City Story
თეა ჩარკვიანის გზა „რეპროარტამდე“ და მას შემდეგ
ექიმად მუშაობის პირველი გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.


მალევე, კონკურსით მოვხვდი იერუსალიმის სამედიცინო ცენტრში, სადაც გავიარე სპეციალური ტრენინგი რეპროდუქტოლოგიისა და ინ ვიტრო განაყოფიერების განხრით.
ამის შემდეგ, დავიწყე მუშაობა თბილისში, იერუსალიმის სამედიცინო ცენტრში. 2006 წელს მოვხვდი "იუნონას"სამედიცინო ცენტრში, სადაც ლიკა ჭყონიამ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ჩემს რეპროდუქტოლოგად ჩამოყალიბებაზე. 2012 წლიდან, ჩვენი ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილება კლინიკა "იუნონას"გამოეყო და სწორედ აქედან იწყება ყველაზე საინტერესო პერიოდი და ეს "რეპროარტის" დაარსებას ეხება.

"რეპროარტი"

როდესაც "რეპროარტი" დაარსდა, თავიდანვე მოგვიწია 24 საათიან რეჟიმში მუშაობა, რადგან გახსნისთანავე დიდი დატვირთვით დავიწყეთ საქმიანობა. ნელ-ნელა "რეპროარტის" გუნდიც გაიზარდა. უკვე 3 ფილიალი გვაქვს საქართველოში. წლების მანძლზე შემოგვემატნენ არაჩვეულებრივი პროფესიონალები. დღეს, ეს გუნდი, გუნდური მუშაობის პრინციპი და კლინიკაში დანერგილი მკურნალობის ამერიკული სტანდარტი, ქმნის "რეპროარტის" წარმატებას. სექტემბრიდან თბილისის ფილიალი ახალ მისამართზე, სულხან ცინცაძის 23-ში (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) გადავიდა, სადაც პაციენტებს ინტერიერის საინტერესო კონცეფცია დახვდებათ. პაციენტი ტრადიციულ, ჰოსპიტალურ თუ კლინიკურ გარემოში არ ხვდება. აქ უფრო "სახლური", თბილი და მშვიდი გარემო შევქმენით.
"რეპროარტი" აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით. დანერგილია მკურნალობის ამერიკული სტანდარტები. კლინიკის ახალი შენობისთვის, ჰაერის ფილტრაციის სისტემა, სპეციალურად ჩვენთვის, ამერიკული კომპანიის მითითებებით გაკეთდა.
"რეპროარტი" ჩემი მეორე სახლია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და კარგად ვგრძნობ. მიყვარს ის გუნდი, რომელთან ერთადაც ამდენი წელია მოვდივარ.
ჩვენ ეს მოვახერხეთ და დღეს "რეპროარტში" არა მარტო ქართველი პაციენტები, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები მკურნალობენ. "რეპროარტი" უკვე საერთაშორისო კლინიკაა და წინ კი კიდევ უფრო საინტერესო გეგმები გვაქვს.
ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში. "რეპროარტში" მუდმივად ხდება ცოდნის განახლება და დასავლური, ინოვაციური მიდგომების დანერგვა. ამაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ "რეპროარტის" კლინიკური ნაწილის სამეცნიერო ხელმძღვანელი დევიდ მაკკალა, რომელიც ასევე ნიუ იორკის უნივერსიტეტის ნაყოფიერების ცენტრის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარეა და ლიკა ჭყონია, რომელიც, ამავდროულად, არის ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის ასოციაციაში (ESHRE) საქართველოს წარმომადგენელი. სულ ახლახანს კი, ერთ-ერთი მიმართულების განსავითარებლად, ხელმძღვანელ პოზიციაზე მიიწვიეს.

უნაყოფობა

- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემებით, ყოველი მე-6 ოჯახს უნაყოფობის პრობლემა აქვს. "რეპროარტში" თითქმის ყველა ასაკის წყვილი მოდის.
ქალის და მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ასაკთანაც არის დაკავშირებული. ახალგაზრდა ქალებში უნაყოფობის გამომწვევ ძირითად მიზეზად ფიქსირდება ოვულაციასთან დაკავშირებული პრობლემა, მილისმიერი ფაქტორი (გაუმტარი მილები). რაც უფრო ახალგაზრდაა ქალი, მით მეტია დაორსულების შესაძლებლობა, რაც მისი ფიზიოლოგიიდან გამომდინარეობს. ასაკოვან ქალებში (რეპროდუქციული გადმოსახედიდან ასაკობრივად ითვლება 35 წელს გადაცილებული ქალები), უნაყოფობის ძირითად მიზეზს შემცირებული ფოლიკულური რეზერვი და კვერცხუჯრედის დაბალი ხარისხი წარმოადგენს.
რაც შეეხება მამაკაცის ასაკს, მართალია მას ბიოლოგიური შვილი ნებისმიერ ასაკში შეიძლება ჰყავდეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, თანამედროვე მედიცინა უკვე დადასტურებულად ამბობს, რომ ასაკი კაცების ნაყოფიერებაზეც ნეგატიურად მოქმედებს. ბოლო კვლევებით დგინდება, რომ 40 წელს გადაცილებული კაცების შემთხვევაში, გაცილებით მაღალია ალბათობა, რომ ორსულობა არ დადგეს, ნაადრევად შეწყდეს ან ბავშვი ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემით დაიბადოს.
35 წლამდე ასაკის ქალებში, თუ დაუცველი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების 1 წლის ან მეტი დროის განმავლობაში ორსულობა არ დგება, ეს გახლავთ ჩვენება, რომ წყვილმა უკვე უნდა მიმართოს რეპროდუქციულ კლინიკას კვლევების ჩატარების და უნაყოფობის მიზეზის დასადგენად. 35 წელს ზემოთ ასაკის ქალებში, ეს დრო ნახევრდება.

მომზადება ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის

უნაყოფობის ანამნეზით ყველა პაციენტს, რა თქმა უნდა, ინ ვიტრო განაყოფიერება არ სჭირდება. შესაძლებელია მას უნაყოფობის მიზეზის დადგენა და სწორი მკურნალობის სტრატეგია სჭირდება. მაგალითად, ორსულობის დაგეგმვა ნატურალურ ციკლში, ან საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია ან უბრალოდ, კონსერტვატორული მკურნალობა და ა.შ.
ინ ვიტრო განაყოფიერება გარკვეულ პერიოდს საჭიროებს, დაახლოებით თვენახევარს (ათვლა იწყება მ/ციკლის მოსვლის მეორე-მესამე დღიდან). პირველი ეტაპი ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება და უნაყოფობის მიზეზის დადგენაა. შემდეგ, პაციენტთან ერთად მკურნალობის მეთოდის შერჩევა და გეგმის ჩამოყალიბება. მომართვის მომენტში, ზოგ პაციენტს გარკვეული ანალიზის შედეგები ხელთ აქვს, ასეთი ანალიზების უმეტესობა 6 თვის განმავლობაში განმეორებას არ საჭიროებს. ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამისთვის ყველა აუცილებელი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა პაციენტს უტარდება ადგილზე, ჩვენთან, "რეპროარტში".
ჩვენი მიზანია პაციენტს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის და მკურნალობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. მკურნალობის ეს მეთოდი კარგად აპრობირებული და უსაფრთხოა. თუმცა, არა 100%-ით წარმატებული შედეგის (ორსულობის) მომტანი. აქვე მინდა ამაყად აღვნიშნო, რომ "რეპროარტში" წარმატებული ორსულობის სტატისტიკას თუ შეადარებთ აშშ-ს წამყვანი კლინიკების მაჩვენებლებს, ნახავთ რომ იგი თითქმის თანაბარია, რაც ყველას აძლევს იმის გარანტიას, რომ საქართველოდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ ამერიკული ხარისხის სამედიცინო მომსახურება.
ორსულობის მიღების შემთხვევაში, პაციენტს ესაჭიროება განსაკუთრებული ზედამხედველობა და იმაზე შედარებით მეტი ჰორმონალური მედიკამენტი, ვიდრე ფიზიოლოგიურ ორსულს. თუმცა, 12 კვირის ზემოთ, როცა ჰორმონალური პრეპარატები იხსნება, ყველა პაციენტის ორსულობა ზუსტად იმავე პროტოკოლით იმართება, როგორც ფიზიოლოგიური ფეხმძიმობისას.

პაციენტებთან ურთიერთობა

უნაყოფობაზე და მის მიზეზებზე ღიად საუბარი, დღეს პაციენტებს მაინც უჭირთ. ეს სტიგმა ისევ არსებობს და სხვათა შორის, ეს არ ეხება, მხოლოდ ქართველ პაციენტებს. ამაზე ღიად საუბარი უცხოელებსაც ეძნელებათ. ჩვენ, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიურ კონსულტაციასაც ვუწევთ პაციენტებს.
პაციენტების კონფიდენციალურობის დაცვა, მათთვის მაქიმალურად არასტრესული გარემოს შექმნა, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა.
ჩემი, როგორც ექიმის, მთავარი მიზანი ყოველთვის არის ის, რომ პაციენტებს ვუთხრა რეალობა. უნაყოფობის პრობლემის მქონე წყვილებისთვის, დროის არდაკარგვა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

პროფესია

მახსოვს, 2007 წელს, ინ ვიტრო განაყოფიერებას სპერმის ასპირაციით პირველად ვაკეთებდი. ეს საქართველოშიც პირველად ხდებოდა. მაშინ, მამაკაცის მიკროქირურგიული ოპერაციის შედეგად მიღებული სპერმის გამოყენებით, პირველი ორსულობა დადგა. ამ წყვილს შვილი 12 წელი არ ჰყავდა. პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ორსულობა მივიღეთ და შედეგმა მეც ძალიან დიდი ბედნიერება მომიტანა. ზოგადად, ემოციური ვარ. პაციენტზე არანაკლებ მოუთმენლად ველი ტესტის პასუხს და პროცესში ყველა ეტაპზე აქტიურად ვერთვები. ეს საქმიანობა ჩემთვის მხოლოდ პროფესია აღარ არის. მას საოცარი მუხტიც მოაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მადლიერი პაციენტი მირეკავს და მეუბნება, რომ დედა გახდა.
დღეს, ამდენი წლის და საამაყო ისტორიის ფონზე, "რეპროარტმა" და მისმა გუნდმა უამრავი წყვილი გახადა მშობელი და აგრძნობინა ახალი გულისცემა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. როცა პაციენტები უკვე პატარებთან ერთად მოდიან, შეხედავ მათ და ხვდები, რომ ეს არის ის, რისთვისაც იბრძოდი, რისთვისაც ღელავდი და მთელ შრომას დებდი, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.



ტექსტი: ნათია გაბუნია
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით,
ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით
ყველა სტუმარს იზიდავს.


აქ აღმოაჩენთ თბილ და მყუდრო გარემოს. ზუსტად ისეთს, თქვენი ბავშვობის
ბაკურიანში რომ დაგაბრუნებთ. ვისაც ბაკურიანი უყვარს, ალბათ
დამეთანხმება, რომ ეს ადგილი თავის ხიბლს წელიწადის ნებისმიერ დროს
ინარჩუნებს. ზამთარში, თოვლით დაფარული მთები,
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.


აქ აღმოაჩენთ თბილ და მყუდრო გარემოს. ზუსტად ისეთს, თქვენი ბავშვობის ბაკურიანში რომ დაგაბრუნებთ. ვისაც ბაკურიანი უყვარს, ალბათ დამეთანხმება, რომ ეს ადგილი თავის ხიბლს წელიწადის ნებისმიერ დროს ინარჩუნებს. ზამთარში, თოვლით დაფარული მთები, "ხიჟინები", ქუჩაში მოსიარულე მარხილები, გლინტვეინი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი, ნამდვილ "ბაკურიანობას" ქმნის. გაზაფხული და შემოდგომა შედარებით მშვიდია. შაბათ-კვირას დასვენების მოყვარულებისთვის, ვისაც ცოტა ხნით უნდა, რომ გაექცეს ქალაქის ტემპს და სუფთა ჰაერზე, სიმშვიდეში დაისვენოს, იდეალურია.

ზაფხულში ბაკურიანში ნამდვილი დღესასწაული იწყება. აქ მთავარი ამბებს პატარები ქმნიან. სწორედ ეს პატარა ვიზიტორები არიან ბაკურიანის მთავარი ელჩები. მათ იმდენად უყვართ აქ დასვენება, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ არდადეგებზე, ზაფხულის რამდენიმე დღის გატარება ბაკურიანში მაინც უნდათ. ამისთვის კი, ყველას თავისი მიზეზი აქვს.

ზაფხულში, ბაკურიანში ყოველდღე გინდა რომ ისეირნო პარკიდან ტყეში, ტყიდან კოხტაზე, კოხტადან მინდვრის ყვავილებით აყვავებულ დიდველზე და ასე, დაუსრულებლად. რაც მთავარია, გინდა რომ დაისვენო ოჯახთან, მეგობრებთან ერთად ისე, რომ თავი იგრძნო სახლში ან საკუთარ აგარაკზე. სწორედ ასეთი დასვენების ადგილია - "ჰილტოპ ბაკურიანი". სასტუმროს იდეალური მდებარეობის გამო, მარტივად დაგეგმავთ თქვენი დღის მარშრუტებს. სასტუმროში დაბრუნებისას კი, თქვენს კომფორტსა და დასვენებაზე "ჰილტოპ ბაკურიანის" გუნდი იზრუნებს. სასტუმროს ეზო თქვენი შვილების და მათი თანატოლების შეხვედრის ადგილი გახდება. თქვენ აივნიდან, ფინჯანი ყავით ხელში, ულამაზესი ხედებით დატკბებით და თან შვილების თამაშს თვალს მიადევნებთ. თუ ერთხელ მაინც მოხვდებით ამ სასტუმროში, მომდევნო სეზონისთვის საუკეთესო ნომერს წინასწარ დაჯავშნით და თქვენს გამოცდილებას ახლობლებსაც თამამად გაუზიარებთ.

მაშ ასე, გახსოვდეთ შეხვედრის ადგილი ბაკურიანში - "ჰილტოპ ბაკურიანი"!


10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
ცნობილი ბრენდის ახალი
სუნამო
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
ცნობილი ნორვეგიული
ბრენდი საქართველოში
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში
07:17 / 05.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"აგარაკობა" წავკისში
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6021
TRY
TRY
1
0.4402
USD
USD
1
3.0719
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
გამოწერა