City News
MeZone - შენი სივრცე და პირადი გინეკოლოგი
"ჩემი ზონა", "ჩემი სივრცე" - ამ სიტყვების გაგონებისას, წარმოვიდგენთ სახლს, ჩვენს ოთახს, შესაძლოა ოფისს, სამუშაო სივრცეს ან თუნდაც, საყვარელ კაფეს. თუმცა, არ მგონია ვინმეს ჩვენი გინეკოლოგის კაბინეტი გაგვახსენდეს.


როგორც წესი, გინეკოლოგთან ვიზიტი გარკვეულ უხერხულობას უკავშირდება, რასაც თავისი მიზეზები აქვს. პირველ რიგში ის, რომ გინეკოლოგთან ვიზიტი იგეგმება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და არა პროფილაქტიკის მიზნით. ძალიან მნიშვნელოვანია დავიწყოთ ჩვენი ორგანიზმის და მასში მიმდინარე ცვლილებების შესწავლა ბავშვობიდან. იმ შემთხვევაში, თუ ამას ტრადიციად ვაქცევთ, გინეკოლოგთან ვიზიტის უხერხულობაც გაქრება. არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ კომფორტს გვიქმნის და გვეხმარება თავისუფლად და ხალისით დავგეგმოთ ვიზიტი ექიმთან.

იმისათვის, რომ სამედიცინო დაწესებულება კომფორტის პერსონალურ ზონად გადაექციათ ყველა პაციენტისთვის, სალომე და თინა კობალაძეებმა კლინიკა MeZone შექმნეს. "სახლური" სივრცე, მყუდრო, კომფორტული გარემო, სადაც პროფესიონალების გუნდი მხოლოდ პაციენტის მოთხოვნებს ერგება. აქ, ბუნებრივია, დაცულია კონფიდენციალურობა და მეტიც, პაციენტებს ექიმთან მიღებაზე წერენ ისე, რომ ერთმანეთთან შეხვედრა არც უწევთ. პაციენტს აქვს იმდენი დრო ექიმთან სასაუბროდ, რამდენიც სჭირდება. არანაირი შეზღუდვა აქ არ არსებობს, რაც, ერთის მხრივ, ეხმარება ექიმს უფრო მეტი გაიგოს პაციენტის შესახებ და მიაკვლიოს პრობლემის ძირითად მიზეზს, მეორეს მხრივ კი, პაციენტები მაქსიმალურად ბევრ ინფორმაციას იღებენ ექიმისგან. შესაბამისად, მზად არიან ყველა იმ სიახლისა თუ ცვლილებისთვის, რაც მათ ორგანიზმში ხდება.

კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება პედიატრიული გინეკოლოგიაა. 8-9 წლის ასაკიდან სრულწლოვნებამდე, ბავშვის ორგანიზმი ბევრჯერ იცვლება და გადის ბევრ მნიშვნელოვან ეტაპს, რაც არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, ხასიათზეც აისახება. აუცილებელია, რომ ასეთ დროს ინფორმირებული იყოს როგორც ბავშვი, ასევე მშობლები, რათა სწორად მართონ სიტუაცია. სწორედ ამიტომ, MeZone-ში, გარდა გინეკოლოგისა, ბავშვებთან და მათ მშობლებთან ფსიქოლოგები, ენდოკრინოლოგები და სხვა სპეციალისტებიც მუშაობენ.

სალომე კობალაძე:
6 თვეა რაც ჩვენი კლინიკა გაიხსნა და სიმართლე გითხრათ, დაინტერესება უფრო დიდია, ვიდრე ველოდით. იდეაზე ფიქრისას ცხადად დავინახეთ, რომ არ არსებობს სივრცე, სადაც ბავშვსაც, მოზრდილსაც და ქალსაც თავისუფლად შეეძლებოდა მოსვლა, ყველანაირი დისკომფორტის გარეშე. ყველა ვთანხმდებით, რომ გინეკოლოგთან ვიზიტი არც ისე სასიამოვნო, თუმცა ძალიან საჭიროა, რადგან ყველაფერი ჯანმრთელობით იწყება. ამ ბოლო დროს, ძალიან მოდური გახდა და ბევრს საუბრობენ კანის მოვლაზე, მაკიაჟის ხელოვნებაზე, თუმცა, მთავარია ქალს შინაგანად, ორგანიზმში ჰქონდეს ყველაფერი წესრიგში, რომ იბრწყინოს.

თინა კობალაძე: ევროპაში სწორედ ასეთი პრაქტიკაა: წლების განმავლობაში დადიხარ ერთ ექიმთან, რომელიც ინახვს მთელს შენს ისტორიას, იცის ყველაფერი შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც ბუნებრივია, შემდგომში ეხმარება ყველა სიტუაციის მართვისას. იმისთვის, რომ ერთ ექიმთან იარო წლების განმავლობაში, გარდა მისი პროფესიონალიზმისა, უნდა დაგხვდეს მეგობრული, კომფორტული გარემო, სადაც მოგაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას. კარგია, თუ ბავშვებს პატარა ასაკიდან ექნებათ ექიმთან სიარულის კულტურა, რადგან არის თემები, რაზეც დედასთან გახსნილად ვერ საუბრობენ. ამიტომ, საჭიროა არსებობდეს პროფესიონალი, ვინც აუხსნის, დაელაპარაკება და სწორად მიაწვდის ყველაფერს. ჩვენ გვინდოდა სწორედ ასეთი სივრცე შეგვექმნა ჩვენი პაციენტებისთვის.

კლინიკაში MeZone არის ყველა სერვისი, რაც ქალის ჯანმრთელობას ეხება და რაც შეიძლება რომ ამბულატორიულ პირობებში ჩატარდეს. ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი, მამოლოგი, ონკო-გინეკოლოგი და სხვა სფეროს მოწვეული სპეციალისტები, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციას უწევენ პაციენტებს. ასევე, ტარდება საინფორმაციო შეხვედრებიც, სადაც ჯგუფურად განიხილავენ ყველა საჭირო და საინტერესო თემას. კლინიკის პარტნიორია რეფერალური ლაბორატორია, რაც გულისხმობს, რომ MeZone-ში შესაძლებელია ყველანაირი ანალიზის ჩატარება.

ქალის ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპია: სექსუალური მომწიფების, გარდატეხის ასაკი, ორსულობა, პრე და პოსტ მენოპაუზის ეტაპები, რასაც, მნიშვნელოვანია, მომზადებული და ინფორმირებული შევხვდეთ, რომ სწორად ვმართოთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კლინიკა MeZone-ის პროფესიონალთა გუნდს ცხოვრების ყველა ამ ეტაპზე შეუძლია კვალიფიციური მომსახურების გაწევა ყველა მსურველისთვის.


ტექსტი: ანკა სტურუა

ფოტო: ირა კურმაევა


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სკოლა - ეს არის ადამიანის
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც
ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ფერთა მრავალფეროვანი გამა,
განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია
სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
ფერთა მრავალფეროვანი გამა, განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
15:16 / 18.01.2020
გამოცემა
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
14:17 / 18.01.2020
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
გადავარჩინოთ 19 წლის მარიამი!
19 წლის მარიამ კალომლეწავს  მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს თავის ტვინზე და სასწრაფოდ სჭიდება 250 000 $ -ი.
11:09 / 22.01.2020
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2045
TRY
TRY
1
0.4868
USD
USD
1
2.8895
ამინდი
ბორჯომი -4 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -9 °C
img
გამოწერა