City News
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ერთი წლისაა!
რუსთაველის #7. 2 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დაარსებიდან 1 წელი გავიდა. დაბადების დღე მუზეუმმა თანამედროვე არტისტების ჯგუფური გამოფენით და კამერული მუსიკის კონცერტით აღნიშნა. დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, ფოიეში, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექცია იყო წარმოდგენილი, რომელიც ძველ თბილისს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მუზეუმის ადგილას, რუსთაველის 7-ში მდგარ სასტუმრო "ორიანტს" აცოცხლებდა. კამერული მუსიკის კონცერტს მოწვეული სტუმრები ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ დაესწრნენ. კონცერტის რეპერტუარი სრულად ქართული იყო. მასში მონაწილეობდნენ: დავით ალადაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ირაკლი ევსტაფიშვილი. სწორედ ამ დღეს გავრცელდა ცნობა გია ყანჩელის გარდაცვალების შესახებ და კონცერტზე "პატარა დანელიადა" დიდი მაესტროს ხსოვნას მიეძღვნა.




გამოფენა "კონტრაპუნქტი"

დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, მუზეუმის დაბადების დღეზე, დროებითი საგამოფენო სივრცე ახალ თაობას დაეთმო. ახალგაზრდა არტისტების ჯგუფური ექსპოზიცია "კონტრაპუნქტი", კონსტანტინე ბოლქვაძის კურატორობით, არის ერთგვარი ხიდი, დიალოგი - თანამედროვე ხელოვანებსა და ძველი თაობის მხატვრებს შორის. გამოფენის იდეაა, ამ ფორმით მოხდეს საბჭოთა, პოსტსაბჭოთა და 2000-იანი წლებიდან დღემდე არსებული სახელოვნებო სტილის გადააზრება. სოცრეალიზმი, "მხატვართა სახლის" თაობის ხელოვნება და დამოუკიდებელ საქართველოში ფორმირებული ტენდენციები - განვითარების ამ გზას მკაფიოდ წარმოჩენენ. გამოფენაში მონაწილეობენ ახალი თაობის არტისტები:

ნინა ახობაძე
ნინუკა საკანდელიძე
ნინო ზირაქიშვილი
მაია ბარათაშვილი
მერაბ გუგუნაშვილი

მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდა არტისტებს განათლება მიღებული აქვთ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ზოგი მათგანი აქტიურად არის ჩართული დასავლეთ ევროპაში მიმდინარე სამხატვრო პროცესებში. მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ თანამედროვე ქართული ხელოვნების ჩამოყალიბებაში და საკუთარ სიტყვას ახალი, კონცეპტუალური გამოფენებით ამბობენ.




მერაბ გუგუნაშვილი - "იადონის სიყვარული"

ფერწერა, ნახატი, ობიექტი, ინსტალაცია, ტექსტილი, კერამიკა, სკულპტურა - ექსპოზიციის სტილისტური მრავალფეროვნება განპირობებულია პოსტმოდერნისტული სახვითი ენით. დიალოგის სწორედ ამგვარი ფორმა წარმოაჩენს სხვაობას ესთეტიკურ და კონცეპტუალურ ხელოვნებას შორის.



ნინუკა საკანდელიძე - ნახატების სერია "ჰაიკუ"


გამოფენის სახელწოდება - "კონტრაპუნქტი", თავის თავში მოიცავს რამდენიმე დამოუკიდებელი მელოდიის ჰარმონიულ თანაარსებობას. ეკლექტური ექსპოზიცია მიმართულია ძველი და ახალი თაობის არტისტებს შორის არარსებული კომუნიკაციის დამყარებისკენ. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივი კოლექციის პარალელურად, კიდევ უფრო საინტერესო იქნება იმავე სივრცეში თანამედროვე ქართული ხელოვნების აღქმა.



ნინა ახობაძე - უსათაურო


მუზეუმის შესახებ

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი თბილისში, 2018 წლის 2 ოქტომბერს გაიხსნა. მუზეუმი ქალაქის შუაგულში - რუსთაველის 7-ში მდებარეობს. საექსპოზიციო სივრცე კერძოა, თუმცა, მასშტაბიდან გამომდინარე, მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობა აქვს.

მუზეუმში წარმოდგენილია მისი დამფუძნებლების - გია ჯოხთაბერიძის და მანანა შევარდნაძის კერძო კოლექცია. დამფუძნებლების მიზანი იყო ქართული საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ხელოვნების ერთ სივცეში თავმოყრ. აქ წარმოდგენილი ექსპონატების უმეტესობა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა.




დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა ნახოს 100-ზე მეტი ქართველი ხელოვანის 3500 ნამუშევარი, რომლებიც ბოლო 70 წლის მანძილზეა შექმნილი.

ერთი წლის განმავლობაში მუზეუმმა ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა - მუდმივმოქმედი ექსპოზიციის პარალელურად, მოეწყო მნიშვნელოვანი გამოფენები, გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი Public(A) Talks-ის ფარგლებში. ჩატარდა საჯარო ლექციები და მასტერკლასები ცნობილი ხელოვანების მონაწილეობით.




"ფრაგმენტები მუზეუმის ფონდიდან" - ჯგუფური გამოფენა მუზეუმის დახურული კოლექციიდან.

"რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე" - ედუარდ შევარდნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

ანა შალიკაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

"ის, რასაც ვხედავ" - შალვა მატუაშვილის გამოფენა.



მერაბ გუგუნაშვილი - დეტალი სერიიდან "სააბაზანო"


ლეილა შელიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

გოგი მიქელაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

"ვეფხისტყაოსანი" - დავით მაჭავარიანის და "სულაკაურის გამომცემლობის" ერთობლივი საეტაპო პროექტი, გრაფიკული რომანის პრეზენტაცია და ილუსტრაციების გამოფენა.

ქეთი დავლიანიძის "აფხაზეთი".

"მუსიკა მუზეუმში" - კლასიკური მუსიკის საღამო და საგანგებო ექსპოზიცია - "ქალთა პორტრეტები მუზეუმის კოლექციიდან". საღამოების სერია "მუსიკა მუზეუმში", მსოფლიო ვარსკვლავმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, პიანისტმა - ელისო ბოლქვაძემ გახსნა.


ტექსტი: ნინია კაკბაძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ინტერვიუ ემბრიოლოგ ნინო
კუჭუხიძესთან
ინტერვიუ ემბრიოლოგ ნინო კუჭუხიძესთან
13:15 / 10.12.2019
27 წლიანი გამოცდილების მქონე
კომპანია
27 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია "კაპიტან პლუსი" ზამთრის სეზონზე გთავაზობთ აქტუალურ სამოგზაურო ტურებს: დუბაი, აბუ დაბი, ტაილანდი, კუბა, ვიეტნამი, მალდივები, მექსიკა, ევროტურები.
13:09 / 10.12.2019
"ლიფერენთის" სხეულის მოვლის პროცედურები
13:01 / 10.12.2019
მისი ღიმილი, ალბათ, ყველას გახსოვთ.
სამედიცინო საქმიანობას ტელეწამყვანობა იმდენად წარმატებულად
შეუთავსა, რომ მისი პროფესიული არჩევანის სისწორეზე რიგით ადამიანებს
კითხვები გაუჩინა.
ისი ღიმილი, ალბათ, ყველას გახსოვთ. სამედიცინო საქმიანობას ტელეწამყვანობა იმდენად წარმატებულად შეუთავსა, რომ მისი პროფესიული არჩევანის სისწორეზე რიგით ადამიანებს კითხვები გაუჩინა.
16:06 / 09.12.2019
ესეც ჩემი მეორე თვე და მეორე
ბლოგი. გეტყვით გულახდილად - მარტივი არ არის და ვებრძვი მთელი გულითა
და სხეულით.
ესეც ჩემი მეორე თვე და მეორე ბლოგი. გეტყვით გულახდილად - მარტივი არ არის და ვებრძვი მთელი გულითა და სხეულით.
15:59 / 09.12.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
იმოგზაურე "კაპიტან პლუსთან" ერთად!
27 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია "კაპიტან პლუსი" ზამთრის სეზონზე გთავაზობთ აქტუალურ სამოგზაურო ტურებს: დუბაი, აბუ დაბი, ტაილანდი, კუბა, ვიეტნამი, მალდივები, მექსიკა, ევროტურები.
13:09 / 10.12.2019
რესტორანი "ათი"
ქართული სამზარეულოს ახალი ერა
12:42 / 07.12.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2210
TRY
TRY
1
0.5011
USD
USD
1
2.9089
ამინდი
ბორჯომი -1 °C
img
სოხუმი 2 °C
img
ახალქალაქი -6 °C
img
გამოწერა