ახალი ამბები
მაკა მახარაძე - სარკევ, სარკევ...
გამოცემა "სითი", სასტუმრო და სპა სივრცე "ლიფერენთი" ყოველთვიურად ახალი, ძალიან საინტერესო რუბრიკით გაგანებივრებთ. აქ თქვენ წაიკითხავთ და ნახავთ ყველაფერს, რაც თავის მოვლას ეხება.
დღის და ღამის პროცედურები, სახის ნიღბები, სხვადასხვა საინტერესო რჩევა. ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც თანამედროვე გოგოებსა და ქალებს გაინტერესებთ. სხვადასხვა ასაკის ქალბატონები მოგვიყვებიან თავის მოვლის თავიანთი წესების შესახებ.

ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ რუბრიკის პირველი სტუმარი, საბალეტო სტუდია "ვერის უბნის ტანც-კლასის" სამხატვრო ხელმძღვნელი, მაკა მახარაძეა. მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის შვილი, ნატა მურვანიძის დედა. ადამიანი, რომლის ოჯახის ყველა წევრს ვიცნობთ და გვიყვარს. წინასაახალწლოდ, გადატვირთული გრაფიკის ფონზე, მაშინ, როცა მაკა თავისი სტუდიის პატარა ბალერინა გოგონებს კონცერტისთვის ამზადებს, ცოტა ხნით მაინც მოვახერხეთ და მოვწყვიტეთ საყვარელ საქმეს. მაშ ასე, მაკა მახარაძე თავის მოვლის საკუთარ საიდუმლოს გაგვანდობს.

მაკა მახარაძე:

- სახის მოვლის რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი არ მაქვს. შემიძლია ძალიან მარტივად, სახლის პირობებში, საკუთარ კანს მოვუარო. ახლა მე შემოგთავაზებთ შინ მომზადებულ სკრაბს, რომელიც ძალიან ადვილად კეთდება. ეს რეცეპტი განსაკუთრებით უხდება მშრალ კანს. ვიღებთ ნახევარ ქილა არაჟანს (რაც უფრო ცხიმიანია, უკეთესია), მასში ვურევთ მარილს იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ სკრაბის ტექსტურას. ხელის წრიული მოძრაობით ვისვამთ სკრაბს მთელს სახეზე და კისერზე. ეს სკრაბი შეგვიძლია სხეულზეც გამოვიყენოთ. წასმულ მასას გავიჩერებთ რამდენიმე წუთი და შემდეგ ჩამოვიბანთ. ეს შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც ღამით, ასევე დღისით. დაბანილ სახეზე წავისვამთ დამატენიანებელს ან სახის მკვებავს. დამერწმუნეთ, თავად იგრძნობთ როგორი რბილი და გაწმენდილი გახდება კანი.

ზოგადად, მივესალმები რომ თანამედროვე ქალები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას კანის მოვლას. მახსოვს, დედა როგორ უვლიდა სახეს. ხან მარწყვს დაიდებდა, ხან ცივი კიტრის ნათალს, კარაქსაც კი. ყოველთვის არსებობს გამოსავალი, რომ სახლის პირობებშიც მივხედოთ ჩვენს კანს. საკუთარი გამოცდილებით იმასაც გეტყვით, რომ რაც უნდა ნიღბები და მკვებავები მოვიხმაროთ, გადამწყვეტი ფაქტორი მაინც კვება და ცხოვრების სწორი წესია. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული, ხილი (სეზონურად), მიაქციეთ ყურადღება ძილს და დასვენებას. ეს ნამდვილად ყველა ჩვენგანს სჭირდება, ფორმაში ყოფნისთვის.


მაკა მახარაძის სკრაბის რეცეპტი

ვიღებთ ნახევარ ქილა არაჟანს. თვალის ზომით ვურევთ მარილს ან სოდას. ვურევთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ სასურველ ტექსტურას. რამდენიმე წუთი ვიჩერებთ კანზე და შემდეგ ვიბანთ. დაბანილ კანზე კი ვისვამთ ან დამატენიანებელ, ან მკვებავ საცხს.



ტექსტი: ნათია გაბუნია

ფოტო: დავით როსტომასვილი

გადაღების ადგილი: Lifferent Hotel & Spa


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა
ნაფეტვარიძისგან
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა ნაფეტვარიძისგან
09:23 / 05.05.2020
იცით, არ მიყვარს
ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
იცით, არ მიყვარს ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
09:53 / 04.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2020 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5149
TRY
TRY
1
0.4713
USD
USD
1
3.1901
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ახალქალაქი 8 °C
img
გამოწერა