City News
კაწია აბსანძე
დეველოპერული კომპანია "რედკოს" მარკეტინგის სამსახურის უფროსი



კომპანია, რომელსაც წარმოადგენთ
… დეველოპერული კომპანია "რედკო", პოზიცია - მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

პროფესია
: მარკეტოლოგი

პირველი სამსახური, კარიერის პირველი ნაბიჯები...

ეს იყო
Norvik Banka, რიგაში. სკოლის დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა. პარალელურად ვსწავლობდი. ბანკში მუშაობისას დიდი გამოცდილება მივიღე, საინტერესო ხალხი გავიცანი, რომლებისგანაც ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე.

გამორჩეული, ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტი - ჩემს 10 წლიან გამოცდილებაში, ყველაზე მძაფრად და კარგად მახსოვს ავიაკომპანიასთან თანამშრომლობა. ძალიან საინტერესო სფეროა, რომელიც სავსეა ზღვა ინფორმაციით. ძალიან საინტერესოა იყო ავიაკომპანიის მარკეტოლოგი, რადგან ერთდროულად იკვლევ, სწავლობ და ავითარებ სტრატეგიას რამდენმე ბაზარზე.

სამუშაო დღე იწყება...

ჩემი სამუშაო დღე იწყება დილით. ძალიან საინტერესო და განსხვავებული პროექტებით. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ დეველოპერულ კომპანია "რედკოში" მუშაობა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. პროექტები ერთმანეთისგან განსხვავებულია და რაც მთავარია, სტუმარმასპინძლობის გარშემო ტრიალებს, რაც ძალიან აზარტულია მარკეტერისთვის.

ჩემი სამუშაო დღე მთავრდება... ვცდილობ ექვს საათზე დავასრულო და სავარჯიშოდ ჩემს საყვარელ სპორტულ დარბაზში მივიდე, სადაც მთელი დღის მანძილზე დაგროვილ სტრესს თუ დაღლილობას ვიშორებ. რა თქმა უნდა, უდიდესი სტიმულის მომცემია ჩემს "თახვებთან" (შვილებთან) ჩახუტება, რომლებიც სახლში მელოდებიან.

ჩემი სამუშაო სივრცე
- ჩემს სამუშაო სივრცეში ბევრი საინტერესო ნივთია. წიგნებს, რომლებიც ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევენ, შესვენების დროს ან საღამოს ვკითხულობ ხოლმე. ახლა მაგიდაზე ამოჩემული წიგნი მიდევს - Artificial intelligence – henry brighton & howard Selina ძალიან საინტერესო და შთაგონების მომცემი წიგნია.

სამუშაო სივრცეში აუცილებელია…
"ნოუთები", რომლის გარეშეც ვერ ვძლებ.

სამუშაო მაგიდა:
მიყვარს როცა მოწესრიგებულია. ზუსტად ვიცი რომელი დოკუმენტი სად მიდევს.

კომპიუტერი თუ ტელეფონი?
ორივე დიდ როლს თამაშობს ჩემს სამუშაო სივრცეში.

ფურცელზე წერა თუ ბეჭდვა?
- მიყვარს ფურცელზე წერა. მიუხედავდ იმისა, რომ მარკეტერი ვარ და ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ.

მუშაობის დროს ყავა თუ ჩაი?
- ყავა, ეს აუცილებელი ატრიბუტია…

ჩემთვის საუკეთესო მოტივაციაა…
ნებისმიერი შესრულებული პროექტიდან მიღებული შედეგი. ამაზე დიდი მოტივაცია, არაფერია.

შთაგონებას ვიღებ…
ყოველდღიურად, ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან. მიყვარს კომუნიკაცია. საინტერესოა ხალხთან ურთიერთობა - თუ სწორად მიუდექი, შეიძლება მათგან ბევრი კარგი რამ მოისმინო და ისწავლო.

ჩემთვის საუკეთესო განტვირთვაა…
ისევ და ისევ ვარჯიში, მოგზაურობა და მარტო სეირნობა თბილისის თბილ ქუჩებში. განსაკუთრებით, ძველ თბილისში.


ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ლიზა გაბუნია
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სკოლა - ეს არის ადამიანის
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც
ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ფერთა მრავალფეროვანი გამა,
განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია
სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
ფერთა მრავალფეროვანი გამა, განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
15:16 / 18.01.2020
გამოცემა
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
14:17 / 18.01.2020
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
გადავარჩინოთ 19 წლის მარიამი!
19 წლის მარიამ კალომლეწავს  მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს თავის ტვინზე და სასწრაფოდ სჭიდება 250 000 $ -ი.
11:09 / 22.01.2020
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2045
TRY
TRY
1
0.4868
USD
USD
1
2.8895
ამინდი
ბორჯომი -4 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -9 °C
img
გამოწერა