City News
ბესიკ ხარანაული
პოეტი
თანამედროვე, ციფრული სამყაროს ეპოქაში, სადაც სულ უფრო მეტად ვიცლებით დადებითი ემოციებისგან, მაინც გვრჩება ფანჯრები, სადაც თუ გავიხედავთ, შინაგანი სამყაროს გამდიდრებისთვის ნაბიჯებსაც გადავდგამთ. ბესიკ ხარანაული, ჩვენი დიდი პოეტი, პოეტი, რომელიც 2010 წელს ნობელის პრემიაზე წარადგინეს ლიტერატურის დარგში, ამ მოგზაურობის საშუალებას ყოველთვის გვაძლევს. ბესიკი, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, მისი საყვარელი თიანეთიდან ჩამოვიდა. იქ ყველაზე მეტად უყვარს ყოფნა. იქ ყველაზე მეტად გრძნობს შემოქმედებით იმპულსს და წერს. წერს ჩვენთვის და იმისთვის, რომ მისი ლიტერატურული განძი შემდგომ თაობებს ამაყად გადავცეთ. 

ტექსტი: ნათია გაბუნია
ფოტო: ლიზა გაბუნია


Print