City News
ეს კადრი
"აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის" ფოიეში ამ კლინიკისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო ფუსფუსია. ამ ტემპსა და კლინიკის სხვადასხვა დეპარტამენტის მიღწევებზე არაერთხელ მოგვიყოლია.
ამ მიღწევების უკან კი, დგას "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის" მრავალწლიანი გამოცდილება, თავად კლინიკის დამფუძნებელ, ბატონ ფრიდონ თოდუას სახელი, რომლის საქმესაც დღეს უკვე მისი შვილიშვილი, გიორგი დიასამიძე აგრძელებს. ის არა მარტო სამედიცინო საქმეს უძღვება ღირსეულად, არამედ უფრთხილდება და კიდევ უფრო აღრმავებს ურთიერთობებს იმ ადამიანებთან, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიები აკავშირებთ ფრიდონ თოდუასთან და ამ კლინიკასთან.

ეკა ხოფერია და ინგა გრიგოლია ამ კლინიკის პაციენტები და ამავდროულად, გიორგის უფროსი მეგობრები არიან.

ჩვენი შეხვედრაც ბატონ ფრიდონ თოდუას კაბინეტში შედგა. შესვლისთანავე ნამდვილი "გრიგოლია-ხოფერიობა" იწყება. ეკა და ინგა იხსენებენ, თუ ვინ როდის შეხვდა პირველად ბატონ ფრიდონს და იხსენებენ ერთ მთავარ და ძალიან ემოციურ ამბავს, თუ როგორ გადაარჩინა ინგა გრიგოლია კლინიკის გუნდმა, ბატონი ფრიდონის ხელმძღვანელობით იმ დროს, როცა ინგას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა ფილტვზე. მათ შეხვედრას კი, როგორც ისტორიულ კადრს, "სითის" ობიექტივში ვახვედრებთ. ხოლო ისტორიებს, რომლებიც ჩვენს რესპონდენტებს ამ კლინიკასთან აკავშირებს, უცვლელად გიყვებით.

ამ კადრის გადაღების შემდეგ, კლინიკის გუნდის სხვა წევრებს ვხვდებით. ამჯერად, კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილებაში ვინაცვლებთ, სადაც გიორგი წივწივაძე და ნინო ბატიაშვილი გვაცნობენ გულის სისხლძარღვების დიაგნოსტიკის არაინვაზიურ მეთოდს - კორონაროგაფიას და ამ კვლევის მნიშვნელობას, რომლის ჩატარებაც, განსაკუთრებით, 40 წელზე ზემოთ მყოფი ადამიანებისთვისაა აუცილებელი.

ინგა გრიგოლია, TV პირველის გენერალური დირექტორი

- "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის" მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს - იმედიანი, მშობლიური. ეს არის კლინიკა, რომელმაც წლების წინ, როცა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები შემექმნა, სიცოცხლე გადამირჩინა. ყოველთვის დიდი სიყვარულით მახსენდება ფრიდონ თოდუა, რომელიც წარმოუდგენლად მაგარი ექიმი იყო. გარდა პროფესიონალიზმისა, ის იყო ძალიან კარგი ადამიანი. თითქოს პატარაა გიორგი, მაგრამ როდესაც მის კაბინეტში შევდივარ, რომელიც ბატონი ფრიდონის კაბინეტია, ვერ ვგრძნობ მის ასაკს. სულ თვალწინ მიდგას როგორი იყო ფრიდონი პაციენტების მიმართ, იგივეს ვგრძნობ მისგანაც. მთელი ცხოვრება განსაკუთრებული მადლიერებით გავიხსნებ. ხშირად მიფიქრია, ჩემთვის - "მადლობა, ბატონო ფრიდონ, სიცოცხლე რომ გადამირჩინეთ".

48 წლის ვარ და ახლა ბევრად უფრო სერიოზულად ვეკიდები ჩემს ჯანმრთელობას. დიაგნოსტიკური კვლევები ყოველთვის აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა წლები გემატება, როცა 40 წელს გადააბიჯებ, ჩემნაირი ემოციური ადამიანისთვის, რომელიც არანორმალური რეჟიმით მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული კვლევები. მაგალითად, კორონაროგრაფია - სისხლძარღვების დეტალური კვლევა, რომელიც გულის სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და გამოვლენის მიზნით ტარდება. ამიტომ ვფიქრობ, შესაძლებლობა, რომ თბილისში ჩაიტაროთ ასეთი უტყუარი კვლევა, არ უნდა გაუშვათ ხელიდან. უფრო მეტიც, პრევენციული კვლევები უნდა აქციოთ თქვენს ყოველწლიურ, აუცილებლად გასაკეთებელ საქმედ, რომ მომავალში მძიმე დაავადებები თავიდან აიცილოთ.

გიორგი წივწივაძე, "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გენერალური დირექტორი

- ათეროსკლეროზული დაავადება, ძირითადად, ასაკოვან პირებში გვხვდება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ გულის კორონარულ არტერიებში პათოლოგიური ცვლილებები გამოვლინდეს ახალგაზრდა ადამიანებშიც. ათეროსკლეროზი, ეს არის დაავადება, რომლის დროსაც სისხლძარღვის სანათურში წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდება, რაც უკვე მის შევიწროებას იწვევს და, შესაბამისად, გულის კუნთს საკმარისი რაოდენობის სისხლი ვეღარ მიეწოდება. ეს პროცესი საბოლოოდ იწვევს გულის კუნთის იშემიას და ინფარქტის განვითარებას. ეს რომ არ მოხდეს, დაავადება ადრეულ ეტაპზე უნდა გამოვლინდეს. კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კორონაროგრაფია არის ათეროსკლეროზის დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდი, რომლის დროსაც ინტრავენურად შეყვანილი საკონტრასტო ნივთიერების საშუალებით, შეგვიძლია გამოვიკვლიოთ გულის სისხლძარღვები და ასევე გამოვავლინოთ სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალია. ეს არის არაინვაზიური კვლევა, რომელიც დაახლოებით 10 წუთი გრძელდება. არის უსაფრთხო და კვლევის შემდეგ პაციენტი უპრობლემოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. გართულება და უკუჩვენება, ფაქტობრივად, არ აქვს.

ეკა ხოფერია, ჟურნალისტი

"აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრთან" არაერთხელ მქონია შეხება. კარგად ვიცნობდი ბატონ ფრიდონს. არაერთხელ ყოფილა ჩემი რესპონდენტი. მეამაყება, რომ მე გადავეცი საპატიო ზუგდიდელის წოდება 2016 წელს. თუმცა, ამ სამედიცინო ცენტრთან ჩემი განსაკუთრებული მეგობრობა დაიწყო მას შემდეგ, რაც კლინიკის დირექტორი გიორგი დიასამიძე გახდა. ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, როცა მასზე პორტრეტული ისტორია დავწერე, მივხვდი, რომ მიუხედავად ასაკისა, ის უკვე არის ძალიან კარგი მენეჯერი, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე და მათ წარმატებით ახორციელებს.

ვინაიდან ჩემი მეუღლე ექიმია, ჩვენს ოჯახში ყველა კარგად აცნობიერებს გეგმიური დიაგნოსტიკის მნიშვნელობას. რადგან ჩვენ უკვე 40 წელს ზემოთ ვართ, მიშკამ გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა კომპიუტერული კორონაროგრაფია. როგორც ამიხსნეს, ეს არის კვლევის საუკეთესო მეთოდი ინფარქტის პრევენციისთვის. როცა მიშკა შევიდა კაბინეტში, ძალიან ავღელდი და მოვემზადე ხანგრძლივი ლოდინისთვის. მაგრამ, ზუსტად 10 წუთში მითხრეს, რომ პროცედურა დასრულდა. შემდეგ, ეკრანზე გვაჩვენეს სისხლძარღვების გამოსახულება და გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს იმდენად კომფორტულია, როცა არ გიწევს გადაფრენა, როცა აქვე შეგიძლია ძალიან ხელსაყრელ ფასად, პრევენციის მიზნით გულის სრულფასოვანი გამოკვლევა, რომლის ჩატარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 40 წლის შემდეგ.

ნინო ბატიაშვილი, "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის" რადიოლოგი

- კვლევა ტარდება იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს აქვს ჩივილი ტკივილი გულ-მკერდის არეში და იმყოფება დაბალი ან საშუალო რისკის ჯგუფში. ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს კორონარული სისხლძარღვების დაავადება. რისკის ჯგუფში შედიან ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მაღალი ქოლესტერინი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, აქტიურად მოიხმარენ თამბაქოს, აქვთ შაქრიანი დიაბეტი და, ასევე, მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორი. ამიტომ, პრევენციის მიზნითაც მიზანშეწონილია ამ კვლევის ჩატარება. ძალიან მნიშვნელოვანია, დაავადება გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია.

ეკა და ინგა კველვაზე "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გუნდმა დაითანხმა. მომდევნო შეხვედრაც დანიშნულია. გიორგი მათ სამომავლო გეგმებს აცნობს. ეკა და ინგა კი, მომდევნო ისტორიული კადრის გადასაღებად ემზადებიან. როდის იქნება და სად, დაელოდეთ "სითის" მომდევნო ნომრებს. გიორგის წინ დიდი გეგმები აქვს. გეგმები, რომლითაც მისი ბაბუა ძალიან იამაყებდა. გეგმები, რომლითაც ის გუნდს ისეთ მოტივაციას აძლევს, რომ სიამაყით მიჰყვებიან მის ნოვატორულ რიტმს, რომელთანაც "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრი" ასოცირდება.


ტექსტი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სკოლა - ეს არის ადამიანის
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც
ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ფერთა მრავალფეროვანი გამა,
განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია
სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
ფერთა მრავალფეროვანი გამა, განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა.
15:16 / 18.01.2020
გამოცემა
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
14:17 / 18.01.2020
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
გადავარჩინოთ 19 წლის მარიამი!
19 წლის მარიამ კალომლეწავს  მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს თავის ტვინზე და სასწრაფოდ სჭიდება 250 000 $ -ი.
11:09 / 22.01.2020
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2045
TRY
TRY
1
0.4868
USD
USD
1
2.8895
ამინდი
ბორჯომი -4 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -9 °C
img
გამოწერა