City Story
CITY COUPLE BY ATRIO
- წყვილი გვინდა, სასწრაფოდ!

- რისთვის და როგორი?

- "ატრიოს" ახალი კოლექციისთვის. იცი როგორი? ერთმანეთს რომ უხდებიან ძალიან. გამორჩეული, საინტერესო, გემოვნებიანი და, ამ ყველაფერთან ერთად, უარიც რომ არ გვითხრან გადაღებაზე.

"სითის" ერთ-ერთი თათბირის მოკლე შინაარსს გიყვებით. "ატრიოს" ულამაზეს მაღაზიებში ახალი კოლექციაა. ცალი თვალითაც რომ შეხედოთ, უცებ მიხვდებით როგორ წყვილს ვეძებდით. საბოლოო ჯამში, რედაქტორის ნაცნობ-მეგობრების ექსკლუზიურ სკივრს მივადექით. მაკა და ლაშა, თავიდან ბოლომდე "ატრიოს" სტილში არიან: კლასიკური, გამორჩეული, მაღალხარისხიანი, ექსკლუზიური... ეს სტილი შექმნილია ადამიანისთვის, ვინც ზუსტად იცის ჩაცმის როგორი სტილი ან როგორი ფეხსაცმელი უნდა შეარჩიოს სხვადასხვა დროს, იქნება ეს საქმე თუ დასასვენებელი ადგილი. "ატრიოს" ფოტოსესია წყვილის დაძაბულ გრაფიკს მოვარგეთ. თუმცა, დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, ფოტოსესიისთვის თითოეული დეტალი, ამ შემთხვევაში "ატრიოს" ფეხსაცმელი, მაკამ და ლაშამ თავად შეარჩიეს. შედეგი "სითის" ფურცლებზეა, ფოტოსესიის საინტერესო კოლექცია კი, "ატრიოს" მაღაზიებში.

კლასიკური, მაღალყელიანი ჩექმა მდგრად ქუსლზე, წლებია საქმიანი და გემოვნებიანი ქალების გარდერობის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც პატარა შავი კაბა. მაკას და ლაშას ფეხსაცმელები იდეალურად შეეფერება ულამაზეს, კლასიკურ გარემოს და მათ ტანსაცმელს. მაკა ყვება, რომ იდეალურია ამ ტიპის ჩექმა საქმიანი გოგოებისთვის, მთელი დღე ამ ჩექმით უამრავ საქმეს მოილევ. საღამოს კი, რესტორანში დაგეგმილ ვახშამზეც გამოცხადდები.




შემოდგომის გრილი დღეების რომანტიკული გასეირნებები ქალაქგარეთ…ჩვენი წყვილის შემთხვევაში, ქალაქგარეთ გასეირნებაც წინასწარ ნაფიქრი და მომზადებულია, როგორც ადგილი, სადაც უნდა დაისვენონ, ისე გარდერობი და, ცხადია, ფეხსაცმელიც.
"ბათინკი" აუცილებლად! - თქვა მაკამ. დაეთანხმა ლაშაც. ორივეს, საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრი მოგზაურობა უწევს, შესაბამისად, "ატრიოს" კონკრეტულად ეს ორი მოდელი ამ წყვილის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.




პროფესიიდან გამომდინარე, მაკა სპორტულ სამოსსაც ხშირად ირგებს. ამჯერად, არჩევანი ყველა სეზონის, ყველაზე პოპულარულ ფეხსაცმელზე, ბოტასზე შეაჩერა. ბოლო წლებია, კლასიკური დეტალებით გაფორმებულმა, განსხვავებული დიზაინის ბოტასებმა საქმიანი ქალბატონების ჩაცმულობაშიც წარმატებით დაიმკვიდრა თავი. შესაფერისი, ნახევრად კლასიკურ-სპორტული სტილი მოირგო ლაშამაც.




ეს კადრი დადგმული არაა, ფოტოსესიის ბოლოს "დავიჭირეთ", როდესაც მაკას და ლაშას ვაცილებდით. ალბათ, ამ ფოტოში ჩვენი წყვილის სტილი ყველაზე კარგად ჩანს. სეზონის ყველაზე აქტუალური ფერების და ფორმის კლასიკურ ფეხსაცმელს, წყვილმა ერთმანეთთან შეხამებული, საშემოდგომო ფერებში გადაწყვეტილი ტანსაცმელი მოუხდინა.


ტექსტი:ანა არაბიძე
ფოტო: კახაბერ შარტავა
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
გადაღების ადგილი: BIOLI MEDICAL WELLNESS RESORT



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ინტერვიუ ემბრიოლოგ ნინო
კუჭუხიძესთან
ინტერვიუ ემბრიოლოგ ნინო კუჭუხიძესთან
13:15 / 10.12.2019
27 წლიანი გამოცდილების მქონე
კომპანია
27 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია "კაპიტან პლუსი" ზამთრის სეზონზე გთავაზობთ აქტუალურ სამოგზაურო ტურებს: დუბაი, აბუ დაბი, ტაილანდი, კუბა, ვიეტნამი, მალდივები, მექსიკა, ევროტურები.
13:09 / 10.12.2019
"ლიფერენთის" სხეულის მოვლის პროცედურები
13:01 / 10.12.2019
მისი ღიმილი, ალბათ, ყველას გახსოვთ.
სამედიცინო საქმიანობას ტელეწამყვანობა იმდენად წარმატებულად
შეუთავსა, რომ მისი პროფესიული არჩევანის სისწორეზე რიგით ადამიანებს
კითხვები გაუჩინა.
ისი ღიმილი, ალბათ, ყველას გახსოვთ. სამედიცინო საქმიანობას ტელეწამყვანობა იმდენად წარმატებულად შეუთავსა, რომ მისი პროფესიული არჩევანის სისწორეზე რიგით ადამიანებს კითხვები გაუჩინა.
16:06 / 09.12.2019
ესეც ჩემი მეორე თვე და მეორე
ბლოგი. გეტყვით გულახდილად - მარტივი არ არის და ვებრძვი მთელი გულითა
და სხეულით.
ესეც ჩემი მეორე თვე და მეორე ბლოგი. გეტყვით გულახდილად - მარტივი არ არის და ვებრძვი მთელი გულითა და სხეულით.
15:59 / 09.12.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
იმოგზაურე "კაპიტან პლუსთან" ერთად!
27 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია "კაპიტან პლუსი" ზამთრის სეზონზე გთავაზობთ აქტუალურ სამოგზაურო ტურებს: დუბაი, აბუ დაბი, ტაილანდი, კუბა, ვიეტნამი, მალდივები, მექსიკა, ევროტურები.
13:09 / 10.12.2019
რესტორანი "ათი"
ქართული სამზარეულოს ახალი ერა
12:42 / 07.12.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2210
TRY
TRY
1
0.5011
USD
USD
1
2.9089
ამინდი
ბორჯომი -1 °C
img
სოხუმი 2 °C
img
ახალქალაქი -6 °C
img
გამოწერა