალი და ბებიის ნაქსოვი წინდები არ სჭირდება ბავშვს.

2
ნუ იყიდით ბევრ "გასაპრანჭ" ტანსაცმელს წინასწარ. ბავშვი ისე სწრაფად გაიზრდება, უმრავლესობის ჩაცმას ვერც კი მოასწრებს. ამის ნაცვლად, მოიმარაგეთ ყოველდღიური ბოდეები და შარვლები. მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველაფერი ადვილად ჩასაცმელი იყოს. ქსოვილი კი, 100%-ით ნატურალური.

3 ბავშვებს დიდ ლოგინში ძილი არ მოსწონთ. ამიტომ, მრგვალ ლოგინს გირჩევთ, რომელიც ზომაში რეგულირდება. თუმცა, ჩემს შვილს ყველაზე მეტად ეტლში ძილი მოსწონდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი ეტლი შეარჩიოთ, სადაც ბავშვი შეიძლება მთელი ღამის განმავლობაში დატოვოთ. ასევე, მატრასს, რომელზეც ბავშვს სძინავს, უნდა ჰქონდეს დახრა. თუ დააკვირდებით ბავშვის საწოლებს სამშობიაროში, ზუსტად მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.




4 თქვენს პატარებს ყოველდღიურად სჭირდებათ დაბანა. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 37 გრადუსი. თავიდან გრილი მოგეჩვენებათ, მაგრამ სწორედ ეს არის სხეულის ტემპერატურა და წყალიც მას უნდა შეესაბამებოდეს.
აბაზანა მარტივი შეარჩიეთ, ამობურცული ზედაპირის გარეშე. ჩვილი მაინც დიდხანს ვერ დაჯდება. თქვენ კი, დაბანაში ხელი შეგეშლებათ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აბაზანის მისაღებად 100%-ით ნატურალური და ჰიპოალერგიული პროდუქტები უნდა გამოიყენოთ, რათა თავიდან აიცილოთ გამონაყარი და ალერგია.

ტიმოთესთვის დაბადებიდან "ველედას" პროდუქციას ვიყენებ. კერძოდ, კალენდულას, როგორც ბანაობისას, ისე შემდგომი პროცედურებისთვის, იქნება ეს ტანისა და სახის დატენიანება თუ საფენქვეშა დამცავი მალამო.

"ველედას" პროდუქტს რეკომენდაციას ბევრი დედა უწევდა საერთაშორისო ვებგვერდებსა და აპლიკაციებში. თავდაპირველად, სწორედ აქედან დავინტერესდი. შემდეგ, როცა დაწვრილებით წავიკითხე ინგრედიენტები, აღმოჩნდა, რომ ყველა პროდუქტი ბიო და 100%-ით ნატურალურია. თითოეული მათგანი დერმატოლოგიურად შემოწმებული და დადასტურებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შეიცავს სინთეზურ საღებავებსა და არომატიზატორებს. სწორედ ამიტომ, ამ პროდუქტების გამოყენება დღენაკლული ბავშვებისთვისაც რეკომენდირებულია.




5 გამოუცდელ დედებს შეიძლება შეზღუდული ცოდნა ჰქონდეთ ბავშვთა პროდუქტების სფეროში. შეიძლება სწორ ინფორმაციასაც არ ფლობდნენ, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს მანქანის სავარძელი, ეტლი თუ სხვა ნივთები, რომელებშიც ბავშვი უსაფრთხოდ უნდა გაიზარდოს. ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია რჩევები პროფესიონალებისგან მოისმინოთ. სწორედ ამიტომ, შევარჩიე მაღაზიათა ქსელი "შიკ ბებე", რომელიც უკვე მეშვიდე წელია საქართველოს ბაზარზეა და სხვა წამყვანი ბრენდების გარდა, უკვე მსოფლიო ბრენდის, Cybex-ის ოფიციალური წარმომადგენელიც არის.

Cybex
გერმანული წარმოების ლიდერი ბრენდია მსოფლიოში. ის ცნობილია არა მარტო საბავშვო პროდუქციის უსაფრთხოებით, არამედ როგორც მოდის ტოპ ბრენდი. Cybex ქმნის უნიკალურ პროდუქტებს ბავშვებისთვის და ზრდის საზღვრებს უსაფრთხოების, დიზაინისა და ფუნქციების მიმართულებით. ბრენდი და მისი პროდუქციის განვითარება ინოვაციურ პრინციპებს ეფუძნება: უნიკალური დიზაინი, უსაფრთხოება, ხარისხი და ინტელექტუალური ფუნქციონალურობის კომბინაცია, განკუთვნილია მაღალი დონის კომფორტისთვის. მისი გამოყენება მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციებით ძალიან დატვირთულია.

საბავშვო ეტლების ასორტიმენტიდან შევარჩიე Cybex Jeremy Scott. მოგეხსენებათ, Jeremy Scott წამყვანი იტალიური ბრენდის Mission-ის კრეატიული დირექტორია და ცნობილია როგორც მეამბოხე საერთაშორისო მოდის სამყაროში. სკოტმა, Cybex-თან თანამშრომლობით, კიდევ უფრო გააძლიერა თავისი რევოლუციური ნიშა და საბავშვო ეტლების ხაზში წარმოადგინა "ზეციური დიზაინი" დედამიწაზე.




6 და ბოლოს ის, რასაც ბევრი მშობელი არც თუ ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს არის თქვენი პატარას უსაფრთხო გადაადგილება მანქანით. Cybex-ის მანქანის სავარძელი ქმნის მსოფლიო დონის უსაფრთხოების სტანდარტს. უსაფრთხოების ევროპულ ტესტირებებზე Cybex-ს 200-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული.

გასაოცარია, რომ ტესტირებებისას რეალურ ავტოსაგზაო შემთხვევებს იყენებენ და ბრენდი ყოველთვის სრულიად უსაფრთხოდ უძლებს გამოწვევას.

ხარისხი, უსაფრთხოება და განუმეორებელი დიზაინი - დამეთანხმებით ეს ისაა, რაც ყველა მშობელს სურს თავისი პატარასთვის. ყველამ უნდა იზრუნოთ, რომ ბავშვი თავიდანვე მიეჩვიოს სპეციალურად შერჩეულ სავარძელს. დაუშვებელია პატარა ხელში გეჭიროთ, თუნდაც უკან იჯდეთ.

შეარჩიეთ მაქსიმალურად კომფორტული და ბავშვის სხეულზე ადაპტირებული მანქანის სავარძელი. მერწმუნეთ, თქვენი პატარა მას აუცილებლად მიეჩვევა.

იმედია, გამოგადგებათ ჩემი რჩევები. ბედნიერ დედობას გისურვებთ.


ტექსტი: ხატია ჩახვაშვილი
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო
გზა იყო.
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ქეთევან ციხელაშვილი: ვენა - ჩემი ახალი ჰორიზონტი
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
17:38 / 10.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6138
TRY
TRY
1
0.4203
USD
USD
1
3.0743
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა