City News
სითი X აიქარი
რა არის AICAR
ეს არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში აპრობირებულ ე.წ. "ქარშეარინგის" სერვისს. წესები მარტივია: აპლიკაციის საშუალებით AICAR -ის ელექტრომობილს მოძებნით თქვენთან ყველაზე ახლოს, დაჯავშნით და სასურველი დროის განმავლობაში ისარგებლებთ. ეს სიახლე, მგონია რომ ჩემნაირი რიტმის ადამიანებისთვის მისწრებაა. საკუთარი ავტომობილი ჯერ არ მყავს. დღეში საშუალოდ 5-6 ადგილას მიწევს მისვლა. თუ გამიმართლა და ეს ადგილები ერთმანეთთან ახლოსაა, ფეხით მივსეირნობ თუ არადა, ტაქსით. სამწუხაროდ, ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით კონკრეტულ ადგილამდე ვერ მიხვალ. გადაღებაზე ვუყურებ AICAR -ის მანქანებს, (ვაღიარებ, განსაკუთრებით შავი, ბრდღვიალა `თესლა~ მომეწონა) და წარმოვიდგენ: ყოველ დილით, ტაქსის გამოძახება-დაგვიანება-გაუქმების დაუსრულებელი რგოლის ნაცვლად, აპლიკაციაში ვიპოვი ამ სილამაზეს, მივალ, ჩავჯდები, არ მომიწევს არასასურველი მუსიკის და საუბრების მოსმენა, დანიშნულების ადგილზე მისული დაახლოებით იგივე თანხას გადავიხდი, რასაც ტაქსით მგზავრობისას. გარდა ამდენი კომფორტისა, ისიც ვიცი, რომ ჩემს გასეირნებას გარემო არ დაუბინძურებია. საუბარში ისე გავერთე, რომ არ მითქვამს AICAR - ის მთავარ დადებით მხარეზე - კომპანიის ყველა ავტომობილი ელექტროა.

მომავლის გოგოებმა ავტომობილები დატესტეს და შედეგზე თავად მოგიყვებიან. მანამდე კი, თქვენ მინდა გკითხოთ: თქვენთვის რას ნიშნავს ეკოლოგია?

აკა ნანიტაშვილი
დიზაინერი




ჩემი საქმიანობა არის მოდა და ადამიანების გალამაზება. ეს საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ეკოლოგიასთან. მე ვცდილობ, რომ გადავიდე ნატურალურ ქსოვილებზე და ამით შევიტანო ჩემი წვლილი ეკოლოგიაზე ზრუნვაში. რთულია, ადვილი არ არის, მაგრამ, ვცდილობ რომ გამომივიდეს.

როგორია მომავლის ადამიანი?

შემდგარი, წარმატებული, საინტერესო და ინდივიდუალური პიროვნება.

შენ ხარ თუ არა მომავლის ადამიანი?

ვცდილობ, რომ ავყვე დროს.

რატომ AICAR?

იმიტომ, რომ ეკოლოგიას დავეხმაროთ. თან, ძალიან კომფორტულია. დღევანდელ დღეს ასეთ მაქნანებზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

რას ნიშნავს გარემოს დაცვა?

ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენივე პირადი ცხოვრების წესით. მაგალითად, მანქანის მოწესრიგება, რათა გამონაბოლქვი არ ჰქონდეს, ნაგვის არდაყრა და ა.შ ყველამ პატარ-პატარა წვლილი რომ შევიტანოთ, სულ სხვა გარემოში ვიცხოვრებთ ყველა ერთად.


ეკა ქადაგიშვილი
ჟურნალისტი, THE MOVEMENT TV-ის თანადამფუძნებელი




ჩემი საქმიანობაა ამბების თხრობა ადამიანების და იმ მოვლენების შესახებ, რომელიც ჩვენ გარშემო ხდება.

აქვს თუ არა შენს საქმიანობას კავშირი ეკოლოგიასთან, გარემოს დაცვასთან?

გარემოს დაცვის თემა ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ცხოვრების ყველა ეტაპზე ძალიან საინტერესოა. როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, ვაშუქებდი სხვადასხვა თემას: ჰაერის დაბინძურებაზე, ხეების მოჭრაზე, სხვადასხვა საწარმოს მიერ ეკოლოგიის დაბინძურებაზე. ზოგ შემთხვევაში იყო შედეგი, ზოგში - არა. მაგრამ მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რაზეც მუდმივად უნდა ვისაუბროთ.

რატომ AICAR?




სხვა ქვეყნებში "ქარშეარინგის" გამოცდილება უკვე დიდი ხანია არსებობს. AICAR-ის ელექტრომობილებით გადაადგილება კი, რასაკვირველია, არის ზრუნვა ეკოლოგიაზე.
რას ნიშნავს შენთვის მომავლის ადამიანი და შენ ხარ თუ არა მომავლის გოგო?
მინდა რომ ვიყო, ვცდილობ. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, იცის და იცავს საკუთარ უფლებებს, უფრთხილდება გარემოს და ამისთვის ყოველდღიურად შრომობს.

რა არის ეკოლოგია?

ეკოლოგია არის ჩვენი ცხოვრება.


მანანა უგულავა
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი




ჩემი ძირითადი საქმიანობა განათლებაა. ყველაფერი 2014 წელს დაიწყო. მიზნად გვქონდა რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო სკოლა გაგვეხსნა სქართველოში და რაც შეიძლება ნაკლები სტუდენტის გადინება მომხდარიყო უხცოეთში. ოქტომბერში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ეს არის ტურიზმის სკოლა, რომელიც ყოველწლიურად 200 სტუდენტს მოამზადებს. ვთვლი, რომ ეს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს.

თქვენი საქმიანობა თუ არის კავშირში გარემოს დაცვასთან და ეკოლოგიასთან ?

ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს. ჩვენ ვზრუნავთ ახალგაზრდების განათლებაზე, მათ განვითარებაზე და ეს კომპონენტი - გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სწორედ ცნობიერების სწორად ჩამოყალიბებას და განათლებას უკავშირდება.

როგორ ცვლის თქვენი საქმიანობა გარემოს?

სწორად ვზრდით ახალგაზრდებს. ვფიქრობ, რომ საგანმანათლებლო ინსტიტუციებმა უფრო მეტი შრომა უნდა ჩადონ ეკოლოგიის კომპონენტში. მნიშვნელოვანია სწორი ცნობიერების ჩამოყალიბება და ახალგაზრდების მეტი ინფორმირებულობა. მათ უნდა იცოდნენ რას ნიშნავს ეკოლოგია თითოეული ადამიანისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის.

რას ნიშნავს მომავლის ადამიანი?

ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ არ არსებობს იღბალი. არსებობს შესაძლებლობები და მზადება ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლად. მომავლის ადამიანი ხედავს მათ, ზუსტად იცის რა უნდა და სჯერა საკუთარი შესაძლებლობების. როდესაც გჯერა, აუცილებლად გამოვა.




რატომ AICAR?

ეს არის ეკონომიკის წინსვლა სუფთა, ეკოლოგიური გზით. დღეს მოვსინჯე. ძალიან მომეწონა, ეკოლოგიურად სუფთაა, ახალია, თანამედროვე, ფასი მისაღებია. "ქარშეარინგის" სერვისი ყველა ქვეყანაში განვითარებულია და ვფიქრობ, ჩვენთანაც დიდი მომავალი აქვს.
რა არის გარემოს დაცვა?
ეს არის სოცხცლე. ჩვენი სიცოცხლის თითოეული წამი და დღე არის ყველაზე მაგარი რამ, რაც წილად გვერგო. ამიტომ, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ გარემოს დაცვაზე და ეკოლოგიაზე.
მაია ჯიმშელეიშვილი
მხატვარი, ინტერიერის დიზაინერი, მაღაზია "ამბიანსის" დამფუძნებელი




ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია შემოქმედებასთან, სილამაზესთან, სიმყუდროვესთან, ესთეტიკასთან... ვცდილობ, რომ ჩემ გარშემო სასიამოვნო გარემო შევქმნა.

უკავშირდება თუ არა შენი საქმიანობა და ყოველდღიური ცხოვრება გარემოს დაცვას?

მე და ჩემი ოჯახის წევრები, ჩვენი პატარ-პატარა, ყოველდღიური ქმედებებით, ვცდილობთ რომ გავუფრთხილეთ გარემოს. ეს თითოეული ადამიანის მოვალეობაა. მაღაზია "ამბიანსი" კი, ნარჩენებს სპეციალურ გადამამუშავებელ ორგანიზაციას აბარებს.




რატომ AICAR?

ვფიქრობ, აუცილებელია ნელ-ნელა შევზღუდოთ საწვავის მოხმარება და გადავიდეთ ელექტრომობილებზე. "ამბიანსი" ახალ სივრცეში გადავიდა და გვინდა მაღაზიის წინ ელექტრომობილების დამტენი დავდგათ. ალბათ, ესეც პატარა ნაბიჯია.

რას ნიშნავს მომავლის ადამიანი?

ადამიანს, რომელსაც არ ეშინია გამოწვევების, ცდილობს შექმნას უკეთესი გარემო და რა თქმა უნდა, ზრუნავს ეკოლოგიაზე. ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი, თუ როგორ გარემოს დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობას.
თამუნა ღვაბერიძე
გალერეა Window project -ის დამფუძნებელი, მოძრაობა "SOS მოწამლული ჰაერი"



ფოტო: თიკო ჭიღლაძე

გალერეა Window project არის თანამედროვე ხელოვნების გალერეა, რომელიც ემსახურება ქართული თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩემი კიდევ ერთი და მთავარი საქმიანობა უკავშირდება გარემოს დაცვას და ეკოლოგიას. თანამოაზრეებთან, თაკო ბასილიას და ლელი ჭელიძესთან ერთად, შევქმენით მოძრაობა "SOS მოწამლული ჰაერი", რომლის მთავარი მიზანი ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდა და იმის ჩვენებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა გარემოში ცხოვრება.

ცვლის თუ არა შენი საქმიანობა გარემოს უკეთესობისკენ?

როდესაც პირველი პროტესტი სახალხოდ გამოვხატეთ, შედარებით ცოტა ხალხი შემოგვიერთდა. მეორეზე მოიმატა.

შენი აზრით, როგორია მომავლის ადამიანი?

მომავლის ადამიანი არის ყველა ის, ვინც პირველ რიგში ფიქრობს ჯანმრთელ გარემოზე და ცხოვრების ჯანმრთელ წესზე. ის, ვინც არ აგდებს ნაგავს, ფიქრობს გამონაბოლქვის ზიანზე. ეს ხომ პირველ რიგში საკუთარი თავის პატივისცემაა.

შენ ხარ თუ არა მომავლის ადამიანი?

ვცდილობ რომ ვიყო.

რატომ AICAR?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ეკოლოგიურად სუფთაა. მანქანას საერთოდ არ აქვს გამონაბოლქვი. მე მოვიხმარ. ძალიან კომფორტულია. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს ამ სიახლის შესახებ. ასეთი პატარ-პატარა ნაბიჯებით გავაუმჯობესებთ თბილისის ჰაერს. დღეს ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

რა არის გარემოს დაცვა?

საკუთარი თავის სიყვარული.


თათა სვანაძე
არქიტექტორი, არქიტექტურული კომანიის "სტუდიო 9" ინტერიერის დიზაინის ჯგუფის ხელმძღვანელი




ჩემს პროფესიას პირდაპირი კავშირი აქვს გარემოს დაცვასთან, რადგან არქიტექტურა ითვალისწინებს დროს და სივრცეს. სწორედ ეს განსაზღვრავს არქიტექტურას. არქიტექტორი ყოველთვის უნდა ეცადოს შექმნას ისეთი შენობა, რომელიც ორგანულად იქნება გარემოსთან შერწყმული.

რას ნიშნავს შენთვის მომავლის ადამიანი და ხარ თუ არა შენ მომავლის გოგო?

ადამიანს, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია პროგრესსა და თვითგანვითარებაზე. ჩემი პროფესია ორიენტირებულია მომავალზე, სიახლეებზე. მე, როგორც ამ პროფესიის წარმომადგენელი, ვფიქრობ, რომ მეც ვარ მომავლის გოგო.




რატომ AICAR?

იმიტომ, რომ არ აბინძურებს გარემოს, რაც ჩეთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, როცა დღის განმავლობაში ბევრ სხვადასხვა ადგილას მიწევს მისვლა, AICAR ძალიან კომფორტულია.

რა არის ეკოლოგია?

ჩემთვის ეკოლოგია არის ჰაერი.



პროექტის ავტორი: ეკა ხოფერია
ფოტო: ირა კურმაევა
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
გადაღების ადგილი: მწვანე ქალაქი ლისზე



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო
გზა იყო.
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ქეთევან ციხელაშვილი: ვენა - ჩემი ახალი ჰორიზონტი
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
17:38 / 10.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6138
TRY
TRY
1
0.4203
USD
USD
1
3.0743
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა