City News
7 ამბავი შვიდკაცაზე
სად, როდის და როგორ...

გიორგი ლომთათიძე: ერთმანეთი "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გავიცანით", სადაც ანსამბლ "შვიდკაცას" შემადგენლობის ოთხი წევრი ვსწავლობდით.

2001 წლიდან დავიწყეთ გალობა ვაკის სამების ტაძარში, შემდეგ, სვეტიცხოველში ვგალობდით. სამების საკათედრო ტაძრის გახსნის დღიდან დღემდე კი, პატრიარქის ყველა წირვა-ლოცვაში ვმონაწილეობთ.

ვაკის სამებაში გავიცანით მამა ილია და თენგიზ კახიძე, ჯანო კახიძის ძმა, რომელიც ძველ "შვიდკაცაში" მღეროდა. სწორედ მისი და მისი ოჯახის სურვილი იყო, ჩვენი ანსამბლისთვის "შვიდკაცა" დაგვერქვა.
"შვიდკაცა" არ შედგებოდა...

ლევან თოლორდავა: ანსამბლ "შვიდკაცას" ცხოვრებაში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს დიდი წვლილი შეტანილი გვერდით დგომითა და გულშემატკივრობით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს სულიერ მოძღვარს, მამა ილია ნასიძეს, რომელმაც ერთ ოჯახად გვაქცია და ქალბატონ რუსუდან კერვალიშვილს, რომელიც ჩვენთვის მეორე დედაა. სწორედ ასე მოვიხსენიებთ მას თითოეული ჩვენგანი.
პირველი სიმღერა

დათო ნოზაძე: "შვიდკაცას" პირველი, ყველაზე დასამახსოვრებელი, ქალაქური სიმღერა იყო მედიკო კარტოზიას სიმღერა თბილისზე, სახელად "ჩემო საფერებელო". ხმებში გავშალეთ, ჩავწერეთ და როდესაც რადიოში გაჟღერდა, ძალიან ბედნიერები ვიყავით. რა თქმა უნდა, მანამდე იყო ბევრი სხვა სიმღერაც, მაგრამ "ჩემო საფერებელო" ჩვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია.
სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი...

ნოდარ მეტრეველი: "შვიდკაცას" ისტორიაში ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი ლონდონში, ქეთი მელუას კონცერტზე ჩვენს ერთობლივ შესრულებას. ასევე, Oracle არენაზე, NBA-ს მატჩზე, "გოლდენ სტეიტისა" და "მემფისის" დაპირისპირებისას, ამერიკისა და საქართველოს ჰიმნების და სამი ქართული სიმღერის შესრულებას და ბოლოს, რა თქმა უნდა, "შვიდკაცას" 20 წლის იუბილეს, რომელიც "ბლექ სი არენაზე" ჩვენი და ჯგუფ Take 6-ის ერთობლივი კონცერტით აღვნიშნეთ.
საოცნებო კონცერტი...

ნიკოლოზ კირვალიძე: შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მთავარი ოცნება უკვე ახდენილია. ბავშვობიდან ვუსმენ თაკე 6-ს და ამ ჯგუფთან ერთად, "ბლექ სი არენას" სცენაზე ერთობლივი კონცერტი გავმართეთ. ამიტომ, უკვე ყველაფრის მჯერა და ახლა ტონი ბენეტთან ერთად შესრულებას ვინატრებდი.
ოჯახური მდგომარეობა...

ბიძინა ზათიაშვილი: საბედნიეროდ, ყველა დაოჯახებული ვართ და ყველას გვყავს შვილები. სამს, სამი-სამი შვილი გვყავს, სამს კი, ორ-ორი. ჯერ-ჯერობით ლევანი ჩამოგვრჩება და ერთი შვილი ჰყავს. ვცდილობთ, საღამოები ოჯახთან ერთადაც გავმატაროთ ხოლმე. აუცილებლად ბავშვებთან ერთად ვიკრიბებით, რათა გავუზიაროთ ჩვენი სიყვარული ქართული სიმღერის მიმართ და მათაც შევაყვაროთ ქართული მუსიკა.
პროფესია...

დავით შიშნიაშვილი: ვეცადე სამედიცინო სფეროს ის მიმართულება ამერჩია, რომელშიც ნაკლებად დატვირთული გრაფიკი მექნებოდა, რათა სიმღერასა და გალობაში ხელი არ შემშლოდა. დერმატო-ვენეროლოგია ავირჩიე. სამწუხაროდ, სხვა განხრები ამის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ, ბიჭებს მოუწიათ არჩევანის გაკეთება. ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართულ სცენას მათი სახით თითო მარგალიტი მოაკლდებოდა.
ფოტოპროექტის პროდიუსერი: ნინო დარასელი, ნინო ჭიჭინაძე
ტექსტი : ანა არაბიძე
ფოტო: GEORGE VAN DE KAMP
თათა მეტივიშვილი - FULL MOON SHOOT STUDIO
MUA: თინა შალიკაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სკოლა - ეს არის ადამიანის
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც
ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ფერთა მრავალფეროვანი გამა,
განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია
სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
ფერთა მრავალფეროვანი გამა, განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
15:16 / 18.01.2020
გამოცემა
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
14:17 / 18.01.2020
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
მაკა მახარაძე - სარკევ, სარკევ...
გამოცემა "სითი", სასტუმრო და სპა სივრცე "ლიფერენთი" ყოველთვიურად ახალი, ძალიან საინტერესო რუბრიკით გაგანებივრებთ. აქ თქვენ წაიკითხავთ და ნახავთ ყველაფერს, რაც თავის მოვლას ეხება.
13:46 / 08.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1892
TRY
TRY
1
0.4878
USD
USD
1
2.8770
ამინდი
ბორჯომი -3 °C
img
სოხუმი 2 °C
img
ახალქალაქი -7 °C
img
გამოწერა