City News
როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში
თბილმა და მზიანმა დღეებმა დიდხანს გაგვანებივრა, მაგრამ ზამთარს მაინც ვერსად გავექცევით. ამ დროს კი, ჩვენს კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

მე იმ გოგოების კატეგორიას არ მივეკუთვნები, ბავშვშვობაში დედების პარფიუმერიას რომ იპარავდნენ. ბოლო წლებია, დავიწყე ამ საკითხზე ფიქრი და მისი შესწავლა. მინდა შეძლებისდაგვარად, დიდხანს შევინარჩუნო ჯანსაღი და ელასტიკური კანი.
მნიშვნელოვანია, რომ მოვლის დაწყებამდე ზუსტად ვიცოდეთ ჩვენი კანის ტიპი და მხოლოდ ამის შემდგომ დავგეგმოთ ყოველდღიური პროცედურები.

რა თქმა უნდა, კანის მოვლის მიმართულებით უკვე არსებობს ზუსტი და შეუცვლელი ნაბიჯები, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამასთან ერთად, ყველა კოსმეტოლოგსა და ქალს, პატარ-პატარა საიდუმლოებებიც გვაქვს. ასე რომ, მე ორივეზე მოგიყვებით.

გაწმენდა

როგორი ტიპის კანიც არ უნდა გვქონდეს, რა სიხშირითაც არ უნდა ვიყენებდეთ მაკიაჟს, კანის გასუფთავება ყველა შემთხვევაში გვჭირდება. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ეკოლოგიურ პირობებს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება.
ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ჯერჯერობით მხოლოდ ნატურალურ და ორგანულ პროდუქტებზე დამზადებულ მოვლის საშუალებებს ვიყენებ. ზემოხსენებული პროცედურისთვის კი, იდეალურია Indie Lee-ს გამწმენდი, რომელიც ერთდროულად, გამწმენდიც არის, მაკიაჟის მოსაშორებელი და სახის ნიღაბიც, თუ შედარებით დიდხანს გაიჩერებთ.

Indie Lee
იმ ადამიანის სახელი და გვარია, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და ამის შემდეგ გადაწყვიტა ორგანული პროდუქტებით შეექმნა ხაზი, რომელიც 100%-ით უსაფრთხო იქნებოდა.

ჩემი რჩევაა, გაწმენდის შემდგომ, სველი სახე ერთჯერადი ხელსახოცით შეიმშრალოთ, ვინაიდან პირსახოცზე ძალიან ბევრი ბაქტერია გროვდება. (თუ, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ახალს არ იყენებთ).

დატენიანება




ზამთარში კიდევ უფრო შრება ჩვენი კანი. ამიტომ, მას განსაკუთრებულად უნდა დავეხმაროთ.

მე, "მირანდა კერის", Kora Organics-ის სახის ზეთს ვიყენებ, რომელიც ყველა ტიპის კანისთვის მისაღებია. მასში შემავალი ვიტამინებისა და მცენარეების ნაკრები ღრმად ატენიანებს კანს. შედეგს ერთ კვირაშიც შეამჩნევთ.

თუ ამ ზეთის გამოწერას ვერ დაელოდებით, შეგიძლიათ მარტივად, E ვიტამინი შეურიოთ თქვენს ყოველდღიურ საცხს იმისთვის, რომ უკეთესად დაატენიანოს კანი.




თვალისთვის Pai-ს საცხს ვიყენებ, რომელიც, ასევე, 100% ბიო და ნატურალურია. ჩემი რჩევაა, მიმიკური ნაოჭების ადგილებშიც თვალის საცხი გამოიყენოთ. ეს დაგეხმარებათ შეაფერხოთ ნაოჭების წარმოქმნა პრობლემურ ზონებში.

ტანისთვის Éminence Organic Skin Care-ის ზეთი შეუცვლელი პროდუქტია ჩემთვის.

ამ ბრენდს ერთ-ერთი ბლოგის კითხვისას გადავაწყდი. ჯენიფერ ლოურენსი გინდა, მეგან მარკლი თუ ვიქტორია ბექჰემი, ყველა მისი ფანიაო, - ამბობენ. ფასიც არ იყო ძალიან "სელებრითული". ასე რომ, მეც არ დავყოვნე, გამოვიწერე და გამაბედნიერა კიდეც.




ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა

არ აქვს მნიშვნელობა სეზონს, SPF ყველა სეზონზე გვჭირდება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მზის ნეგატიური ზემოქმედება ჩვენს კანზე. ასე რომ, პროდუქტების შერჩევისას, ამასაც მიაქციეთ ყურადღება.
წყლის ბალანსი

ზამთარში ჩვენი კანი უფრო მეტად შრება და დამატებით რამდენიმე ჭიქა წყლის დალევა აუცილებელია.პირადად მე, ჩემი დღისა და ღამის ყოველდღიურობის ნაწილად ვაქციე თითო ჭიქა წყლის დალევა. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია.

ასევე, უნდა აკონტროლოთ წყლის ტემპერატურა შხაპის მიღებისას. რეკომენდებული არ არის ცხელი წყლით აბაზანის მიღება, განაკუთრებით ზამთარში.

ვფიქრობ, ბევრი ახალი პროდუქტის შესახებ მოგიყევით. იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევები.


ტექსტი: ხატია ჩახვაშვილი


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სკოლა - ეს არის ადამიანის
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც
ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ფერთა მრავალფეროვანი გამა,
განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია
სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
ფერთა მრავალფეროვანი გამა, განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
15:16 / 18.01.2020
გამოცემა
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
14:17 / 18.01.2020
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
გადავარჩინოთ 19 წლის მარიამი!
19 წლის მარიამ კალომლეწავს  მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს თავის ტვინზე და სასწრაფოდ სჭიდება 250 000 $ -ი.
11:09 / 22.01.2020
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2045
TRY
TRY
1
0.4868
USD
USD
1
2.8895
ამინდი
ბორჯომი -4 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -9 °C
img
გამოწერა