City Story
ცხოვრება გრძელდება
მთავარ ფოტოს ახალი სტატიისთვის, "სითის" გადამღები ჯგუფი "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის" ცენტრალურ შესასვლელში ვიღებთ. წარწერას - "ცხოვრება გრძელდება" ყველაზე მეტად ამართლებს ის საქმე, რომელსაც რადიოლოგი ბადრი შარიქაძე თითქმის ოცი წელია ემსახურება. ამ ოცი წლის განმავლობაში, მისი პაციენტი ყოფილა ათასობით ორსული. ზუსტად ამდენივე ბავშვი პირველად მან დაინახა და ყველაზე ბედნიერ წუთებსაც პირველად მან აზიარა მომავალი დედები. თუკი ვინმე ერთხელ ყოფილა ბადრი შარიქაძის პაციენტი, შემდგომ ორსულობაზე ისევ მისი მრავალრიცხოვანი პაციენტების სიაში აღმოჩენილა. მათი შვილების პირველი ფოტოებიც, რომლებიც საოჯახო ფოტოალბომში საპატიო ადგილს იკავებს, ბადრის ეკუთვნის.




ბადრი შარიქაძე, რადიოლოგი

- "სამედიცინო უნივერსიტეტში" სწავლის ბოლო წელს ჩემი მეგობრის, მერაბ ტატიშვილის მამამ, ღვაწლმოსილმა ქირურგმა ბატონმა გურამ ტატიშვილმა მირჩია რადიოლოგიის მიმართულებით წავსულიყავი. მეც გადავწყვიტე სწავლა და მუშაობა ამ სფეროში გამეგრძლებინა. დღეს ვფიქრობ, რომ არ შევმცდარვართ არც მე და არც ბატონი გურამი. ამ გადაწყვეტილებიდან თითქმის 20 წელი გავიდა. ალბათ უკვე ისეთი პაციენტებიც გამოჩნდებიან, რომლებიც მუცლად ყოფნის დროს პირველად მე დავინახე. ათასობით ორსული ქალი გამისინჯავს. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ემოციები არ შეცვლილა. არანაკლებად ვნერვიულობ ახლაც, განსაკუთრებით პირველ ვიზიტზე, რადგან არ ვიცი რა დამხვდება. შემდეგ ვიზიტებზე, როცა უკვე ვიცი ნაყოფის მდგომარეობა, როცა ვიცი, რომ წინა ეტაპები კარგად გავიარეთ, შედარებით მშვიდად ვარ. მიხარია, როცა ბავშვები დაბადების შემდეგ მოჰყავთ ხოლმე მშობლებს. ძალიან კარგი შეგრძნებაა დაბადებული ბავშვების ნახვა. ვადარებთ ფოტოებს, საინტერესოა რამდენად დაემთხვევა გარეგნობა.

ბადრი შარიქაძის კარიერის 21-ე წელი ცვლილებით იწყება. ის "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის" პროფესიონალთა გუნდს შეუერთდა. ინტერვიუს მის კაბინეტში ვწერთ. სიმაყით მიხსნის, თუ რამდენად კომფორტული გარემოა შექმნილი აქ მისთვის და პაციენტებისთვის.




ბადრი შარიქაძე

- ჩემი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის გარემო, რომელიც "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში" მხვდებოდა. აქ ყველა ის პირობაა შექმნილი, რაც მშვიდი და ნაყოფიერი მუშაობისთვის არის საჭირო. აპარატურით დაწყებული, ჩემი ოთახის მოსაცდელი სივრცით დასრულებული. მრავალპროფილურ კლინიკაში ორსულთათვის ცალკე გამოყოფილ მოსაცდელ სივრცეში ყოფნა უფრო კომფორტულია.

"აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში" აპარატურა ყოველწლიურად ახლდება. მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებითაც საუკეთესო, უახლესი აპარატურა შევარჩიეთ, რომელიც იდეალურია სრული სურათის დასანახად. უახლესი სამედიცინო აღჭურვილობის გარდა, "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში" დამხვდა ექიმების კვალიფიციური გუნდი. მათთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.

ბადრი შარიქაძის ათასობით პაციენტიდან ერთ-ერთი ნათია დუმბაძეა. ექიმის ახალ სამსახურში, ამჯერად, როგორც პაციენტი ისე არ მოდის. მისი სტუმრობის მიზეზი "სითის" გადაღებაა. თუმცა, ინტერვიუ ოდნავ მოულოდნელად სრულდება.




ნათია დუმბაძე, მომღერალი

- დედა მყავს ექიმი და, რა თქმა უნდა, მისი რჩევით მოვხვდი ბადრისთან. პირველ ბავშვზე, ორსულობის მეშვიდე თვეს, ვიგრძენი რომ ბავშვი ორი დღე არ მოძრაობდა. მოვედი ბადრისთან და არასდროს დამავიწყდება როგორ დამამშვიდა. ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. მეორე ბავშვი 10 წლის შემდეგ გავაჩინე. ელეის ჯანმრთელობაც ბადრიმ მახარა. მითხრა - ლამაზი გოგოა, სასაცილო ფეხის თითებითო. მართლა სასაცილო ფეხის თითებით დაიბადა. ბადრი, როგორც ექიმი ისე არ ხვდება პაციენტებს. ის მეგობარიც არის ყველა ორსულისთვის. ვუსურვებ კიდევ უფრო ბევრი ორსული გაახაროს. მე კი, მესამე ბავშვზეც მასთან მივალ და ვინ იცის, იქნებ მეოთხეზეც.

არ არსებობს ერთხელ მაინც არ გქონდეთ მოსმენილი ისტორია თქვენი ფეხმძიმე მეგობრისგან თუ ახლობლისგან, როგორი სიხარულით აუწყა ბადრი შარიქაძემ ბავშვის ჯანმრთელობა. "გულის ცემა ისმის, - დაიყვირა და ის იმდენად გულწრფელი იყო, მივხვდი, რომ მართლა ძალიან გაუხარდა," - მიყვება მასზე ჩემი მეგობარი. შემდეგ მეორე აგრძელებს, თუ როგორ გადაუღო ბადრი შარიქაძემ ორსულობის 35-ე კვირას მის შვილს ფოტო. "განსხვავებას ვერ იპოვი, ნახე, როგორ ჰგავს, - ზუსტად ასეთივე დაიბადა". სასიამოვნო მოსასმენია ეს ისტორიები და ვხვდები, რომ ბადრი შარიქაძის პროფესიული არქივი არაერთ ასეთ ბედნიერ წუთს ინახავს და კიდევ არაერთი, ჯერ კიდევ წინ არის.



ტექსტი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: ლიზა გაბუნია


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სკოლა - ეს არის ადამიანის
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც
ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ფერთა მრავალფეროვანი გამა,
განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია
სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
ფერთა მრავალფეროვანი გამა, განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
15:16 / 18.01.2020
გამოცემა
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
14:17 / 18.01.2020
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
გადავარჩინოთ 19 წლის მარიამი!
19 წლის მარიამ კალომლეწავს  მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს თავის ტვინზე და სასწრაფოდ სჭიდება 250 000 $ -ი.
11:09 / 22.01.2020
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1870
TRY
TRY
1
0.4858
USD
USD
1
2.8870
ამინდი
ბორჯომი -10 °C
img
სოხუმი 0 °C
img
ახალქალაქი -14 °C
img
გამოწერა