City News
#Crowne Plaza Borjomi - საუკეთესო ლოკაცია ზამთრის არდადეგების გასატარებლად
საქართველო გამოირჩევა კურორტების რაოდენობით, მაგრამ ბორჯომი, უკვე მრავალი წელია, სტუმართა სიმრავლით ლიდერობს.

თბილისიდან 170 კილომეტრში მდებარე ქალაქში დაგხვდებათ ულამაზესი ბუნება, საოცარი ჰაერი და სასტუმრო, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერ ნახავთ. "ქრაუნ პლაზა ბორჯომი" 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ბორჯომის პარკთან ახლოს მდებარეობს. აქ არის რესტორანი, ღვინის ბარი, სატრენაჟორო და იოგას დარბაზები, სპა და შიდა აუზი.

უკეთესად რომ წარმოიდგინოთ ამ სასტუმროს მთელი შესაძლებლობები, გადავწყვიტეთ ლალი გუშიკაშვილსა და ირაკლი მაქაცარიას გავესაუბროთ, რომლებიც რამდენიმე დღით ეწვივნენ "ქრაუნ პლაზა ბორჯომს" და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.

- გთხოვთ მოგვიყვეთ "ქრაუნ პლაზა ბორჯომში" გატარებული დღეების შესახებ. როგორ დაისვენეთ და როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით თბილისში?

ლალი გუშიკაშვილი

სიმართლე გითხრათ, "ქრაუნ პლაზა ბორჯომში" უკვე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უმაღლეს სტანდარტებზე მორგებული სასტუმრო, რომელიც ყველანაირ პირობას უქმნის დამსვენებელს სრული განტვირთვისთვის. მომსახურე პერსონალით დაწყებული, ინტერიერით დამთავრებული, ყოველ დეტალში იგრძნობა პროფესიონალიზმი და თითოეული სტუმრის ინტერესებზე ზრუნვა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო სასტუმროს სამზარეულო, რომელშიც უგემრიელეს კერძებს ამზადებენ.

ირაკლი მაქაცარია

გადატვირთული გრაფიკის გამო იშვიათად ვახერხებ დასვენებას და ძალიან მიხარია, რომ თბილისიდან სულ რაღაც საათნახევრის სავალ გზაზე არის შესანიშნავი მოსასვენებელი კომპლექსი "ქრაუნ პლაზა ბორჯომი". იდეალური დასვენებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომსახურე პერსონალის კეთილგანწყობა და პროფესიონალიზმია. ამ სასტუმროში ძალიან ყურადღებიანი, პოზიტიური თანამშრომლები დაგვხვდნენ, რომლებიც მუდამ მზად არიან დაგეხმარონ. სისუფთავესა და კომფორტზე ბევრს არ ვისაუბრებ, სიტყვა "იდეალური" ძალიან კარგად ახასიათებს ამ ყველაფერს. ჩემთვის მნიშვნელოვანი, სატრენაჟორო დარბაზიც კი, მოწყობილია ყველა საჭირო ინვენატრით, რაც სასტუმროებში იშვიათად მხვდება.

- თქვენ ეწვიეთ სპას და ჩაიტარეთ რამდენიმე პროცედურა. რას გვეტყვით გამაჯანსაღებელ და რელაქსაციისთვის განკუთვნილ პროცედურებზე და რამდენად ეფექტური იყო თქვენი ვიზიტი სპაცენტრში?

ლალი გუშიკაშვილი

გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩემი სისუსტეა. მგონი, საქართველოში არსებულ ყველა სპა ცენტრში ვარ ნამყოფი და "ქრაუნ პლაზა ბორჯომის" დონის სპა არ მინახავს. ჩავიტარე სამი პროცედურა - Himalayan Salt Steam, Flotation Pool და Brush Massage. სამივე მათგანი იყო საოცრად ეფექტური, თვალსაჩინო შედეგით. ჩემი ყოველდღიურობა საკმაოდ დამღლელი და სტრესულია. შემიძლია ვთქვა, რომ სპაში გატარებული ერთი დღე უდრიდა ერთთვიან დასვენებას. ჩავიტარე სახის გამწმენდი და დამატენიანებელი პროცედურა და გაოგნებული დავრჩი. თბილისში სულ სხვა ადამიანი ჩამოვედი.

ირაკლი მაქაცარია

დასვენების დღე, რა თქმა უნდა, სპას გარეშე ვერ ჩაივლიდა. ჩავიტარე Holistic back, face and scalp treatment და Scenar-ის პროცედურები, რომელთა დახმარებითაც რამოდენიმე საათით ნეტარების სამყაროში აღმოვჩნდი. ბევრი ფრენის გამო, ზურგის და წელის გადაღლილობა მუდმივად მაწუხებს, რასაც იდეალურად უხდება მაღალი კლასის ბიომართვადი ელექტროსტიმულაცია, რომელიც ღრმად აღწევს დაზიანებულ ან დაჭიმულ ზონებში და მომენტალურად ახდენს მათ მოდუნებას. მე, როგორც ფიტნეს ინსტრუქტორი, დიდ რეკომანდაციას ვუწევ ამ პროცედურას.

- და ბოლოს, რატომ უნდა აირჩიოს დამსვენებელმა "ქრაუნ პლაზა ბორჯომი" და რა ელით მათ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში?

ლალი გუშიკაშვილი

აქ ყოველ კუთხესა და დეტალში გრძნობთ, რომ მართლაც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ხართ. თბილისთან ახლოს, სულიერი დასვენებისთვის უკეთესი ადგილი არ მეგულება. პირადად მე, მაქსიმალურად ვეცდები ხშირად ვეწვიო "ქრაუნ პლაზა ბორჯომს", რომ დავისვენო და მივიღო მაღალი ხარისხის მომსახურება.

ირაკლი მაქაცარია

ზუსტად ვიცი, რომ თუნდაც ერთი თავისუფალი დღის გამონახვის შემთხვევაშიც კი , აუცილებლად კიდევ ერთხელ აღმოვჩნდები ამ სასტუმროში, რადგან დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია. აქ ყველა სტუმარს ელოდება ნამდვილად დაუვიწყარი, მშვიდი და ხარისხიანი განტვირთვა.
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სკოლა - ეს არის ადამიანის
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც
ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ფერთა მრავალფეროვანი გამა,
განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია
სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
ფერთა მრავალფეროვანი გამა, განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
15:16 / 18.01.2020
გამოცემა
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
14:17 / 18.01.2020
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
გადავარჩინოთ 19 წლის მარიამი!
19 წლის მარიამ კალომლეწავს  მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს თავის ტვინზე და სასწრაფოდ სჭიდება 250 000 $ -ი.
11:09 / 22.01.2020
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2045
TRY
TRY
1
0.4868
USD
USD
1
2.8895
ამინდი
ბორჯომი -4 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -9 °C
img
გამოწერა