City News
"ნიკორას" მასტერკლასი პატარა შეფებისთვის
"ნიკორას" სამზარეულოში, ამჯერად, ხუთი შეფი ფუსფუსებს - ერთი პროფესიონალი და ოთხი პატარა. პატარებს, სენდვიჩებისა და ჰოთდოგების მომზადებას საბა იჩქიტიძე ასწავლის.
საბა კულინარიით პირველად იმ ასაკში დაინტერესდა, რა ასაკისაც ახლა არიან ნიკოლოზი, თამარი, მარია და მეორე ნიკოლოზი. მოგვიანებით, ბავშვური ინტერესი პროფესიად იქცა. "სითის" პროექტისთვის პატარებმა, საბას დახმარებით, სურნელოვანი სამყაროს მარტივი კერძები მოამზადეს. "ნიკორას" მასტერკლასზე მათი მეგზური ამ სამყაროში საბა იყო, რომელიც სენდვიჩების მომზადებასთან ერთად, პატარებს საკუთარ კულინარიულ გამოცდილებაზე უყვებოდა.


საბა იჩქიტიძე, შეფ-მზარეული


კულინარიით ღრმა ბავშვობიდან ვარ გატაცებული. ოჯახში სულ რაღაც მზადდებოდა და მეც დიდი ინტერესით ვმონაწილეობდი თითოეული კერძის შექმნაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე, სხვა პროფესიასთან ერთად, კულინარიაც პროფესიულად შემესწავლა. ერთი წლის განმავლობაში, ვმუშაობდი ერთ-ერთ რესტორანში სტაჟიორად, ამ პერიოდში ვისწავლე ყველა იმ კერძის მომზადება რაც მაინტერესებდა და რაც კონკრეტული ობიექტის მენიუში იყო. წლების შემდეგ კი შეფ-მზარეულად ჩამოვყალიბდი და ახლა მე თვითონ, დამოუკიდებლად ვმუშაობ ახალი კვების ობიექტის საავტორო მენიუზე. ასე ამოვყავი თავი სურნელოვან სამყაროში. პირველი კერძი, რომელიც დამოუკიდებლად მოვამზადე, "ოჯახური კარტოფილი" იყო, ღორის ხორცით. მაშინ 5 ან 6 წლის ვიყავი. მახსოვს კმაყოფილების გრძნობა, რომელსაც მომზადების პროცესი მანიჭებდა და მოლოდინი - როგორ შემიფასებდნენ ოჯახის წევრები კერძს. დღეს, უკვე რთულია რომელიმე ერთი კერძის გამოყოფა, რომლის მომზადებაც განსაკუთრებით მიყვარს, ვინაიდან კულინარიას ისე აღვიქვამ, როგორც ხელოვნებას. ერთი და იგივე კერძიც კი, სხვადასხვა დროს ერთმანეთისგან განსხვავებული გამოდის. მე ყველაფერს მთელი გულითა და სიყვარულით ვამზადებ.


პირველად "ნიკორას" ხორცპროდუქტები დაახლოებით 15 წლის წინ, მამასთან ერთად აღმოვაჩინე. მახსოვს, ძალიან ხშირად დილა სწორედ "ნიკორათი" იწყებოდა. შემდეგ კი, დღე სკოლაში ენერგიულად გრძელდებოდა. წლებია რაც ამ ბრენდის მომხმარებელი ვარ, რადგან ჩემთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა "ნიკორამ" მასტერკლასის ჩასატარებლად დამპატიჟა სწორედ ბავშვობის ეს გამოცდილება და ემოცია გავუზიარე პატარა შეფებს, თუმცა, გაორმაგებული პასუხისმგებლობით. მათთან მუშაობა ხალისს მმატებს. ეს ის საზოგადოებაა, რომელიც ყველაფერს კარგად აკვირდება და იმახსოვრებს. ამიტომ, მეც სრული პასუხისმგებლობით ზუსტად ისე ვასწავლი, როგორც ზრდასრულ მზარეულებს. ახლა მარტივად მოსამზადებელი სენდვიჩი გავაკეთეთ.



სენდვიჩის მომზადების წესი:

გამოვიყენეთ: ტოსტის პური, სალათის ფოთოლი, პომიდორი, მდნარი ყველი და მთავარი ინგრედიენტი - "ნიკორას" შაშხი.

პურის ორ ნაჭერს შორის, თანმიმდევრულად დავალაგეთ ინგრედიენტები და ასე მოამზადა ჯანსაღი საუზმე.

სენდვიჩი უმარტივესად მზადდება. ამ აპეტაიზერში ინგრედიენტების თანმიმდევრობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პურის ორი ნაჭერი და მათ შორის ის, რაც გიყვართ და რამდენიც გინდათ. მთავარი წესი კი ასეთია - გემრიელი სენდვიჩი რომ გამოგივიდეთ, ბავშვებივით გულიანად უნდა მოამზადოთ.

ტექსტი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: ირა კურმაევა
ლოკაცია: "ნიკორას კაფე"


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას
დააანონსებს.
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას დააანონსებს.
17:21 / 11.08.2020
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო
გზა იყო.
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლიკა ევგენიძის "სახლობანა"
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას დააანონსებს.
17:21 / 11.08.2020
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
17:38 / 10.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6272
TRY
TRY
1
0.4249
USD
USD
1
3.0747
ამინდი
ბორჯომი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა