City News
გზა თქვენი ოფისიდან "ვორლდკლასამდე"
ბლოგს, ახლა უკვე ჩემი "ვორლდკლასის", კაფეში ვწერ. ვწერ მათთვის, ვისაც ჯერ არ გაუმარჯვია სიზარმაცეზე და ვისაც მართლა გულით უნდა ეს #IAMWORLDCLASS , მაგრამ რა ქნას?!

თენდება დილა და... ხან ამინდი გაუარესდება, ხან სამსახურში ყველაფერი თავდაყირა დადგება და ხანაც, ძიძა გიქცა, მორიგი.

მთავარია მოტივაცია. ეგ ყველამ ვიცით. ვუყურებ დარბაზში მოვარჯიშე გოგოებს და მინდა გამოვიცნო ვის რა მოტივაცია აქვს. პასუხად, დერეფანში, "რუმსის" ვალერი ჩეხერიასთან მოსაუბრე, მინიმუმ ათი წლით დაპატარავებული, თეონა ბაღდავაძე მესახება.

თეონა ბაღდავაძე (Key Communications) მიყვება, რომ მთელი ცხოვრება ვარჯიშობს. შესაბამისად, კითხვა სად ვიპოვოთ მოტივაცია ვარჯიშისთვის, მასთან არც დაისმება. ის სტაჟიანი "ვორლდკლასელია" და ამბობს, რომ მთავარი, რამაც ის აქ მოიყვანა და დატოვა, თვისობრივად ახალი ფიტნესია, თანამედროვე ფიტნესი. "დრო მიდის და ფიტნესშიც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, ახალ ტენდენციებს ყველა ვერ უწყობს ფეხს და ეს სიახლეები, უპირველეს ყოველისა, ვარჯიშის ტექნიკას ეხება" - განაგრძობს ის და მიხსნის, რომ მაგალითად, სწორედ "ვორლდკლასში" აღმოაჩინა, რომ პრესის ვარჯიშის ტრადიციული ტექნიკა უკვე საკმაოდ მოძველებულია...

- აქაურობა იდეალური სივრცეა საქმიანი ადამიანებისთვის, ვინაიდან მათთვის მთავარი სტრესი დიდი ხნით ერთ სივრცეში გამოკეტვაცაა, - მიყვება კაწია აბსანძე (Redco), ასევე სტაჟიანი მოვარჯიშე და დღეს უკვე "ვორლდკლასელი": - ჩემთვის აქ სიარულის მთავარი მიზანი ის კი არ არის კილოგრამები დავიკლო ან თუნდაც კარგ ფორმაში ვიყო, არამედ, უფრო განტვირთვაა. დაძაბული რეჟიმიდან ერთი საათით აუცილებლად უნდა გამოვვარდე და ჩემს თავს ეს სიამოვნება ვაჩუქო - მიყვება ბათუმისკენ მიმავალი კაწია ტელეფონით.

- სიამოვნება?

- ჰო, სიამოვნება. სწორი და კარგი ვარჯიში მასაჟის ტოლფასია, ეკა - მარიგებს ის. იგივეს მეუბნებოდა თეონა ბაღდავაძეც: "მთელი კონცეფცია შეგრძნებებზეა აგებული. ვარჯიშის მერე გათანგული არ ხარ, ვარჯიშის მერე გაცილებით კარგად და ენერგიულად გრძნობ თავს"

ამ განწყობით ვარჯიშობს საქმიანი თბილისის დიდი უმრავლესობა "ვორლდკლასში" - მშვიდად და საქმიანად, ვინაიდან ამოცანა, როგორ შევამციროთ გზა ოფისიდან "ვორლდკლასამდე", მათ დიდი ხნის წინ უკვე გადაჭრეს. ჯერი ჩვენზეა, დამწყებებზე!


ტექსტი: ეკა ხოფერია

ფოტო:თიკო ჭიღლაძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა
ნაფეტვარიძისგან
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა ნაფეტვარიძისგან
09:23 / 05.05.2020
იცით, არ მიყვარს
ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
იცით, არ მიყვარს ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
09:53 / 04.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4087
TRY
TRY
1
0.4500
USD
USD
1
3.0416
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა