City News
Park Home
"ანაგის" პირველი დეველოპერული პროექტი

30 წარმატებული წელი სამშენებლო სექტორში და ამ სფეროს ლიდერის ღირსეულად შენარჩუნებული სტატუსი, კომპანია "ანაგის" შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად შესაძლოა საკმარისიც იყოს. თუმცა, უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას 200-ზე მეტი პროექტის განხორციელების შემდეგ, ახალი მიზნები და გამოწვევები აქვს. "ანაგის" ძირითად საქმიანობას სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. 30 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია უკვე დეველოპერის ამპლუაშიც იწყებს მუშაობას და ამისთვის ახალ, დამოუკიდებელ მიმართულებას ავითარებს. "ანაგი დეველოპმენტი" ბაზარზე ამბიციური პროექტით გამოჩნდა, რომლის შესახებ კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი, ქეთი ადეიშვილი გვესაუბრა.

ქეთი, კომპანიის ახალ მიმართულებაზე გვიამბეთ

- "ანაგი დეველოპმენტი" ჩვენი კომპანიის ახალი მიმართულებაა. პირველი პროექტი პრემიუმ კლასის საოჯახო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი Park Home-ია. ჩვენ გვაქვს საკუთარი, ყველაზე დიდი, 8000 კვ.მ. სარეკრეაციო სივრცე ვაკეში, რაც დღესდღეობით ქართულ ბაზარზე უპრეცედენტო შემთხვევაა. დამატებით, საცხოვრებელი კომპლექსის წინ, მოეწყობა 2 ჰა ფართის პარკი, რომლის განაშენიანებაში "ანაგი დეველოპმენტი" მიიღებს მონაწილეობას. ზოგადად, ჩვენი კომპანიის პრიორიტეტი არ არის რაოდენობა და მასშტაბი. ჩვენი მიზანია ვთქვათ ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით, რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრეაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტადარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს.

კონკრეტულად, როგორი ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი იქნება Park Home, რა ძირითადი უპირატესობები ექნება მას?

- კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, 25-მეტრიან აუზს, ფიტნესდარბაზს, პარკინგსა და ლობის, კონსიერჟის მომსახურებით. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი ენერგოეფექტური იქნება. კომპლექსი 3 დამოუკიდებელი 10-სართულიანი საცხოვრებელი შენობისგან შედგება, რომლის მშენებლობაც 2021 წლის დეკემბერში დასრულდება.

კომპანია "ანაგი" წლებია თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და ასევე ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორიც "საქართველოს ბანკია". კომპანიის დეველოპერის ამპლუაში გამოჩენას დადებითად აფასებენ ბანკში და ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი წამოწყება, რომელიც ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს.
პროექტზე ისაუბრა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ქოქოსაძემ.

ბატონო ზურაბ, კომპანია "ანაგთან" მრავალწლიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა გაკავშირებთ. როგორ აფასებთ კომპანიის ახალ ეტაპზე გადასვლას?

- "საქართველოს ბანკისთვის", რომელიც მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს სამშენებლო სექტორის განვითარებას და ამით ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში შეიტანოს წვლილი, მისასალმებელია ასეთი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის ახალი ამპლუითა და საკმაოდ ამბიციური გეგმით გამოჩენა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი წამოწყება თუ პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორისა და ტურიზმის განვითარებას, დასაქმებას, ეკონომიკას. მოხარულები ვართ, რომ "ანაგის" აქტიური ჩართულობით სექტორი კიდევ უფრო ვითარდება", - ამბობს ზურაბ ქოქოსაძე.

ტექსტი: ანკა სტურუა
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სკოლა - ეს არის ადამიანის
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც
ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ფერთა მრავალფეროვანი გამა,
განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია
სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
ფერთა მრავალფეროვანი გამა, განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
15:16 / 18.01.2020
გამოცემა
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
14:17 / 18.01.2020
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
გადავარჩინოთ 19 წლის მარიამი!
19 წლის მარიამ კალომლეწავს  მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს თავის ტვინზე და სასწრაფოდ სჭიდება 250 000 $ -ი.
11:09 / 22.01.2020
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2045
TRY
TRY
1
0.4868
USD
USD
1
2.8895
ამინდი
ბორჯომი -4 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -9 °C
img
გამოწერა