City News
საქართველო - "გემრიელი" სადაზღვევო პროდუქტების ქვეყანა
სადაზღვევო კომპანიამ "არდი" თავისი საუკეთესო, მეგობრული და დახვეწილი სადაზღვევო მომსახურებით ბევრ ქართველ მომხმარებელს შეაყვარა თავი. დღეს კომპანია ახალი გამოწვევის წინაშე დგას - "არდიმ" გადაწყვიტა საქართველოში მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ვიზიტით მყოფ უცხოელ სტუმრებისაც უჩვენოს "სადაზღვევო მასპინძლობის" საუკეთესო მაგალითი.
ინდივიდუალური და საოჯახო ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა "ვიტამინები" და შიდა ტურიზმის დაზღვევის პროგრამა - WELCOMER, ყველაზე "გემრიელი" სადაზღვევო პროდუქტებია, რომელთა "დაგემოვნება" ერთხელაც საკმარისია იმის მისახვედრად, თუ რამდენად ხარისხიანი "ინგრედიენტებია" მასში თავმოყრილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში მყოფი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხარისხიანი დაზღვევის შეძენა და როგორ მუშაობს დაზღვევის ეს პროდუქტები, ამის შესახებ "არდის" პერსონალური დაზღვევის ჯგუფის უფროსი - ნანიკო კოპალიანი მოგიყვებათ.

რატომ არის უცხოელებისთვის რეკომენდირებული ადგილობრივი დაზღვევის შეძენა მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, მათ ისედაც აქვთ თავიანთი ქვეყნის დაზღვევა?

აუცილებლობას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. მაგალითად, ტურისტებისთვის აზიური და არაბული ქვეყნებიდან, საქართველოს საზღვრის კვეთის დროს, სამოგზაურო დაზღვევის წარმოდგენა სავალდებულოა.
ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ ოპერირებს საერთაშორისო სამედიცინო კომპანია, რომელიც უცხოელებს გაუწევს მომსახურებას საჭიროების დროს. ამ პრობლემას მარტივად აგვარებს "არდის" შიდა ტურიზმის მოქნილი სადაზღვევო პროდუქტი - WELCOMER, თავისი 24 საათიანი ცხელი ხაზით, რომლის ოპერატორები საუბრობენ რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.
პოლისი 10,000 ლარის ლიმიტის ფარგლებში ფარავს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას _ ჰოსპიტალური სერვისებიდან დაწყებული, საევაკუაციო და გადაუდებელი სტომატოლოგიური სერვისებით დასრულებული. სამედიცინო კლინიკების არჩევანი შეუზღუდავია და ყველა სერვისის სრულ ორგანიზებას "არდი" უზრუნველყოფს. ასე რომ, დაზღვეულს არ უწევს ფიქრი ვის მიმართოს, სად დარეკოს, რა საბუთი წარადგინოს და ა.შ.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ გავითვალისწინეთ ისიც, რომ უმეტეს შემთხვევაში, უცხოელი ვიზიტორების მიზანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობაა. სწორედ მათთვის, ვისაც საქართველოს ველური ბუნება იზიდავს და მძაფრი შეგრძნებები უყვარს, ჩვენ უნიკალური და უკონკურენტო პროდუქტი, WELCOMERXtreme შევქმენით.
პროდუქტი ჩვენს ტურისტებს იმის საშუალებას მისცემს, რომ დატკბნენ უნიკალური ქართული ბუნებით, ისიამოვნონ სათავგადასავლო ექსკურსიებით, გაეცნონ სხვადასხვა ისტორიულ მხარეს ისე, რომ თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ და იფიქრონ მხოლოდ კარგზე!

რა განსხვავებაა ჯანმრთელობის დაზღვევის ინდივიდუალურ პროგრამა ,,ვიტამინსა" და WELCOMER-ს შორის?

WELCOMER
განკუთვნილია საქართველოში მოკლევადიანი ვიზიტით მყოფთათვის. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია გრძელვადიანი პერიოდით დაზღვევაც - რამდენიმე თვე ან 1 წელი. პოლისი მოიცავს მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო სერვისებს.
"ვიტამინები" კი, გათვლილია მინიმუმ 1 წლიან სადაზღვევო პერიოდზე და სრულად ფარავს: გადაუდებელ, გეგმიურ სამედიცინო სერვისებს, სტომატოლოგიას, მედიკამენტებს და პროფილაქტიკურ გამოკვლევებსაც კი.
"ვიტამინების" უპირატესობა და საინტერესო მხარე, პირველ რიგში, მისი შემადგენელი კომპონენტებია _ მინიმალური გამონაკლისები, სამედიცინო მომსახურების და სერვისის მრავალფეროვნება, მომსახურების მიღების მარტივი და კომფორტული გზები. ამ პოლისით შესაძლებელია ოჯახის წევრების დაზღვევაც.

შეუძლია თუ არა, "არდიში" დაზღვეულ უცხოელ სტუმარს, საქართველოს ტერიტორიაზე, გეგმიური სამედიცინო მომსახურება მისთვის სასურველ კლინიკაში მიიღოს?

"ვიტამინების" პოლისით დაზღვეული სრულიად თავისუფალია არჩევანში. დაზღვეული თავად წყვეტს რომელ კლინიკას მიმართოს საჭიროების შემთხვევაში. დღეს, სადაზღვევო ბაზარზე, ჩვენი პროვაიდერების ქსელი ყველაზე ფართოა და მოიცავს 1500-მდე სამედიცინო და 300-მდე სტომატოლოგიურ კლინიკას.

სად არის შესაძლებელი "გემრიელი" სადაზღვევო პროდუქტების შეძენა და "დაგემოვნება"?

ორივე პროდუქტის შეძენა შესაძლებელია "არდის" ნებისმიერ სერვისცენტრსა და ფილიალში როგორც თბილისის, ასევე სხვა მსხვილი ქალაქების მასშტაბით - ქუთაისი, ბათუმი, თელავი, გორი და რუსთავი. აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მალე ჩვენი ახალი ფილიალი შეემატება ქალაქ ფოთსაც.

WELCOMER
პოლისის შეძენა ონლაინაც შესაძლებელია, სულ რაღაც 2 წუთში. ამისთვის, უცხოელ სტუმარს შეუძლია გამოგვეხმაუროს ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, ონლაინ ჩათში ან დამოუკიდებლად შეიძინოს www.e-visa.gov.ge-ს საიტის საშუალებით.

"არდი" გისურვებთ შთაბეჭდილებებით სავსე და საინტერესო მოგზაურობას საქართველოში!
ტეასტი: ანა არაბიძე


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პროფესიის არჩევა
- ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
პროფესიის არჩევა - ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
11:59 / 13.03.2020
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან
ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია
იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით.
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით.
10:54 / 12.03.2020
იცით თუ არა რამდენიმე მთავარი
ამბავი
იცით თუ არა რამდენიმე მთავარი ამბავი "გასტრონომის" შესახებ?
18:38 / 10.03.2020
მსოფლიო ბრენდის ახალი ამბასადორის
ახალი ცხოვრება
მსოფლიო ბრენდის ახალი ამბასადორის ახალი ცხოვრება
10:48 / 10.03.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
თამარ ბარბაქაძე და კლინიკა "რეპროარტი"
ჟურნალ "სითის" მკითხველები უკვე იცნობენ ქართულ - ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" ექიმებსა და მათ ისტორიებს. ამ ნომერში კლინიკის კიდევ ერთი წარმატებული ექიმის, მეან გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგ- ენდოკრინოლოგ თამარ ბარბაქაძის სამედიცინო გზაზე გიამბობთ.
14:10 / 14.03.2020
ექიმ- რადიოლოგ მარიკა რაზმაძის გზა მედიცინაში
პროფესიის არჩევა - ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
11:59 / 13.03.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4134
TRY
TRY
1
0.4701
USD
USD
1
3.1576
ამინდი
ბორჯომი 5 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა