City News
ოპტიმისტი ექიმის ჩანაწერი
ისი ღიმილი, ალბათ, ყველას გახსოვთ. სამედიცინო საქმიანობას ტელეწამყვანობა იმდენად წარმატებულად შეუთავსა, რომ მისი პროფესიული არჩევანის სისწორეზე რიგით ადამიანებს კითხვები გაუჩინა.
ექიმი, რომელზეც ახლა გიყვებით, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ოქროსმედალოსანია, ინტელქტკლუბის, "რა? სად? როდის?" ბიზნესლიგის აქტიური მოთამაშე. დილით ოპერაციაზეა, საღამოს ვარჯიშობს, ყველაფერს ასწრებს და თან, შესანიშნავ ფორმაშია. მის პროფესიულ ჩანაწერებში ბევრი ბედნიერი ისტორიაა. მისი მკურნალობის შედეგად ბევრი პაციენტი გახდა დედა, ბევრმა ადამიანმა დაამარცხა ონკოლოგიური დიაგნოზი. თუმცა ყოფილა მარცხიც, რომელმაც ვერ შეძლო ოპტიმიზმის დამარცხება. ოპტიმიზმის, რომელიც მის ცხოვრებას და ყოველდღიურობას თან სდევს.

"სითი" ოპტიმისტი ექიმის, ნინო ჩოგოვაძის პროფესიულ და არაპროფესიულ პორტრეტს გაგაცნობთ. ექიმის, რომელსაც თითქოს ყველა კარგად ვიცნობთ, რადგან ის გულწრფელი ღიმილით გვიღიმის ფოტოებიდან, ტელეეკრანიდან და მისი სამუშაო კაბინეტიდან. ინტერვიუ, რომელსაც "ოპტიმისტი ექიმის ჩანაწერი" დავარქვი, "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში" ჩავწერე. იმ კლინიკაში, რომელსაც ნინო თავისი პროფესიული კარიერის მთავარ ეტაპს უკავშირებს.

ნინო ჩოგოვაძე, მედიცინის დოქტორი, "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გინეკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

- ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა. დედა ექიმია. როცა მასთან სამსახურში მივდიოდი, მომწონდა ექიმების ფუსფუსი. შემდეგ, ტექნიკური საგნებისადმი ინტერესმა "კომაროვში" ჩაბარება გადამაწყვეტინა. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, თუმცა ახლა ძალიან მეამაყება ეს ფაქტი. საბოლოოდ, ჩემი პროფესიული არჩევანი მედიცინას დავუკავშირე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე ჩავაბარე. მართალია, ჩემი სტუდენტობა ძალიან მძიმე წლებს დაემთხვა, მაგრამ მაინც ვახერხებდით გვესწავლა. შეიძლება მშვიდ წლებში უკეთესი სტუდენტები ვყოფილიყავით, მაგრამ მაინც ბევრი რამის სწავლა შევძელით.

განსაკუთრებით მომწონდა ქალი ქირურგები. ზოგად ქირურგიაზეც ვფიქრობდი, თუმცა საბოლოოდ, ქალურმა საწყისმა იმძლავრა და სწავლა ოპერაციული გინეკოლოგიის მიმართულებთ გავაგრძელე. ორდინატურა და ასპირანტურა მოსკოვში გავიარე. შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და დავიწყე პროფესიული საქმიანობა. ამის შემდეგ იყო უამრავი ქვეყანა, სადაც კვალიფიკაცია ავიმაღლე ოპერაციული გინეკოლოგიისა და მეან გინეკოლოგიის მიმართულებით.

ძალიან გამიმართლა, რომ 2007 წელს "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში" მოვხვდი. ბატონი ფრიდონი იყო საოცარი ხელმძღვანელი, მიმაჩნდა, რომ ის იყო ყოვლისშემძლე. ის იყო ნოვატორი, პროგრესული, საკუთარ ღირებულებებს გვიზიარებდა ახალგაზრდებს. ახლა ამ ფასეულობებს მიჰყვება მისი შვილიშვილი, ძალიან კარგი ახალგაზრდა, გიორგი დიასამიძე, რომელიც ასევე ძალიან პროგრესულია. მას აქვს ახალგაზრდული ხედვა, რომელიც ყველას გვასულდგმულებს. ასეთი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებისთვის. თუ ამ პროცესს ჩამორჩი, მერე უკვე ბერდები - პროფესიულადაც და პიროვნულადაც.

გინეკოლოგიის მიმართულებით, რა პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში"?

განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან მოსულ პაციენტს აქვს შესაძლებლობა ჩაიტაროს სრული გინეკოლოგიური გამოკვლევა ერთ სივრცეში. ჩვენს განყოფილებაში ტარდება ყველა სახის გინეკოლოგიური გამოკვლევა - კოლპოსკოპია, პაპ ტესტი, ჩვეულებრივი გინეკოლოგიური გასინჯვა, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, საშვილოსნოს ყელის და ტანისა ბიოფსიები. ასევე, ენდოკრინოლოგიური პათოლოგიებისა და უშვილობის მკურნალობა. ოპერაციები ტარდება თანემედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დღეს არსებული ყველა მეთოდით - მუცელკვეთით, ლაპაროსკოპიით და ვაგინალური ქირურგიით. წარმატებით ვახორციელებთ საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიების ქირურგიულ მკურნალობას ჰისტეროსკოპიით. სამწუხაროდ, ძალიან გაახალგაზრდავდა ონკოლოგია. ამიტომ, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ვატარებთ როგორც კეთილთვისებიანი გინეკოლოგიური პათოლოგიების, ისე ონკოლოგიური დაავადებების ოპერაციულ მკურნალობას. ნებისმიერ პათოლოგიას განვიხილავთ კონსილიუმზე, ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას და ვსახავთ მკურნალობის შესაბამის ტაქტიკას. ჩემთვის და პაციენტისთვისაც ძალიან კომფორტულია კვლევების და მკურნალობის ერთ სივრცეში ჩატარება. თუ ადრე პაციენტები სხვა ქვეყნებში მიდიოდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად, დღეს უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის სამედიცინო მომსახურების მიღება ჩვენს კლინიკაში.

ვისმენ ამბებს მის საქმიან მიღწევებზე და ვხვდები, რომ ნინო მედიცინაზეა შეყვარებული და არ ნანობს პროფესიულ არჩევანს. თუმცა, მისი სატელევიზიო კარიერა მახსენდება და ჩვენს ინტერვიუს ამ კითხვის გარეშე ვერ ვტოვებ.

სხვა პროფესიაზე არასდროს გიფიქრიათ?

ბავშვობაში მსახიობობა მინდოდა, თუმცა ეს სურვილი ოცნებად დარჩა. როდესაც ტელეწამყვანობა შემომათავაზეს, ბავშვობის ოცნება ამ ფორმით ნაწილობრივ ავიხდინე. გადაცემა "ექიმები" იყო ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება, რადგან ეს გადაცემა იყო ჩემს ძირითად პროფესიასთან კავშირში. ეს არ იყო მონოლოგი, ეს იყო სამედიცინო შოუ, რომელიც იმ სივრცეში არ არსებობდა. ჩვენი ოთხეული იყო ძალიან წარმატებული, ლამაზი, საინტერესო და იუმორით აღსავსე. მე ჩემს ბიჭებთან დღემდე ვმეგობრობ და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მოვხვდი.

როდის გააცნობიერეთ, რომ სწორი პროფესიული არჩევანი გააკეთეთ?

ძალიან ბევრი პაციენტი მყოლია უშვილობის პრობლემით. მკურნალობის სწორი გეგმით გამოგვისწორებია არსებული პათოლოგიები და შემდეგ, საკეისრო კვეთით ამომიყვანია ეს პატარები. ამ ბავშვის ხელში დაჭერა უდიდესი ბედნიერებაა. დიდი სიხარული ახლავს ოპერაციის ჩატარების და მკურანლობის შემდეგ, საკონტროლო გამოკვლევაზე მოსული პაციენტის პოზიტიურ შედეგს. ამ დროს ვხვდები, რომ სწორი პროფესია ავირჩიე, რადგან ჩემს საქმეს ასეთი ბედნიერი ემოციების მოტანა შეუძლია.

თუმცა, ყოველთვის ვერ ვიმარჯვებთ, მაგრამ მართალი უნდა იყო შენს თავთან, რომ ყველაფერი გააკეთე. ეს გაძლევს სტიმულს, რომ ცხოვრება გააგრძელო. მიუხედავად დამარცხებისა, შენ ისევ უნდა გააგრძელო შენი საქმიანობა, რომ კიდევ გაიმარჯვო. თავიდან ძალიან გამიჭირდა ონკოლოგიაში მუშაობა. ძალიან განვიცდიდი ყველა პაციენტის ბედს. თუმცა, დღეს იმდენი საშუალებაა მედიცინაში, რომ ეს დიაგნოზი განაჩენი აღარ არის. ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ ონკოდიაგნოზს და ხშირად გვაქვს კარგი შედეგი. პაციენტი უნდა იყოს ოპტიმისტი და ექიმიც უნდა იყოს ოპტიმისტი. რაც არ უნდა მოხდეს, ჩემთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა. ყოველთვის ვეუბნები პაციენტებს, რომ ჩვენ ამას დავამარცხებთ. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის გულწრფელად ნათქვამი ფრაზა, რადგან მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი შედეგი და ვცდილობ ეს განწყობა გავუზიარო ჩემს პაციენტებს.

ოპტიმისტი ექიმის ჩანაწერს ვასრულებ და მეც ვხვდები, რომ სწორი პროფესია ავირჩიე, რადგან მაქვს შანსი ასეთი ადამიანების ისტორია მოვისმინო და შემდეგ მკითხველს გავუზიარო. ჩემი რესპონდენტის ოპტიმიზმი მეც გადმომედო. იმედია, ეს განწყობა თქვენთანაც სათანადოდ მოვიტანე. წაიკითხეთ ეს ჩანაწერი. ნინო ჩოგოვაძის ოპტიმიზმი არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზების დაძლევაში, არამედ ახალი გამოწვევების და ახალი ეტაპების დასაძლევადაც აუცილებლად გამოგადგებათ.


ტექსტი: ნინი გოგოლაძე

ფოტო: ლიზა გაბუნია


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სკოლა - ეს არის ადამიანის
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც
ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ფერთა მრავალფეროვანი გამა,
განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია
სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
ფერთა მრავალფეროვანი გამა, განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
15:16 / 18.01.2020
გამოცემა
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
14:17 / 18.01.2020
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
გადავარჩინოთ 19 წლის მარიამი!
19 წლის მარიამ კალომლეწავს  მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს თავის ტვინზე და სასწრაფოდ სჭიდება 250 000 $ -ი.
11:09 / 22.01.2020
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2045
TRY
TRY
1
0.4868
USD
USD
1
2.8895
ამინდი
ბორჯომი -4 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -9 °C
img
გამოწერა