City News
ჩაიცვი - ივარჯიშე
შემოდგომა ზუსტად ის დროა, როდესაც ვარჯიში უნდა დავიწყოთ, მომავალ წელს იდეალური "ზაფხულის ტანის" მისაღებად. მოტივაციაზე, საკუთარ გამოცდილებაზე და იმ დეტალებზე, რაც ვარჯიშსა და სწორ კვებაზე უნდა ვიცოდეთ, ჩემზე უკეთ ფიტნესკლუბ "ოკტოპუსის" გუნდის წევრები მოგიყვებიან.


ეს პროექტი სპორტული ფეხსაცმლის და ტანსაცმლის იტალიურ მულტიბრენდ AWLAB-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ფოტოსესიისთვის, ჩვენმა გმირებმა სწორედ იქ შერჩეული სპორტული სამოსი მოირგეს. გადაღების ბოლოს, რჩევების მოსმენისა და ამდენი იდეალური ფორმის ყურების შემდეგ, მტკიცედ გადავწყვიტე - ვარჯიშს ვიწყებ ხვალ, ერთ ჩვეულებრივ, სამშაბათ დღეს და არა შემდეგ ორშაბათს. მანამდე კი, AWLAB-ში შევივლი და სავარჯიშო ფორმას შევარჩევ. ლამაზს - მეტი თავდაჯერებულობისთვის, კომფორტულსა და ხარისხიანს - ჯანმრთელობისთვის. სტატიის წაკითხვის შემდეგ, ცხოვრების სტილის ცოტათი შეცვლას თქვენც თუ გადაწყვეტთ, შემომიერთდით. აბა, წარმატებები ჩვენ!


რომა დოლბაძე, 26 წლის, ფიტნესინსტრუქტორი




ვარჯიში ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

ძირითადად, სპორტულ ტანსაცმელს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ყველაზე კომფორტულია როგორც ვარჯიშის დროს, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ვარჯიშის დროს აუცილებელია სწორად შერჩეული სპორტული სამოსი. მაგალითად ისეთი, რომელიც აქტივობისას ჭარბად გამოყოფილ ოფლს ადვილად ითვისებს, გამოსადეგია ხშირი რეცხვისთვის.

3 რჩევა "სითის" მკითხველებს ცხოვრების ჯანსაღი სტილის დასაწყებად:
ცხოვრების ჯანსაღი წესი პირდაპირ აისახება თქვენს გარეგნობაზე. როდესაც საკუთარ თავს მეტ დროს უთმობთ, ვარჯიშობთ, ჯანსაღ საკვებს იღებთ, დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებით. ვარჯიში ხელს უწყობს ორგანიზმდან ტოქსინების გამოდევნას. შედეგად - კანი, ფრჩხილები და თმა ძლიერდება. კანი ივსება იმ ვიტამინებით და ნივთიერებებით, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს.
ჯანსაღი ცხოვრება არა მხოლოდ თქვენს ფიზიკურ, არამედ თქვენს მენტალურ მხარესაც დაეხმარება. მალევე შეამჩნევთ როგორ გამოკეთდება გუნება-განწყობა და ხასიათი. ადამიანები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, არიან უფრო კომუნიკაბელურები, ბედნიერები და ხალისიანები. ვარჯიშს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი მეხსიერება, დაგეხმაროთ უკეთ სწავლაში და მუშაობაში.
ია უძილაური, 31 წლის. კულტუროლოგი, ფიტნესინსტრუქტორი



ვარჯიში ჩემთვის არის ყველაზე საუკეთესო რამ, რაც შემიძლია საკუთარი თავისთვის გავაკეთო.

სამსახურში ჩემი სტილი, რა თქმა უნდა, არის სპორტული, კომფორტული და არავითარ შემთხვევაში გამომწვევი. ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მრავალფეროვანი ვარ - სპორტულიც და კლასიკურიც. მიყვარს ვინტაჟური სტილი. სპორტულ სამოსში შეგიძლია თავი იგრძნო როგორც ლამაზად და კომფორტულად, ასევე ბუნებრივად და თავდაჯერებულად. სპორტული ფეხსაცმელი კი, ნებისმიერ გარემოს და ტანსაცმელს უხდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროს რა გვაცვია. ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის ხარისხი და ტიპი ძალიან გვეხმარება ამა თუ იმ აქტივობის უკეთესად შესრულებაში და სწორ ვარჯიშში, გვიქმნის უკეთეს განწყობას და შედეგსაც უფრო მალე ვიღებთ.

"სითის" მკითხველს ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად ვურჩევდი, რომ პირველი და უმთავრესია არ გადადონ, ნუ დაელოდებიან ორშაბათს ან შემდეგ თვეს! ვარჯიშს არ შეხედონ როგორც ტანჯვას, პირიქით, მიიღონ სიამოვნება და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს უფრო ბედნიერებს, ლამაზებს და ჯანმრთელებს გახდის. აარჩიონ სასურველი სპორტული სამოსი და მოვიდნენ ფიტნესკლუბ "ოკტოპუსში". აქ ისეთი გარემო დახვდებათ, რომ ნამდვილად შეუყვარდებათ ფიტნესი.




ირინა სარქისიანი, 27 წლის.
პერსონალური ფიტნესმწვრთნელი

ვარჯიში ჩემთვის არის #1 საქმიანობა, რომელიც, მგონია, რომ არასდროს მომბეზრდება. რა თქმა უნდა, სულ ასე არ ყოფილა. ვარჯიში ხერხემლის გამრუდების გამო დავიწყე. მალევე მივხვდი, რომ ეს არის ის, რაც მინდა ვაკეთო - დავეხმარო სხვებს გაჯანსაღებაში, რადგან საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი რამდენი დადებითი თვისება აქვს დარბაზში სწორ, მიზანმიმართულ ვარჯიშს.

ჩემი სტილი 90% -ით არის სპორტული, რადგან ის კომფორტულია და ყველაზე მეტად მიხდება.
სპორტული სამოსი აუცილებლად უნდა იყოს სწორად შერჩეული. დარბაზში სასიარულოდ ნებისმიერი სპორტული ფეხსაცმელი ნამდვილად ვერ გამოგადგებათ. სპორტული სამოსი უნდა იყოს ელასტიკური, უნდა სუნთქავდეს და მარტივად შთანთქავდეს სითხეს. ის, სხვადასხვა ტიპის აქტივობისას, სხვადასხვა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს.

სამი რჩევა "სითის" მკითხველებს ცხოვრების ჯანსაღი სტილის დასაწყებად

დაისახე მიზანი! დაუსვი საკუთარ თავს კითხვა - რისთვის გჭირდება სწორი კვება და ვარჯიში?
შეადგინე კვების რეჟიმი. ეს უნდა იყოს სამი სრულყოფილი კვება და ორი წახემსება. ნელ-ნელა ამოიღე შენი რაციონიდან არაჯანსაღი საკვები. დალიე მეტი წყალი და სისტემატურად ივარჯიშე.
იკონტაქტე ცხოვრების ჯანსაღი სტილის მიმდევარ ხალხთან. გაუზიარეთ ერთმანეთს მიღწევები, გაამხნევეთ ერთმანეთი. ეს საკმაოდ კარგი მოტივაციაა.




დანცა ხაბეიშვილი, 22 წლის, ფიტნესკლუბ "ოკტოპუსის" გაყიდვების მენეჯერი




ვარჯიში ჩემთვის არის ცხოვრებისეული ენერგიის მთავარი წყარო, მოტივაცია, სტიმული, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ზოგადად, ყველაფერი ის, რაც ბევრ ენდორფინთან ასოცირდება.

როგორც სამსახურში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაქსიმალურად ვცდილობ კომფორტული სამოსი ვატარო. ზოგადად, დღის ჩაცმულობას ხასიათისა და ამინდის მიხედვით ვარჩევ. ჩემს გარდერობში, ალბათ, თანაბრად მოიპოვება როგორც ზომიერად კლასიკური, ასევე სპორტული სამოსი.

რაც შეეხება კონკრეტულად სპორტულ სამოსს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ხარისხს. იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურად ვვარჯიშობ, ვცდილობ ვიპოვო მოდური, მინდა მომწონდეს საკუთარი თავი, რათა ორმაგად დავიმუხტო და, ამავდროულად, ხარისხიანი სამოსი, რათა რაიმე სახის დისკომფორტი არ ვიგრძნო.

სამი რჩევა

პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა უნდა გავიაზროთ და რადიკალური ცვლილებების ნაცვლად, ახალ ეტაპს შედარებით მსუბუქად შევხვდეთ. გირჩევთ, რომ დაივიწყოთ ყოველგვარი მკაცრი დიეტა თუ აკრძალვები, რაც პირდაპირ მოქმედებს თქვენს ფსიქიკაზე, გუნება-განწყობაზე. ეცადეთ მიიღოთ ნაკლები არაჯანსაღი საკვები. კვების რაციონი დატვირთეთ ცილებით, ბოსტნეულითა და ხილით.
და ბოლოს... ვარჯიში! ვარჯიში! ვარჯიში! - ტონუსი და ხშირი აქტივობა. ნელ-ნელა დაინახავთ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, თქვენი ორგანიზმი ახალ, ჯანსაღ ცხოვრებას დაიწყებს.

გიორგი ორბელაძე, 28 წლის
ფინანსისტი, პერსონალური ფიტნესინსტრუქტორი, ფიტნესათლეტი.




ვარჯიში ჩემთვის არის ცხოვრების წესი.

სამსახურშიც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მიყვარს მრავალფეროვნება, რაც ჩემს სტილსაც ეტყობა. შეიძლება მიხილოთ ჩაცმული სპორტულად, ასევე კლასიკურად, ან ეგრეთ წოდებული casual სტილით.

ვარჯიშის დროს, სწორად შერჩეულ სპორტულ სამოსს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ძალისმიერი, ასევე კარდიოვარჯიშების შესრულებისას, ძალიან დიდ როლს თამაშობს ფეხსაცმელი და ასევე, სამოსიც, რათა თავი იგრძნოთ მსუბუქად, კომფორტულად და გაგიმარტივდეთ ამა თუ იმ ვარჯიშის შესრულება.

სამი რჩევა "სითის" მკითხველებს ცხოვრების ჯანსაღი სტილის დასაწყებად:

არ გადაწყვიტოთ ვარჯიში დროის გარკვეული პერიოდით. აქციეთ ის ცხოვრების წესად და მიეცით რეგულარული ხასიათი.
თქვენ ვარჯიშობთ იმიტომ, რომ იგრძნოთ თავი უკეთ და ასევე სხვასაც აგრძნობინოთ თავი უკეთ. ამიტომ, ეს არ არის მოვალეობა, ეს არის შესაძლებლობა.
მიიღეთ ელემენტარული განათლება ვარჯიშის დაწყებამდე ან აიყვანეთ პერსონალური ფიტნესინსტრუქტორი. ამით თავიდან აირიდებთ ტრავმებს და არასასურველ შედეგებს.

მირიან ფალავანდიშვილი,
22 წლის. ფიტნესინსტრუქტორი




ვარჯიში ჩემთვის არის ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა.

ჩემი სტილი სამსახურში, რა თქმა უნდა, სპორტულია. ყოველდღიურად კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. დღის ძირითად ნაწილს ვატარებ დარბაზში. ამიტომ, ჩემთვის აუცილებელია სამუშაო პერიოდში ვიყო კომფორტულად.

ვარჯიშის დროს აუცილებელია გვეცვას ხარისხიანი და მოხერხებული სპორტული ტანსაცმელი. მაგალითად: სწორად შერჩეული სპორტული ფეხსაცმელი შეგიმცირებთ ტრავმის მიღების ალბათობას და გაგიმარტივებთ ვარჯიშის დროს შესასრულებელ მოძრაობებს.

სამი რჩევა "სითის" მკითხველებს ცხოვრების ჯანსაღი სტილის დასაწყებად:

დაიწყე ამ მომენტიდან და არა ორშაბათიდან.
დაიწყე ჯანსაღი ცხოვრება, რათა გაიუმჯობესო ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა.
დაისახე მიზანი და იყავი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.



ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
ტანსაცმელი/ფეხსაცმელი: AWLAB
გადაღების ადგილი: ფიტნეს კლუბი "ოკტოპუსი"


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო
გზა იყო.
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ქეთევან ციხელაშვილი: ვენა - ჩემი ახალი ჰორიზონტი
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
17:38 / 10.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6138
TRY
TRY
1
0.4203
USD
USD
1
3.0743
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა