City News
ლიკა კარტოზია და "ფუდ მენეჯმენტ ჯგუფი"
ერთფეროვან თანამედროვე ცხოვრებაში, ადამიანები მაინც დიდ ყურადღებას უთმობენ იმას, თუ რას, სად და როგორ გარემოში მიირთმევენ.

21-ე საუკუნის საქმიანი ადამიანისთვის, მუდმივად დატვირთული გრაფიკის ფონზე, ხარისხიანი საკვების და მაღალი დონის მომსახურების მიღება, ერთგვარი სასიამოვნო ბონუსი და კომფორტია.


კვების ინდუსტრიაში საქართველოში ბევრი მოთამაშეა. კონკურენციით სავსე სფეროში, ლიკა კარტოზია უდავოდ გამორჩეული ფიგურაა. მისი სახელი და გვარი, უკვე მრავალი წელია, ასოცირდება ხარისხთან, განუმეორებელ გემოსა და გემოვნებასთან. ის 17 წელია ამ ინდუსტრიაშია და მას უკვე იცნობს თითქმის ყველა გამორჩეული რესტორანი და სამზარეულო. დღეს, ლიკა კარტოზია საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე ბრენდის, "ფუდ მენეჯმენტ ჯგუფის" კრეატიული დირექტორია. ჯგუფი მთლიანად ერგება ადამიანების ინდივიდუალურ სურვილებს. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ, რომ ჯადოსნური დღის ორგანიზება გჭირდებათ, მიდიხართ ლიკა კარტოზიასთან და თქვენს ჩანაფიქრს ყვებით. თქვენ, შესაძლოა, ფრაგმენტულად ხედავდეთ ამ დღეს: ფერებით, გემოთი, დიზაინით, მაგრამ მათი ერთობლიობაში მოყვანა, სწორი შეფუთვა და ხარისხის დაცვა, "ფუდ მენეჯმენტ ჯგუფს" და ლიკას უნდა მიანდოთ.

ალბათ ყველას გახსოვთ, როგორი გამოხმაურება მოჰყვა აგვისტოში, თბილისში, ქუჩების გადაკეტვას. მალე ცნობილი გახდა, რომ ეს ჰოლივუდური ბლოკბასტერის გადაღებებს უკავშირდებოდა. სწორედ "ფუდ მენეჯმენტ ჯგუფი" და ლიკა კარტოზია უზრუნველყოფდა 700 კაციანი შემოქმედებითი ჯფუფის კვებას. დღეს, "ფუდ მენეჯმენტ ჯგუფი" ქეითერინგს უწევს თითქმის ყველა საელჩოს, "რედისონ" ჯგუფს, უამრავ მნიშვნელოვან ღონისძიებას, გავლენიანი ბრენდების პრივატულ საღამოებს. ლიკა კარტოზიას სახელთან ასოცირდება რომის პაპის მიღება, ევროპის სამიტი, ცნობილი ქორწილი სარაჯიშვილის ქარხანში. ყველაფერი ამის შემდეგ, ლეგენდად ვრცელდება ამბები საოცრად დახვეწილ მომსახურებასა და უგემრიელეს კერძებზე. "ფუდ მენეჯმენტ ჯგუფი" - ეს არის კომპანია, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია უმაღლეს ხარისხზე და იმაზე, რომ ერთი დღე ჯადოსნურ და დაუწვიყარ ამბად გექცეთ.

ლიკასთან ინტერვიუს ჩასაწერად, ჯგუფის სამუშაო ოფისს ვეწვიეთ. იქაურმა გარემომ პირველივე წამებიდან მომხიბლა. თითქოს ყველაფერი სინთეზშია. ყველაფერზე ნაფიქრია, ყველა ნიუანსი გათვალისწინებულია. ლიმონისფერი სკამები, ბევრი მწვანე მცენარე, უამრავი, საინტერესო დეტალით დატვირთული თაროები და ულამაზესი სერვიზი. ერთი სიტყვით, გარემო მთლიანად მორგებულია ადამიანსა და მის კომფორტზე. ოფისში შესვლისთანავე ხვდები, რომ თანამშრომლობა საინტერესოდ ჩაივლის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ლიკა კარტოზიაზე და "ფუდ მენეჯმენტის" შესაძლებლობებზე.

ქეითერინგი

ქართული კვების ბაზარზე, "ფუდ მენეჯმენტ ჯგუფი" 2012 წლიდან ჩნდება. ეს არის ქეითერინგული კომპანია, რომელიც ატარებს მხოლოდ მაღალი ხარისხის გასტრონომიულ ღონისძიებებს. ქეითერინგის ბიზნესში ჩვენ ვამკვიდრებთ გასტრონომიულ სტანდარტებს. მუდმივად ვართ ორიენტირებული დეტალებზე და სტუმრის ინდივიდუალურ სურვილებზე. როდესაც ჩვენს კომპანიაში ადამიანი მოდის, გვიყვება თუ რისი გაკეთება და დაგეგმვა სურს. სამ დღეში მთლიანად ვუწყობთ ღონისძიებას. მე შემიძლია, ჩვენს ოფისში ღონისძიების დასაგეგმად მოსულ სტუმრებს გავუწიო პროფესიონალური კონსულტაცია, სწორად შევურჩიო მენიუ. ჩვენ არ გვაქვს სტანდარტული მიდგომა. ყველასთან ვმუშაობთ ინდივიდუალურად. ვითვალისწინებთ ვინ იქნება სტუმარი, იქნებიან თუ არა მათ რიცხვში ვეგანები, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელები. ასევე, ხომ არ არიან ალერგიულები. ერთი სიტყვით, სტუმრის მიერ გათვლილი ბიუჯეტით, საუკეთესო მენიუ დგება. მნიშვნელოვანია, რომ "ფუდ მენეჯმენტ ჯგუფი", მხოლოდ საკვების მომზადებასა და მიწოდებას არ უზრუნველყოფს. ჩვენ ვაკეთებთ საკვების დიზაინს და მის ინსტალაციას დეკორაციის ფონზე, რომელიც სრულად ჯდება საერთო სტილისტიკაში. ყვავილებსაც კი სპეციალური წესით ვარჩევთ, რადგან ის არ უნდა შეიცავდეს სპეციფიკურ სუნს და არ უნდა იყოს სტუმრისთვის გამაღიზიანებელი. ჩვენი საკვები მზადდება საამქროში, სადაც დატრენინგებული პროფესიონალები მუშაობენ. ისინი სურსათის უვნებლობის აბსოლუტურად ყველა ნორმას იცავენ.

ტრანსპორტირება და სერვირება

შემდეგი ეტაპია ტრანსპორტირება. როცა საკვები დანიშნულების ადგილზე უნდა მიიტანო, აუცილებელია იცოდე როგორ და რაში განათავსო. გვაქვს თბილი და ცივი ბოქსები, საკვებისთვის საჭირო ტემპერატურის შესანარჩუნებლად. იმისთვის, რომ საკვების ხარისხი არ დაიკარგოს, გვაქვს სპეციალური დანადგარები და კარადები. შემდეგი ეტაპი უკვე სერვირებაა, რაც ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია. ავეჯის დალაგებასაც თავისი წესი აქვს. ამ დროს, სერვისის მუშაკები, ადგილის ზონებად დაყოფას იწყებენ. როდესაც სივრცე სრულად გაიმართება, იწყება ბოლო ეტაპი _ გაფორმება. ჩვენს ჯგუფს შესწავლილი აქვს ფურშეტის დროს გასათვალისწინებელი ყველა ეტაპი. ჩვენი ამოცანაა, შევარჩიოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც სუფრაზე განლაგების შემდეგ, არ შეიცვლიან გემოსა და ფერს.

რესტორნის ადმინისტრირება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომსახურება, რომელსაც "ფუდ მენეჯმენტ ჯგუფი" ახორციელებს, რესტორნის ადმინისტრირებაა. ეს საკმაოდ რთული ბიზნესია და თუ სურვილი გაქვთ თქვენმა რესტორანმა გამართულად იმუშაოს, ამის ორგანიზებაში ჩვენი ჯგუფი დაგეხმარებათ. ჩვენ შეგვიძლია დაგიგეგმოთ სამზარეულო, გავაკეთოთ სწორი ეკონომიკური გათვლები, შევქმნათ მენიუ, გავწეროთ სტანდარტები ყველა პოზიციაზე. ერთი სიტყვით, სრულად გავმართოთ რესტორანი და მოვამზადოთ ის ყველა საჭირო ეტაპისა და სწორი მენეჯმენტისთვის.

პროექტი , რომლითაც ვამაყობ

ჩემს საქმიანობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მქონია. ახლა რაზეც ვმუშაობთ, ეს არის ამბავი, რომელიც ძალიან მეამაყება.მინდა სიხარულით ვთქვა, რომ 2 თვეში "ფუდ მენეჯმენტ ჯგუფთან" ერთად, განვახორციელებთ უპრეცედენტო პროექტს, რომლის იდეის ავტორიც თავად ვარ და რომელიც ქართული სწრაფი კვების ობიექტის შექმნას გულისხმობს. როდესაც ჩვენ ქეითერინგს ვაკეთებდით, ძალიან ხშირი მოთხოვნა იყო ქართულ საკვებზე. ჩვენს საამქროში ყველაფერი გავაკეთეთ ისე, რომ ნებისმიერი ქართული საკვები სამ წუთში მზადდება. ეს შესაძლებლობას გვაძლევს ქართული მენიუ კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. "ფუდ მენეჯმენტ ჯგუფის" სწრაფი კვების ობიექტის დახმარებით, ქართულ გემოს მთელი მსოფლიო გასინჯავს. ჩვენი ჯგუფის ამოცანაა, თქვენი ოცნებები რეალობად ვაქციოთ.


ტექსტი: ნათია გაბუნია
ფოტო: ირა კურმაევა
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ,
ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას
დააანონსებს.
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას დააანონსებს.
17:21 / 11.08.2020
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო
გზა იყო.
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
აქ. ახლა - თიბისის პერსონალური მომსახურება და ახალი რეალობა
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
17:38 / 10.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6272
TRY
TRY
1
0.4249
USD
USD
1
3.0747
ამინდი
ბორჯომი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა