City News
ემბრიოლოგია "რეპროარტში"
ინტერვიუ ემბრიოლოგ ნინო კუჭუხიძესთან

განათლება

დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით - გენეტიკა. დიპლომი - გენურ ინჟინერიაში დავიცავი. 90-იან წლებში გენური ინჟინერია საქართველოში, ფაქტობრივად, არ ვითარდებოდა. ამიტომ, მუშაობა განვაგრძე ივ. ბერიტაშვილის სახელობის ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში და გენეტიკის შემდეგ ცხოველთა ქცევის ფიზიოლოგია ვისწავლე. რამდენიმე წლის შემდეგ, რუსეთში, ქალაქ პუშჩინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე მაგისტრის ხარისხი ბიოფიზიკაში და გენურ ინჟინერიაში

ცხოვრება აშშ-ი

1998 წელს, დიპლომის დაცვამდე ორი კვირით ადრე, ჩემთვის მოულოდნელად, ნიუ იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ფარმაკოლოგიური განყოფილებიდან დოქტორი კენეს კარი დამიკავშირდა და მასთან მუშაობის დაწყება შემომთავაზა. ეს ცხადია, ჩემი პროფესიისთვის დიდი გამოწვევა იყო. დოქტორი კარი ცხოველთა ქცევის ფიზიოლოგიაზე მუშაობდა. დიდხანს არ მიფიქრია, სამ კვირაში შტატებში წავედი და მუშაობაც დავიწყე. მალევე მოვამზადე თემა და საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი, რითაც ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოვიპოვე. იმის გამო, რომ ხელით მუშაობა ძალიან მიყვარს, ცოდნა გავაფართოვე და ამის შემდეგ შევისწავლე იმუნოლოგიაც და მუშაობა ნიუ იორკის იმუნოლოგიის კათედრის ლაბორატორიაში განვაგრძე.

ლიკა ჭყონიასთან შეხვედრა და საქართველოში დაბრუნება

2008 წელს, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ამბების ფონზე, ამერიკაში დარჩენა გამიჭირდა. პატრიოტული გრძნობების გაღვივებამ ამის საშუალება არ მომცა და საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე. მოსალოდნელი იყო, რომ ეს იქნებოდა საკმაოდ რთული ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, რადგან აწყობილ კარიერაზე უარს ვამბობდი და ვბრუნდებოდი სამშობლოში. თუმცა, წარმოდგენა არ მქონდა გავაკეთებდი თუ არა იქ რამეს, მექნებოდა თუ არა სამსახური და იმ საქმის კეთების შესაძლებლობა, რომელიც ასე მიყვარს. მაინც დაბრუნება ვარჩიე.
ლიკა ჭყონიას ჯერ კიდევ შტატებში შევხდი. ის კერძო სექტორში, თავისი პროფესიით, ემბრიოლოგად მუშაობდა და იდგა ამ სფეროს სათავეებთან. ქართველებისთვის ეს, ფაქტობრივად სასწაულის ტოლფასი იყო. აქ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები ჯერ კიდევ უცხო იყო. ლიკა მუშაობდა იმ კლინიკაში, რომელშიც ამერიკამ ინ ვიტრო განაყოფიერებაში პირველი სიტყვა თქვა. ეს იყო ჯონსების სახელობის რეპროდუქციული მედიცინის ინსტიტუტი (Jons Institute for Reproductive Medicine Norfolk, Virginia, USA). სწორედ ლიკას წყალობით შევისწავლე ემბრიოლოგია და 2012 წლიდან დღემდე, საქართველოში, ლიკასთან, "რეპოარტში" ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით დავიწყე მუშაობა. ამჟამად ვხელმძღვანელობ "რეპროარტის" ემბრიოლოგიის განყოფილებას.

რას ნიშნავს იყო - ემბრიოლოგი

კარგი ემბრიოლოგისთვის პირველი და აუცილებელი პირობაა იყოს ფსიქოლოგიურად და ემოციურად გაწონასწორებული. ეს საქმე მოითხოვს უდიდეს პასუხისმგებლობასა და შრომას.
ინ ვიტრო განაყოფირება, ეს არის აბსოლუტურად გუნდური სამუშაო. მე, ემბრიოლოგი, ვერ ვიარსებებ ექიმ-რეპროდუქტოლოგის გარეშე, როგორც ის ვერ იარსებებს ემბრიოლოგის გარეშე. "რეპროარტში", უკვე მრავალი წელია, მაღალკვალიფიცირებული, უცხოეთში განათლებამიღებული გუნდია ჩამოყალიბებული. გუნდური მუშაობის და ერთობილივი ძალისხმევის შედეგად უამრავი ჯანმრთელი ბავშვი იბადება არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ემბრიოლოგის სამუშაო დღე

ჩემი სამუშაო დღე იწყება ხარისხის კონტროლით. დილიდან ვიწყებთ აპარატურების შემოწმებას. აქ სპეციალური მოწყობილობები გვიჩვენებს, მაგალითად, თუ რა მდგომარეობაა თხევად აზოტში შენახულ ემბრიონებთან. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურის დაწევა მოხდა, ნებისმიერ დროს ამის შესახებ შეტყობინება მოგვივა ტელეფონში. ეს არის 24 საათიანი, მუდმივი კონტროლი და შემიძლია ვთქვა, რომ "რეპროარტის" ლაბორატორიაში ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოების სისტემები უპრეცედენტოდ მაღალ საფეხურზეა აყვანილი.

ხარისხის კონტროლის შემდეგ, ჩვენ ემბრიოლოგები, სრულიად მარტო ვიკეტებით ოთახში, სადაც მხოლოდ ჩვენ და ემბრიონები ვრჩებით.

როდესაც ქალის ორგანიზმიდან ფოლიკულური სითხის ამოღება ხდება, ეს მასალა გადმოგვეცემა ემბრიოლოგებს და იწყება შემდეგი ეტაპი - კვერცხუჯრედების მოძებნა ამ სითხეში. რასაც თან სდევს კვერცხუჯრედების და სპერმის მოვლა.
შემდეგ, სამუშაო გრძელდება მაღალტექნოლოგიურ მიკროსკოპთან. მიკრომანიპულატორებით ერთ კვერცხუჯრედში ერთ სპერმატოზოიდს ვათავსებთ. ამ მეთოდს ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI) ჰქვია. ამ მეთოდის დანერგვა, საქართველოში ლიკა ჭყონიას სახელთან არის დაკავშირებული. "რეპროარტში" კვერცხუჯრედის განაყოფიერების მაჩვენებელი 80%-ს აღწევს.

როცა ემბრიონი განვითარების გარკვეულ საფეხურს მიაღწევს (მე-5, მე-6 დღე), ისევ მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგი ერთვება პროცესში და ემბრიონები (ერთი, მაქსიმუმ ორი) გადააქვს ქალის საშვილოსნოში.

ემბრიონის გადატანის შემდეგ, ორკვირიანი ლოდინის დრო დგება. ამჯერად, ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან ემოციას ველოდებით. ორი კვირის შემდეგ ორსულობის ტესტი კეთდება, რომლის დადებითი პასუხიც ჩვენთვის ყველაზე დიდ წარმატებას ნიშნავს.
ასევე, ემბრიოლოგის ძირითად დღის განრიგში შეიძლება იყოს დაგეგმილი სპერმის მიკროქირურგიული ასპირაცია. სპერმის ასპირაცია ესაჭიროებათ, მაგალითად, იმ მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ აზოოსპერმია (როცა ეაკულატში სპერმატოზოიდი არ არის). ამ დროს, სათესლე ჯირკვლიდან ხდება მოძრავი სპერმატოზოიდების ამოღება. ძალიან ვამაყობ, რომ "რეპროარტში" ჩატარებული სპერმის ასპირაციების 65% მოძრავი სპერმატოზოიდების მიღებით სრულდება.

წლების წინ, აღნიშნული პროცედურა ჯერ კიდევ არ კეთებოდა საქართველოში, სწორედ ლიკა იყო ამ მიმართულებით ნოვატორი, რითიც მამაკაცის უნაყოფობის მკრუნალობის ახალი ეტაპი დაიწყო. მამაკაცებს, რომლებსაც აღნიშნული პრობლემა ჰქონდათ, ბიოლოგიური შვილის ყოლის საშუალება მიეცათ.

37 წამიანი რეკორდი

როცა ემბრიოლოგი მიკრომანიპულატორთან ჯდება მნიშვნელოვანია იგი გრძნობდეს სიბრტყეს, მისი ტვინი მაქსიმალურად დაძაბული არის, ორივე ხელი ინტენსიურად მუშაობს ოღონდ სრულიად სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. ასეთ დროს ერთმა ზედმეტმა მოძრაობამაც კი შეიძლება კვერცხუჯრედი მოკლას. ალბათ ამიტომაც, ემბრიოლოგებს ხელი არ უნდა უკანკალებდეთ. ემბრიოლოგს ერთ ხელში პიპეტით კვერცხუჯრედი უჭირავს, მეორეში - სპერმა და იწყებს ICSI-ს. მნიშვნელოვანია, ამ დროს ემბრიოლოგები მაქსიმალურად კონცენტირებულები და ემოციურად გაწონასწორებულები იყვნენ.
ეს პროცესი საშუალოდ 1 წუთი გრძელდება, თუმცა ICSI-ს ჩემი რეკორდი _ 37 წამია.
ემბრიონის გენეტიკური ანალიზი

"რეპროარტი" პირველი კლინიკაა, რომელმაც პაციენტებს შესთავაზა ემბრიონის გენეტიკური ანალიზი (პეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი). ამ ანალიზით წყვილს აქვს შესაძლებლობა გაიგოს თუ რომელი ემბრიონი არის ქრომოსომულად გამართული, ემბრიონის საშვილოსნოში გადატანამდე. რაც კიდევ უფრო ზრდის ორსულობის მაჩვენებელს.
ემბრიოლოგიის განვითარება საქართველოში

საქართველოში ემბრიოლოგიის განვითარება ლიკა ჭყონიას სახელს უკავშირდება. მისი ამერიკიდან დაბრუნდების შემდეგ, ემბრიოლოგიის ახალი ეტაპი დაიწყო. საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა თანამედროვე ამერიკული მიდგომები დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებში.

კლინიკა აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში. ჩვენი კლინიკის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ დევიდ მაკკალა, რომელიც, ამავდროულად, ნიუ იორკის უნივერსიტეტის ნაყოფიერების ცენტრის (NYUFC – New York University Fertility Center, NY, USA) სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარეა. მასთან ერთად, სამეცნიერო საქმიანობის კუთხით, მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან. "რეპროარტის" გუნდის ნაშრომები მრავალი წელია ამ სფეროში ყველაზე პრესტიჟული ასოციაციების ყრილობებზე არის წარდგენილი. მათ შორის წელსაც.

ზოგადად, ემბრიოლოგია მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი დარგია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტების ცოდნის მუდმივი განახლება, ადგილობრივ და საერთაშორისო კოლეგებთან ინფორმაციის გაზიარება და სამეცნიერო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.

საქმე, რომელსაც ვაკეთებ

ეს პროფესია - ჩემი ცხოვრების ნაწილია. როდესაც პაციენტი კლინიკაში მოდის და მეუბნება, რომ უნაყოფობის მძიმე წლები დასრულდა, ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის და მთელი გუნდისთვის.

ტექსტი: ნათია გაბუნია
ფოტო: LIG Studio
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ,
ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას
დააანონსებს.
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას დააანონსებს.
17:21 / 11.08.2020
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო
გზა იყო.
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
აქ. ახლა - თიბისის პერსონალური მომსახურება და ახალი რეალობა
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
17:38 / 10.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6272
TRY
TRY
1
0.4249
USD
USD
1
3.0747
ამინდი
ბორჯომი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა