City News
ადამიანი ორკესტრი
თუ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება სასტუმრო საქმესთან საქართველოში, თქვენ მას იცნობთ. თუ არ იცნობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ამ სფეროს შესახებ თითქმის არაფერი იცით.

შალვა ალავერდაშვილმა საქართველოში 27 სასტუმრო გახსნა. ორი დიდ ბრიტანეთში, თითო-თითო გერმანიაში, აშშ-ში და ლატვიაში. არის საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი. დღეს მართვაში ერთდროულად აქვს ხუთი სასტუმრო.
მის საქმიანობას ეწოდება ჰოტელიერი.

თავად ის კი, ადამიანი ორკესტრია.

თქვენი გამოცდილებით, რომელი სასტუმრო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?

სასტუმრო "ჯორჯია პალასი" ქობულეთში. საქართველოში 2006 წელს დავბრუნდი და ეს იყო ჩემი პირველი და ყველაზე დიდი პროექტი. ის დღემდე ერთადერთი არაბრენდული, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა საქართველოში, რომელიც მთლიანად ქართველების მიერ არის შექმნილი.

რა არის აუცილებელი პირობა კარგი სასტუმროსთვის?

ჩემთვის აუცილებელი პირობაა სასტუმრო ადაპტირებული იყოს შშმ პირებისთვის. როგორი კარგი აშენებულიც არ უნდა იყოს სასტუმრო, მოწყობილი ოთახები, მისაღები... თუ ის არ არის ადაპტირებული ყველა სტუმრისთვის, მას კარგ სასტუმროდ ვერ აღვიქვამ.

რამდენად შეიცვალა სტუმრის პორტრეტი?

ამ მხრივ საქართველომ სერიოზული წინსვლა განიცადა. სტუმრების გეოგრაფია საგრძნობლად გაიზარდა. ჩამოდიან ბრაზილიიდან, ავსტრალიიდან... ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და სასტუმროების ბიზნესისთვის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი იდეალურად არის აწყობილი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მომსახურება ყოველწლიურად უმჯობესდება.




წარმატებული სასტუმროს კონცეფცია...

ზოგადად - სტუმარზე ორიენტაცია. მაგრამ, ჩემთვის ყველაზე მთავარი პერსონალია. ხშირად სტუმარზე წინ პერსონალს ვაყენებ. ვფიქრობ, სასტუმრო ვერ იქნება წარმატებული თუ მომსახურე პერსონალი არ იქნება კმაყოფილი.

რას ურჩევდით დამწყებ ჰოტელიერს?

დაიწყეთ ქვედა საფეხურიდან! თქვენზე დამოკიდებულმა ადამიანმა არ უნდა იგრძნოს რომ უფრო გამოცდილია კონკრეტულ საქმეში. თუ ვინმეს აინტერესებს გახდეს სასტუმროს გენერალური მენეჯერი, ყველა საფეხური, ყველა ეტაპი უნდა ჰქონდეს გავლილი. ყველაფერი უნდა ჰქონდეს გაკეთებული თავისი ხელით.

სამომავლო გეგმები

ფიზიკურად დრო არ მაქვს, რომ სხვა გეგმებზე ვიფიქრო. სასტუმრო ბიზნესის განვითარება პიკშია. შენდება ძალიან ბევრი სასტუმრო. ამ ბაზარზე ჩემი ნიშა მაქვს და მინდა შევინარჩუნო.


ტექსტი: მარიკა ხოფერია
ფოტო: LIG Studio


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ინტერვიუ ემბრიოლოგ ნინო
კუჭუხიძესთან
ინტერვიუ ემბრიოლოგ ნინო კუჭუხიძესთან
13:15 / 10.12.2019
27 წლიანი გამოცდილების მქონე
კომპანია
27 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია "კაპიტან პლუსი" ზამთრის სეზონზე გთავაზობთ აქტუალურ სამოგზაურო ტურებს: დუბაი, აბუ დაბი, ტაილანდი, კუბა, ვიეტნამი, მალდივები, მექსიკა, ევროტურები.
13:09 / 10.12.2019
"ლიფერენთის" სხეულის მოვლის პროცედურები
13:01 / 10.12.2019
მისი ღიმილი, ალბათ, ყველას გახსოვთ.
სამედიცინო საქმიანობას ტელეწამყვანობა იმდენად წარმატებულად
შეუთავსა, რომ მისი პროფესიული არჩევანის სისწორეზე რიგით ადამიანებს
კითხვები გაუჩინა.
ისი ღიმილი, ალბათ, ყველას გახსოვთ. სამედიცინო საქმიანობას ტელეწამყვანობა იმდენად წარმატებულად შეუთავსა, რომ მისი პროფესიული არჩევანის სისწორეზე რიგით ადამიანებს კითხვები გაუჩინა.
16:06 / 09.12.2019
ესეც ჩემი მეორე თვე და მეორე
ბლოგი. გეტყვით გულახდილად - მარტივი არ არის და ვებრძვი მთელი გულითა
და სხეულით.
ესეც ჩემი მეორე თვე და მეორე ბლოგი. გეტყვით გულახდილად - მარტივი არ არის და ვებრძვი მთელი გულითა და სხეულით.
15:59 / 09.12.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
იმოგზაურე "კაპიტან პლუსთან" ერთად!
27 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია "კაპიტან პლუსი" ზამთრის სეზონზე გთავაზობთ აქტუალურ სამოგზაურო ტურებს: დუბაი, აბუ დაბი, ტაილანდი, კუბა, ვიეტნამი, მალდივები, მექსიკა, ევროტურები.
13:09 / 10.12.2019
რესტორანი "ათი"
ქართული სამზარეულოს ახალი ერა
12:42 / 07.12.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2210
TRY
TRY
1
0.5011
USD
USD
1
2.9089
ამინდი
ბორჯომი -1 °C
img
სოხუმი 2 °C
img
ახალქალაქი -6 °C
img
გამოწერა