City News
მე, ზაკი და ჩემი "ვორლდკლასი"
ესეც ჩემი მეორე თვე და მეორე ბლოგი. გეტყვით გულახდილად - მარტივი არ არის და ვებრძვი მთელი გულითა და სხეულით.
ვებრძვი წლების მანძილზე გამჯდარ წეს-ჩვეულებებს, ვებრძვი ფრაზას - ორშაბათიდან ვიწყებ, ვებრძვი აზვირთებული ტალღასავით წამოსულ სიზარმაცეს. ხან გამომდის, ხან- არა. უფრო გამომდის და გეტყვით რატომ.

აქაურობას, სახელად Worldclass, განწყობა მოაქვს. განწყობა, რომელიც შემოსვლისთანავე გიპყრობს. ჯერ ერთი, ხარისხიანი და გემოვნებიანია ეს სივრცე, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო სტანდარტების შესაბამის სავარჯიშო ატრიბუტიკაზე.

განწყობა აქ მყოფი ადამიანებისგანაც მოდის. ჯერ ერთი, ხედავ და აცნობიერებ, თურმე რამდენი შენი ახლობელი თუ ნაცნობი ვარჯიშობს "ვორლდკლასში". თანაც, "ვორლდკლასელთა" უმეტესობა საქმიანი და ენერგიული ადამიანია, რომელთა საქმიანობას და ცხოვრების სტილს მე დიდ პატივს ვცემ. აქ ყველა "ვორლდკლასელს" ვარჯიშის მის მიერ არჩეული გზა და სტილი აქვს. მე - ჩემი! მოდით, მოგიყვებით.

ეს ზაკია, ზაკ წიკლაური, ჩემი პირადი მწვრთნელი. თუ არ ვცდები, 23 წლისაა ანუ, ჩემს ანანოზე 3 წლით დიდი. რიდი და პატივისცემა მის მიმართ დაახლოებით იგივე მაქვს, რაც პირველ კურსზე ყველაზე მკაცრი ლექტორისადმი მქონდა. ჰო, ნუ გეცინებათ. მართლა ასეა. თითოეული გაცდენილი ვარჯიშის ისე მრცხვენია, მინდა დავუჯდე და წვრილად მოვუყვე, რა რთულია ამხელა გამოცემის რედაქტორობა. გეგონება, სხვა იქ მოვარჯიშეებს, ჩემზე ნაკლები მასშტაბის საქმეები ჰქონდეთ. პირადი მწვრთნელის არსებობის შემთხვევაში, ვარჯიშს ნაკლებად გააცდენთ!

მათ, ვისაც გამოცდილება არ გაქვთ, აუცილებლად გირჩევთ პირადი მწვრთნელის აყვანას, სხვა მიზეზების გამოც. იქამდე, სპორტდარბაზში მისული, თავად ვირჩევდი რა მეკეთებინა. არჩევანი ყოველთვის სარბენ ბილიკზე ჩერდებოდა. მოვინიშნავდი დროს, სიჩქარეს, დავდიოდი ჩქარი ნაბიჯებით და მეგონა მიზანს ვუახლოვდებოდი. სინამდვილეში, ასე თავს ვიტყუებდი. ამბავი მალევე მბეზრდებოდა და ვარჯიშსაც თავს ვანებებდი. ნამდვილ ვარჯიშთან ზემოაღწერილს საერთო არაფერი აქვს. რატომ? იმიტომ, რომ სასურველია ვარჯიშის დროს მრავალფეროვნება. სასურველია ვარჯიშის დროს სხეულის სხვადასხვა კუნთი იღებდეს დატვირთვას და სასურველია ვიღაცის გარეშე თვალი, ამ შემთხვევაში პროფესიონალი, გიყურებდეთ, ხომ სწორად აკეთებთ ამა თუ იმ მოძრაობას, სათქვენოა ეს ტემპი თუ კორექტირებას საჭიროებს. ზაკმა ჩემს შესახებ თითქმის ყველაფერი იცის. გამორიცხულია რომ თუნდაც ერთი მოძრაობა დამითმოს და არასწორად გამაკეთებინოს. ჯერ მაჩვენებს, მიხსნის და მერე ერთად ვაკეთებთ.

ზაკი მიდასტურებს, რომ მხოლოდ ვარჯიშით წონას ვერ დავიკლებ. ყოველი შეხვედრა წინა დღეების კვების რაციონის განხილვით იწყება და რჩევებით მთავრდება.

იდეალური შედეგი კვირაში სამჯერ ვარჯიშს მოაქვს. ვარჯიშის დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ თავად უნდა განსაზღვროთ დღის რომელ მონაკვეთში ხართ უფრო პროდუქტიული. და ერთიც, ზაკი ამბობს, რომ მისი მიზანი არ არის ვარჯიშის ბოლოს დაღლილ-დაქანცული გამიშვას სახლში ან საქმეებისკენ. მისი მიზანია "ვორლდკლასის" კედლები, ვარჯიშის მერე, ენერგიულმა დავტოვო. ეს განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ განწყობას მოყავხარ აქ მეორედ, მესამედ და ეს განწყობა გადაგდის უკვე ცხოვრების წესში.

დღეს, ჩემი ცხოვრების წესი თანდათან ამ რელსებზე გადადის. იდეალურამდე ძალიან, ძალიან ბევრი მიკლია და მიზნად არც დამისახავს ახალ წლამდე ჟიზელის პარამეტრებამდე მივიდე (ეს მიზანი საერთოდ არ დამისახავს). ჩემი მიზანი ერთია - ვარჯიში ჩემი ცხოვრების შემადგენელი გახდეს. მიზნის მიღწევისკენ ერთად მივდივართ მე, პირადი მწვრთნელი ზაკი და უკვე ჩემი "ვორლდკლასი".


ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: თიკო ჭიღლაძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ,
ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას
დააანონსებს.
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას დააანონსებს.
17:21 / 11.08.2020
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო
გზა იყო.
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
აქ. ახლა - თიბისის პერსონალური მომსახურება და ახალი რეალობა
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
17:38 / 10.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6272
TRY
TRY
1
0.4249
USD
USD
1
3.0747
ამინდი
ბორჯომი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა