City News
ქართული ხმა ამერიკიდან
"სითიში" ახალი, საინტერესო სახეებისა და მათი ახდენილი ოცნებების შესახებ წერა რომ გვიყვარს, ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის. ამჯერად, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ქართველი მუსიკოსის, ირაკლი ბეგლარაშვილის შესახებ მინდა მოგიყვეთ.

უცხოურ პრესაში ბევრს წერენ მისი შესრულების განსაკუთრებულ მანერაზე, რომელიც შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე. მას უნდა უსმინო. მრავალფეროვნება მისი გამორჩეული ხელწერაა. იმასაც ამბობენ, რომ ირაკლის შეუძლია მუსიკით გამოგზაუროს სადღაც შორს, სულ სხვა სამყაროში.

მას აფასებენ როგორც ვირტუოზ მეგარმონეს. თუმცა, ამ ნიჭის გარდა, ცალკე ისტორიაა მისი პატრიოტიზმი, საკუთარი ქვეყნისა და ყველაფერი ქართულის სიყვარული. თავდაუზოგავი შრომისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის, კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირმა, "არტ-ფოლკი" ირაკლი ბეგლარაშვილი "ხელოვნების ალამდარის" წოდებით დააჯილდოვა. საქართველოს ქორეოგრაფიის განვითარების კავშირმა კი, ბრწყინვალების ორდენითა და სახალხო წოდებით.

მისი და მუსიკის ურთიერთობის ისტორია ბავშვობიდან იწყება. 14 წლის ასაკში გარმონზე დაკვრა დაიწყო. სულ მალე საკუთარი მუსიკაც შექმნა. 16 წლის ასაკში უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო ანსამბლში უკრავდა. შემდეგ იყო ანსამბლი "მამული", ბევრი საინტერესო პროექტით. მალე კი, პირველი გასვლა საქართველოს საზღვრებს გარეთ.


- 17 წლის ასაკში, პირველად გავემგზავრე გასტროლებზე. ვიცოდი, რომ ქართული ფოლკლორი ყველა ქვეყანაში დიდ მოწონებას იმსახურებდა და როდესაც ეს საკუთარი თვალით ვიხილე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. უბედნიერესად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც ამ დიდი ხელოვნების მონაწილე ვიყავი და ამ დიდ ზეიმს ჩემი ანსამბლის წევრებთან და დარბაზში ფეხზე მდგარ მაყურებელთან ერთად ვიზიარებდი. მას შემდეგ მრავალ ანსამბლში ვიყავი მიწვეული როგორც მუსიკალური ხელმძღვანელი და მუსიკოს-შემსრულებელი. ვქმნიდი ახალ მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც დღესაც იყენებს მრავალი ღირსეული ანსამბლი და სოლისტი.

ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და ბევრ სცენაზე მდგარხართ. ალბათ, გამორჩეულად გასახსენებელი გამოსვლებიც გექნებათ...

გამორჩეულად მახსოვს 2017 წლის ზაფხული. ნიუ იორკიდან ბოსტონში მიგვიწვია ერთ-ერთი საოპერო დასის პროდიუსერმა. იდგმებოდა ანტონ რუბინშტეინის ოპერა "დემონი". მოქმედება კავკასიაში ხდება. ერთ ეპიზოდში საჭირო იყო ქართული სცენების დადგმა. ჩვენ შესანიშნავად დავდგით ეს სცენები უმოკლეს დროში. საოცრად შეერწყა ერთმანეთს საოპერო და ქართული ფოლკლორული ჟანრები. როდესაც სცენაზე ვჩნდებოდით, დარბაზი თითქოს ოვაციების ხმას ვეღარ იტევდა. დაუვიწყარი ემოცია იყო. ვხედავდით, რომ კიდევ რამდენიმე ათასმა ადამიანმა გაიცნო ჩვენი სამშობლო, საქართველო და უზომოდ ბედნიერები ვიყავით.

ამავე წლის ზაფხულში იყო ჩემთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონება. ვაშინგტონი, "კენედის ცენტრი", მილენიუმის სცენა - ეს ის სიტყვებია, რომლებიც მთელი ცხოვრება გამყვება. ჩემს მეხსიერებაში მუდამ დარჩება იმ სცენაზე გამოსვლა, რომელზეც ყველა ხელოვანი ოცნებობს. ჩვენ ეს შევძელით და ამ დიდებულ დარბაზში სრული კონცერტი ჩავატარეთ. მთელი ანსამბლი ერთ ტემპში სუნთქავდა, მთელი ანსამბლი, როგორც ერთი მთლიანობა ისე მოქმედებდა. ემოციებმა პიკს მიაღწია და საკუთარი გარმონის ხმა საკუთარი ხმასავით მესმოდა. გადაჭედილ დარბაზში იდეალური სიჩუმე იყო და სუნთქვაშეკრული ხალხი ყოველ შემდეგ ნომერს გაფაციცებით ელოდა. ძალიან სახასიათო და ემოციური იყო მომღერალ ნინი წიკლაურის გამოსვლაც. მან თავის ბრწყინვალე შესრულებით სრულიად დაატყვევა მსმენელი.

ცოტა ხნის წინ, 6 ოქტომბერს, ნიუ იორკში გავმართეთ "თბილისობა 2019". თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მასშტაბის ქართული ღონისძიება აშშ-ში ჯერ არ ჩატარებულა. წინა წლებთან შედარებით გაცილებით მეტი, დაახლოებით 4000 სტუმარი გვყავდა. ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, ჩვენი საყვარელი მომღერლები და მუსიკოსები ასრულებდნენ ბრწყინვალე ნაწარმოებებს. ბევრმა უცხოელმა გაიცნო ქართული კულტურა და დააგემოვნა ქართული კერძები. მოირგეს ქართული ნაციონალური კოსტიუმები და შეიძინეს ქართველი მხატვრების ნამუშევრები. "თბილისობა 2019"-ის ორგანიზატორი, ყოველწლიურად, ქართული კულტურის ცენტრი "ფესვებია". მე ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი ვიყავი და მუსიკალური გაფორმება მევალებოდა. ჩემი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გამო, თამამად ჩავერთე ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

ოქტომბრის ბოლოს, ჟიურის წევრად მიმიწვიეს სიმღერის საერთაშორისო კონკურზე PEARL OF NEW YORK რომელიც ნიუ იორკში, მანჰეტენზე ყოველწლიურად ტარდება. მრავალ სხვა ქვეყანასთან ერთად, ჩემდა სასიხარულოდ, საქართველომაც მიიღო მონაწილეობა. კონკურსი გრძელდებოდა 2 დღე და გალაკონცერტით დაგვირგვინდა, რომელშიც ჩვენ მიერ შერჩეული საუკეთესო მომღერლები მონაწილეობდნენ. მათ შორის ახალგაზრდებიც.

სულ ახლახანს, დეკემბრის დასაწყისში, ნიუ იორკში გამართულ SYRACUSE FASHION WEEKEND-ზე, უცხოელი დიზაინერების კოსტიუმების გვერდით, ქართველი დიზაინერის, შორენა ბარბაქაძის ქართული ელემენტებით გაფორმებული ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. პროდიუსერებმა ამ ჩვენების გახსნა შემომთავაზეს. სოლო ნომრით გავხსენი და ჩემმა შესრულებამ ძალიან დადებითი და საინტერესო გამოხმაურება ჰპოვა. ჩემ გარდა, ეს ჩვენება ქართული ცეკვის ანსამბლმაც დაამშვენა. "ფესვების" მოცეკვავეებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მრავალრიცხოვან დამსწრე საზოგადოებაზე.

ირაკლის მეუღლე, თეა მამამთავრიშვილი საოცარი მომღერალია. მისი შვილები კი, მშობლებივით მრავალმხრივ ნიჭიერები არიან. თითოეული მათგანი რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტს ფლობს.

- მყავს მეუღლე და სამი შვილი - მარიამი, გიორგი და დემეტრე. ჩემი მეუღლე, თეა მამამთავრიშვილიც ხელოვანია, ძალიან ნიჭიერი მომღერალია. მის თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი, თუმცა სხვა ქვეყანაში ყოფნისას ეს ორმაგად საამაყოა. ერთად ვუმკლავდებით სიძნელეებს და ერთად ვიზიარებთ სიხარულს.

და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი სამომავლო გეგმები საკმაოდ დატვირთულია სხვადასხვა საინტერესო პროექტით. მაქვს ძალიან ბევრი საინტერესო შემოთავაზება უცხოური კომპანიებისაგან. იმედია, კიდევ ბევრჯერ ვასახელებთ საქართველოს და ჩვენს კულტურას კიდევ მრავალ ადამიანს გავაცნობთ და შევაყვარებთ.


ტექსტი: ანა არაბიძე


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სკოლა - ეს არის ადამიანის
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც
ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ფერთა მრავალფეროვანი გამა,
განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია
სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
ფერთა მრავალფეროვანი გამა, განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
15:16 / 18.01.2020
გამოცემა
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
14:17 / 18.01.2020
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
გადავარჩინოთ 19 წლის მარიამი!
19 წლის მარიამ კალომლეწავს  მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს თავის ტვინზე და სასწრაფოდ სჭიდება 250 000 $ -ი.
11:09 / 22.01.2020
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2045
TRY
TRY
1
0.4868
USD
USD
1
2.8895
ამინდი
ბორჯომი -4 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -9 °C
img
გამოწერა