City News
ზაზა ურუშაძე - მანდარინების თაიგული
12 დეკემბრის დილაა. ტელეფონის ხმა (ვაიბერის მესიჯი) მაღვიძებს. მეყვავილე ზალინა მანდარინის ტოტების ფოტოებს მიგზავნის. წინა დღეს ვთხოვე აჭარიდან ჩამოეტანა ამ დღისთვის, საგანგებოდ... მივედი ტოტების წამოსაღებად. ამოვარჩიე რამდენიმე და თან ვეუბნები: ოღონდ გვირგვინი არა, თაიგული უნდა იყოს! ძალინა სევდიანი სახით მიყურებს:

"მანდარინების" რეჟისორისთვის მიგაქვს?..

- დიახ - ვუპასუხე, თუმცა ისევ ვერ გავიაზრე, რომ ზაზა აღარ არის. აღარ არის ჩვენთან, ვეღარ დაგველაპარაკება, ვეღარ დავურეკავ, ვეღარ გაიცინებს ისე გულიანად, როგორც იცინოდა. ვეღარ გადაიღებს ფილმებს, ვეღარ იტყვის: - "ოსკარი" დამრჩა იქ, წამოსაღები მაქვსო... დღეს ზაზას დაკრძალვის დღეა, მისივე რეჟისურით მასთან მანდარინების თაიგული მიმაქვს...

ზაზასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებდა. მე კინოცენტრის პიარი და "იმედის" ჟურნალისტი ვიყავი. ის - "მანდარინების" რეჟისორი. "ოქროს გლობუსის" და "ოსკარის" ნომინანტი რომ გახდა, ეს ძალიან დიდი მოვლენა ახალი ტალღა იყო თანამედროვე ქართული კინოსთვის. ჰოდა, ერთად გამოვიარეთ ეს რამდენიმეთვიანი საგიჟეთი - "ოსკარზე" გამგზავრების წინა პერიოდი, მედიის გასამმაგებული ინტერესი მის მიმართ და, რაც მთავარია, თვითონ ცერემონიის დღე. ლოს ანჯელესშიც ერთად ვიყავით, როცა ზაზა, გიორგი ნაკაშიძე, მიშა მესხი და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის ესტონელი წევრები ცერემონიაზე მიდიოდნენ. ჯადოსნური საათები იყო სამზადისის, სმოკინგების მორგების, ბაფთების გაკეთების, ბედნიერების, ღელვის, ხუმრობის, სიგარეტის ღერის ღერზე მოწევის... მოკლედ, ასე გავაცილე. რეჟისორს, პროდიუსერს და მსახიობებს, "ოსკარის" ცერემონიის პროტოკოლის თანახმად, შავმა ლიმუზინმა მოაკითხა. ეს ფოტოები მაშინდელია, ჩემი აიფონით გადაღებული. 2015 წლის 22 თებევრალი იყო. ეს კადრები ახლა ისტორიაა. სანტა მონიკას სანაპიროდან ჩართვაც გვქონდა "იმედის" ეთერში. ცნობილი "სელფიც" გადავიღეთ ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე. ამ ჩართვას მთელი ქვეყანა ელოდებოდა. ზაზას და მის "მანდარინებს"მართლა მთელი საქართველო გულშემატკივრობდა მაშინ. ზაზა ნერვიულობდა, ცხადია. "ოსკარს" თუ ავიღებ, სიგარეტს თავს დავანებებო - ხუმრობდა..

თუმცა, "ოსკარის" ამ ნომინაციამ ისეთი დღესასწაული მოუწყო ორ ქვეყანას - საქართველოს და ესტონეთს, რომ, მე ვიტყოდი, ამ შემთხვევაში ნომინაცია ჯილდოს ტოლფასი იყო.

"ოსკარის" 87-ე ცერემონიამ, ავად თუ კარგად, ჩაიარა. მიშა მესხის ძილის თუ ქართული მედიის ციებ-ცხელების ფონზე, მაინც ჩაიარა. დავბრუნდით საქართველოში. ქართველი "ოსკაროსნების" თავგადასავალი, დაწყებული გიორგი ნაკაშიძის და მიშა მესხის აეროპორტში შეფერხებით, ბარგის დაკარგვით, დასრულებული მიშა მესხის ცერემონიაზე ჩაძინებით და ია სუხიტაშვილის კაბით - საქართველოში, ძირითადად, "ყვითლად" გაშუქდა. სწორედ ეს "სიყვითლე" არ მოსწონდა ზაზას. მიიჩნევდა, რომ უფრო სერიოზული აქცენტები უნდა დასმულიყო "მანდარინებზე" და ამ წარმატებაზე, რადგან ამერიკულ კინოაკადემიაში გავლენიანმა კინოკრიტიკოსებმა ფილმს საოცრად მაღალი შეფასება მისცეს. "მანდარინებს" ჰქონდა არაჩვეულებრივი პრესა და რეცენზიები.

საქართველოში ზაზას ჩამოსვლისთვის ტელეკომპანია "იმედში" საგანგებოდ ემზადებოდნენ. ეკა ხოფერიას ზაზასთან წინასწარ შეთანხმებული ექსკლუზივი ჰქონდა. სპეციალური თოქ-შოუ იყო დაგეგმილი. მოეწყო დეკორაციები "ოსკარის" ქანდაკებებით, "მანდარინების" ესთეტიკით, მოკლედ, ყველაფერი მზად იყო. სტუდიაში 2015 წლის მთავარ გმირს - ზაზა ურუშაძეს ელოდებოდნენ...

...მოხდა ისე, რომ ზაზაზე გადაცემა ზაზას გარეშე გავიდა.

ფიცხი, გურული ხასიათი მაქვს, არ იციო? - მითხრა და ასეც იყო. ზაზა ფიქრობდა, რომ ამ გადაცემას არ უნდა ჰქონოდა "ყვითელი" ელემენტები. მას უნდოდა სერიოზული მიმოხილვა - რა გამოხმაურება ჰქონდა "ოსკარის" ნომინანტ "მანდარინებს" საერთაშორისო მასშტაბით და როგორ აფასებდნენ ფილმს აკადემიის წევრები. თუმცა, მოგეხსენებათ ტელევიზიის სპეციფიკა. მით უმეტეს, ეკა ხოფერიას თოქ-შოუ უფრო გასართობი გადაცემა იყო. ამიტომ, ეკამ გადაწყვიტა ანონსში მაინც შეეტანა "მოყვითალო" შტრიხები. ეს არის ერთგვარი "ტელევიზიონშიკური" ფანდი, რომ მაყურებელი მეტად მოიზიდო. ანონსის გასვლის შემდეგ, ზაზამ უარი თქვა გადაცემაში მონაწილეობაზე. წარმოიდგინეთ ეკას მდგომარეობა - მთავარი მოქმედი გმირი, ვისაც ეძღვნება მთელი შოუ - არ მოდის. რა არ ვიღონეთ, როგორ არ ვთხოვეთ, ვინ არ დაელაპარაკა ზაზას გადაეფიქრებინა უარი და მოსულიყო ეთერში, მაგრამ არა! მეც დავურეკე, მითხრა - გამორიცხულია, ხომ იცი ჩემი ხასიათი, აღარ გადავთქვამო. ბოლომდე გვეგონა გადაიფიქრებდა, ჩვენს გულწრფელ ბოდიშს მიიღებდა და მაინც მოვიდოდა. მაგრამ არა - გადაცემა დაიწყო და პირდაპირ ეთერში ზაზას მაგივრად მე და მიშა მესხი შევედით. გიორგი ნაკაშიძე ჩართვით შემოგვიერთდა, თბილისში არ იყო. ერთადერთი, რაც შემეძლო მაშინ, ბევრი ვილაპარაკეთ ფილმის შეფასებებზე, გავუშვით ამერიკელი კინოკრიტიკოსების ინტერვიუები და საბოლოოდ, ეს არ გამოვიდა "ყვითელი" გადაცემა. გამოვიდა ისეთი, როგორიც ზაზას უნდოდა. მახსოვს, მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან მოეწონა ეკას ეთერი და დიდი მადლობა გადაგვიხადა.

ეს შემთხვევა მისი ხასიათის ერთ შტრიხს უსვამს ხაზს. თუმცა, ზაზას ძალიან ბევრი საოცარი თვისება ჰქონდა. მასში ერთად იყო შერწყმული დიდი ადამიანი და ბავშვი, დიდი სიკეთე, პოზიტივი, დიდი სიყვარული და უმაღლესი რანგის პროფესიონალიზმი. არასდროს მიგრძვნია მასთან დისტანცია, თუნდაც იმის გამო, რომ ჩემზე უფროსი იყო. ძალიან მეგობრულად, უშუალოდ და, ამავე დროს, დიდი პატივისცემის გამოხატვით, ღირსეულად შეეძლო ურთიერთობა ყველასთან. ამიტომაც იყო ის იმ მცირერიცხოვან რეჟისორებს შორის, ვინც ქართულ კინოსფეროში ყველა თაობისთვის მისაღები და საყვარელია. მე არ მინდა შევეხო საქართველოს კინოაკადემიაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს, რის გამოც ზაზას ორგანიზაციის პრეზიდენტობიდან წამოსვლა მოუწია. ვიცი, რომ გულნატკენი იყო. ვიცი, რომ უსამართლობა მოხდა, მაგრამ ისიც ვიცი, როგორი დელიკატური იყო თვითონ ამ თემასთან მიმართებაში და არასდროს უთქვამს იმაზე მეტი, ვიდრე თქვა, როცა დაწერა წერილი გადადგომის შესახებ. ამიტომ, მისი პატივისცემის ნიშნად, ამ თემის განვრცობას არ მივიჩნევ საჭიროდ.

ზაზა, ბოლო წლებში, უკრაინაში იღებდა ბევრს. მუშაობდა ფილმებზე როგორც რეჟისორი და პროდიუსერი. არაერთ ფილმზე იმუშავა პროდიუსერ პაპუნა დავითაიასთან ერთად. მასთან ბევრი რამ აკავშირებდა. ზაზას და პაპუნას ბოლო ერთობლივი ნამუშევარია "ანტონი", რომლის პრემიერა თბილისში, 2020 წლის დასაწყისში გაიმართება. პრემიერა ზაზას გარეშე...

გავა დრო. აჩვენებენ ზაზას ფილმებს. გაიხსენებენ მას. მიუძღვნიან სიუჟეტებს. კინოფესტივალზე რომელიმე ახლადდაფუძნებულ კინოპრემიას ან ჯილდოს, ალბათ, მის სახელს მიანიჭებენ... ჩემთვის ზაზა ურუშაძე დიდი ხანია შესულია ქართული კინოს ისტორიაში. ის ნამდვილად იყო ტრიუმფატორი რეჟისორი და თავიდანვე ვგრძნობდი, "ოსკარის" ორომტრიალის პერიოდშიც არაერთხელ მიფიქრია: სამწუხაროდ, ბევრმა, ძალიან ბევრმა ვერ მოინელა მისი ამხელა წარმატება - "მანდარინების" მსოფლიო აღიარება.


ტექსტი: ნინია ახვლედიანი


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სკოლა - ეს არის ადამიანის
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც
ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ფერთა მრავალფეროვანი გამა,
განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია
სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
ფერთა მრავალფეროვანი გამა, განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
15:16 / 18.01.2020
გამოცემა
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
14:17 / 18.01.2020
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
გადავარჩინოთ 19 წლის მარიამი!
19 წლის მარიამ კალომლეწავს  მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს თავის ტვინზე და სასწრაფოდ სჭიდება 250 000 $ -ი.
11:09 / 22.01.2020
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2045
TRY
TRY
1
0.4868
USD
USD
1
2.8895
ამინდი
ბორჯომი -4 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -9 °C
img
გამოწერა