City News
21-ე საუკუნის რომანტიკოსები
საღამო ხანია. ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახლში, აბაშიძის ქუჩაზე, ნინო სუხიშვილთან შესახვედრად სამნი მივდივართ: მე, პროექტის პროდიუსერი ნინო დარსო და ნატა სოფრომაძე, ფოტოგრაფი. ნიანუ ფანტასტიკურ ხასიათზე გვხვდება. აქ პირველად ვარ. მგონი, ნატაც. დარსო - არა.


- ეს სახლი ბავშვობას მაგონებს, ასეთ სახლებში დავდიოდი ხოლმე დაბადების დღეებზე - ისვრის ფრაზას დარსო და იქაურობას თავისი, "დარსოული" თვალით ათვალიერებს. იგივეს ვაკეთებ მეც, ნატაც.


მე ის ერთი ნახვით შემიყვარდა. ჯერ ერთი, მიყვარს ძველი სახლები. მეორე - ვხვდები, რომ სწორედ იმ ოთახში ვარ, სადაც ცნობილ ვიდეოში პატარა ილიკო სუხიშვილი მის ბებიას, ნინო რამიშვილს ეცეკვება და მესამეც, ლეგენდარული ოჯახისა და დინასტიის ისტორიაა გადაშლილი მის კედლებზე. ნინოც, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს მათვალიერებინებს - ფოტოებიდან და სურათებიდან დაწყებული, მყუდრო სამზარეულოთი დასრულებული, სადაც ცნობილ მაგიდასთან, დიდი ნინო რამიშვილი ატარებდა საღამოებს.

გადაწყდა, რომ ფოტოსესიას აქ არ გადავიღებთ. გადავიღებთ ნაფეტვრებში, ილიკო სუხიშვილის ახალ, ექსპერიმენტულ სივრცეში. "სითი" პირველია, ვინც იქ მოხვდა და ეს ერთგვარი ექსკლუზივიც გამოდის.

- ნინო, რა ლამაზი ხარ! - ვეუბნები ამ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, რეპეტიციის დასრულებისას მის სამუშაო ოთახში შემოსულ ნინო სუხიშვილს. სწორი, ლურჯი ფერის ჯინსები, ქუსლებზე, ღია ყავისფერი როლინგით, ტონში მის თმასთან და ეს მზერა! და ეს ხმა! ეს ინტონაცია! შანსი არაა სხვაში რომ აგერიოს.

- ლამაზი რომ ვიყავი მაშინ არ გადამიღე და... - მესვრის ფრაზას ქალი, რომელიც გადასარევად ხვდება, რომ მისი სილამაზე წლებთან ერთად კიდევ უფრო საინტერესო და მომნუსხველი ხდება. მე, ძირითადად, ჟურნალისტურ ფრაზებს ვისვრი და უბრალოდ ვაკვირდები. ის მზადაა ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის. ის და, სავარაუდოდ, ილიკოც. იმ მომენტისთვის, ილიკოს დათანხმება პატარა, მაგრამ მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, მე ზურგს გუნდი მიმაგრებდა ნინო დარასელის, ნინო ჭიჭინაძის და ნატა სოფრომაძის სახით. ილიკოს, წესით, უარი არ უნდა ეთქვა.

აბაშიძის ქუჩის ისტორიულ სახლში ნინომ ისეთი გარდერობი მანახა, რომელზეც ცალკე სტატია დაიწერებოდა... და აი, ჩემი საყვარელი მომენტიც: ოთახიდან გასული ნინო უკან ჟურნალებით ბრუნდება. მათ შორის არის პრაქტიკულად ყველა ქართული გამოცემა. ბევრიც უცხოური, სხვადასხვა ყდა, ზოგ ყდაზე ილიკო და ნინო ერთად არიან, ზოგზე ნინოა ცალკე, შორი კადრი, გულისგასაჩერებელი ახლო კადრი, ნინო რამიშვილი კოსტიუმებში, ქართულ ტრადიციულ სამოსში.

ვიდრე დარსო და ნატა ნინოსთან გარდერობის დეტალებსა და ფოტოსესიის კონცეფციას განიხილავდნენ იმ იმედით, რომ ილიკო ნამდვილად არ გადაიფიქრებს, მე ვიჯექი და ვფურცლავდი ამ ძველ ჟურნალებს და მივხვდი, ტრადიციული და სანუკვარი სურვილის გარდა, რა უნდა ჩავიფიქრო ახალ წელს: არასდროს, არასდროს, არასდროს გაქრეს ბეჭდური პრესა და ჟურნალები.

აბა, წარმოიდგინეთ! თუკი დარჩება ყველაფერი მხოლოდ ციფრული და მხოლოდ "სქროლვის ამარა", როგორ შეიგრძნობთ თქვენ, თუნდაც ამ, 2020 წლის პირველი ნომრის მთავარი ფოტოსესიის სუნთქვას, ემოციას. მოკლედ, მოდით მე ამას ჩავიფიქრებ და თქვენც იქნებ ამყვეთ, თორემ დავრჩებით ცოტა ხანში დაბადების დღეების ონლაინ მილოცვების ამარა!

ვნახოთ! გავა წლები, მე ამ 2020 წლის სარედაქტოროს დავუბრუნდები და დავადგენ, მოვიგეთ თუ არა ეს ბრძოლა 21-ე საუკუნის რომანტიკოსებმა. იქამდე კი, უკვე ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს ფოტოსესია იბეჭდება იანვრის "სითიში" და ეს იანვრის "სითი" აუცილებლად დაიდებს ბინას აბაშიძის ქუჩის ისტორიული სახლის პრიალა ჟურნალების ბიბლიოთეკაში.


ტექსტი: ეკა ხოფერია


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პროფესიის არჩევა
- ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
პროფესიის არჩევა - ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
11:59 / 13.03.2020
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან
ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია
იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით.
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით.
10:54 / 12.03.2020
იცით თუ არა რამდენიმე მთავარი
ამბავი
იცით თუ არა რამდენიმე მთავარი ამბავი "გასტრონომის" შესახებ?
18:38 / 10.03.2020
მსოფლიო ბრენდის ახალი ამბასადორის
ახალი ცხოვრება
მსოფლიო ბრენდის ახალი ამბასადორის ახალი ცხოვრება
10:48 / 10.03.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
თამარ ბარბაქაძე და კლინიკა "რეპროარტი"
ჟურნალ "სითის" მკითხველები უკვე იცნობენ ქართულ - ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" ექიმებსა და მათ ისტორიებს. ამ ნომერში კლინიკის კიდევ ერთი წარმატებული ექიმის, მეან გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგ- ენდოკრინოლოგ თამარ ბარბაქაძის სამედიცინო გზაზე გიამბობთ.
14:10 / 14.03.2020
ექიმ- რადიოლოგ მარიკა რაზმაძის გზა მედიცინაში
პროფესიის არჩევა - ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
11:59 / 13.03.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4134
TRY
TRY
1
0.4701
USD
USD
1
3.1576
ამინდი
ბორჯომი 5 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა