City News
New Year, glitters, you and me...
რა არის ახალი წელი?

სილამაზე

სიბრჭყვიალე

შამპანური

და, რაც მთავარია, კარგი განწყობა!

ეს ყველაფერი კი, გვინდოდა "სითის" და "დელფის" ერთობლივ საახალწლო ფოტოპროექტში გადმოგვეცა.

ჰო, რაც მთავარია, ბოლო ფოტოზე, "დელფის" იმ "ჯადოქრობებს" გიჩვენებთ, რომელიც ახალი წლის ღამეს მართლაც განსაკუთრებულად ააბრჭყვიალებს!

საახალწლო პერიოდს თან სდევს დიდი მღელვარებაც, რომელიც მეტ წილად დაკავშირებულია ჩვენს საახალწლო წვეულებასთან და აქ იჩენს თავს მთავარი საკითხიც, შევარჩიოთ საახალწლო სამოსი, შესაბამისი მაკიაჟი, თმა და ა.შ.

ჩვენ ვეცდებით მაკიაჟის ისეთი ვარიანტები შემოგთავაზოთ, რომელთა გამოყენებაც საათებს არ მოითხოვს და ამავდროულად თქვენს გარეგნობას განუმეორებელს გახდის.

1. ახალი წლის ღამე სწორედაც რომ ის შემთხვევაა, როცა თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ მბზინავი და ბრჭყვიალა ტექსტურები. განსაკუთრებით ეს თვალებს ეხება. რატომაც არა? უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თვალის მაკიაჟის ყველა ატრიბუტის გამოყენება, როგორიცაა ლაინერი/ფანქარი, ტუში.

2. მაკიაჟი ვარდისფერი ტონებით. ამ შემთხვევაში საუბარია როგორც ღია, ისე მკვეთრ ვარდისფერ ჩრდილებზე, რომელიც ასევე შეგიძლიათ ყვრიმალებზეც დაიტანოთ.

3. თუ თქვენ არ ხართ მეტალისებური ტექსტურის მოყვარული, შეგიძლიათ აქცენტი მკვეთრი ტონალობის ფანქარზე გააკეთოთ, როგორებიცაა ელექტრიკი ლურჯი, მწვანე. თუ თქვენ ცისფერი თვალები გაქვთ, მაშინ ჩვენ გირჩევთ სტაფილოსფერ/ფორთოხლისფერ ტონალობებს. იგი თქვენი თვალის ფერს განსაკუთრებულ სიმკვეთრეს შესძენს.

4. ნუ მოერიდებით წითელ ტუჩსაცხს. რატომაც არა? თუ თქვენ ნაკლები მდგრადობის გამო ღელავთ, რომ პირველივე ჭიქა შამპანიურის შემდეგ ტუჩსაცხი ჭიქაზე არ დარჩეს, გამოიყენეთ თხევადი ტექსტურის ე.წ. ტუჩის ტატუ. იგი 24 საათის მანძილზე ძლებს, არ მიგრირდება პირის გარშემო და მისი მსუბუქი ტექსტურის გამო არ ქმნის დისკომფორტს.

და ბოლოს, თუ თქვენ ისეთი სამოსის ტარებას გეგმავთ, სადაც აქცენტი დეკოლტეს ზონაზე, მხრებზე ან ფეხებზე კეთდება, ნუ დაივიწყებთ რომ სხეულის ამ ზონებსაც სჭირდება მცირეოდენი ელფერი. ამ შემთხვევისთვის მბზინავი ზეთი იდეალური პროდუქტია.


პროექტის ავტორი: ანა არაბიძე

ფოტო: თიკო ჭიღლაძე

მაკიაჟი: თინა შალიკაშვილი

ვარცხნილობა: ეკატერინე ტაბატაძე

მოდელი: ნუკა ყარალაშვილი ( ICMODEL MANAGEMENT)

კაბა/სამკაული: GEORGIAN FACTORY


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სკოლა - ეს არის ადამიანის
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც
ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ფერთა მრავალფეროვანი გამა,
განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია
სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
ფერთა მრავალფეროვანი გამა, განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
15:16 / 18.01.2020
გამოცემა
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
14:17 / 18.01.2020
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
გადავარჩინოთ 19 წლის მარიამი!
19 წლის მარიამ კალომლეწავს  მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს თავის ტვინზე და სასწრაფოდ სჭიდება 250 000 $ -ი.
11:09 / 22.01.2020
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2045
TRY
TRY
1
0.4868
USD
USD
1
2.8895
ამინდი
ბორჯომი -4 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -9 °C
img
გამოწერა