City News
სოფო ნატროშვილის ტყუპები და ჯადოსნური ამბავი "რეპროარტთან" ერთად
ახალ სიცოცხლეზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს დედამიწაზე. შვილის გაჩენით გამოწვეულ სიხარულს, ალბათ, მართლა არაფერი შეედრება.

ჩვენ, ყველანი მოვდივართ იმისთვის,რომ რაღაც დავტოვოთ ჩვენ შემდეგ და, პირველ რიგში, ეს ჩვენი შვილებია. არიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან ამ მიზნისთვის. შედეგი ხან ამართლებს, ხან ვერა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა რესურსი არ ამოიწურება. დღეს ჩვენ მოგიყვებით სოფო ნატროშვილის ამბავს. სტატიის დასრულების შემდეგ, ყველანი და განსაკუთრებით ისინი, ვინც მსგასვი პრობლემის წინაშე დგახართ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 

სოფო ნატროშვილი - როცა ექიმმა, გამოკვლევების შემდეგ, ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება მირჩია, ვიცოდი რომ ასაკს ამ საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ, რეპროდუქტოლოგთან მისვლა არ დავაყოვნე. ბევრი რეკომენდაციის შემდეგ მალევე აღმოვჩნდი კლინიკა "რეპროარტში" ექიმ თეა ჩარკვიანთან. გამოკვლევების შემდეგ, თეამ ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობა მირჩია და დაწვრილებით ამიხსნა, თუ როგორი იქნებოდა მომზადების პროცესი შედეგის მისაღებად. გარკვეული დრო ფიქრისთვის დამჭირდა. თუმცა, ჩემს მეუღლესთან ერთად, გადაწყვეტილება მალევე მივიღე და მზადების პროცესიც დაიწყო.

სურვილი და მიზანი

მე აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ. მუდმივად ვმუშაობ და მაქვს ბევრი საქმე. თავიდანვე ვიცოდი, რომ ამ პროცესისთვის მომზადებას უამრავი დრო, ენერგია და ძალისხმევა დასჭირდებოდა. თუმცა, იმდენად დიდი იყო დედად გახდომის სურვილი, რომ ის იქცა ჩემი ცხოვრების მთავარ პრიორიტეტად და მიზნად. თანმიმდევრობით ვასრულებდი თეას მიერ მოცემულ ყველა დანიშნულებას, ვისმენდი მის მოსაზრებებს, ვფიქრობდი, ვაანალიზებდი და განვაგრძობდი მუშაობას დასახული მიზნის მისაღწევად.
"რეპროარტის" და თეა ჩარკვიანის როლი

პირველი, რატომაც ავირჩიე თეა ჩარკვიანი, მის მიმართ უპირობო ნდობა იყო. როცა ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის ემზადები, ბევრი ეტაპია გასავლელი და ყველაზე მნიშვნელოვანია ენდო ექიმს, გაითვალისწინო მისი ყველა რეკომენდაცია და რჩევა.. "რეპროარტში" მისვლამდე ბევრი რამ ვიცოდი ამ კლინიკის შესახებ. ვიცოდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი, ყველაზე ძლიერი კლინიკა საქართველოში. მოგეხსენებათ, კლინიკა ქართულ-ამერიკულია. აქ მუშაობენ საოცრად პროფესიონალი ექიმები, რომლებმაც ზუსტად იციან საქმე და, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, პაციენტთან ურთიერთობაც. თეა ჩარკვიანთან პირველივე შეხვედრის შემდეგ, გამიჩნდა განცდა, რომ ისიც ჩემთან ერთად დადგა მიზნის მისაღწევად და ჩვენ ერთობლივი ძალებით დავიწყეთ მუშაობა. როცა ამ პრობლემის წინაშე დგახარ, ოჯახთან ერთად, შენი მთავარი დასაყრდენი და ძალა ექიმია. თითქოს ყველაფერს ყურადღებას აქცევ ასეთ დროს. ყველა სიტყვას, დამოკიდებულებას. იმას, თუ რამდენად გულთან მიაქვს ექიმს შენი პრობლემა. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი ექიმი თეა ჩარკვიანი იყო.

პასუხის შემდეგ

"რეპროარტში" ორი წლის განმავლობაში ვმკურნალობდი. გვქონდა ინ ვიტრო განაყოფიერების რამდენიმე მცდელობა. ყველაზე რთული იყო პირველი უარყოფითი პასუხი. როცა გავიგეთ, რომ ორსულობა არ დადგა. ამ დროს, თითქოს ცარიელი ხდები, ხელიდან ყველაფერი გეცლება და მოტივაცია გიქრება. ამ მხრივაც დიდი როლი ითამაშა თეას დამოკიდებულებამ. მან კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ ყველა მცდელობა შესაძლოა არ იყოს წარმატებული. თუმცა, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებდით დასახული მიზნისკენ სვლას და აუცილებლად მივიღებდით სასურველ შედეგსაც. უარყოფითი პასუხის შემდეგ, ჩემს თავს ზუსტად 24 საათს ვაძლევდი და ამის შემდეგ უკვე ვიწყებდი მზადებას მომდევნო პროცესისთვის.

დადებითი შედეგი

დადგა დღე, რომლის ყველა ემოცია, ყველა მომენტი მახსოვს. თეა ჩარკვიანთან ორწლიანი მკურნალობის შემდეგ, ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ, მესამედ ორსულობა დადგა. არ დამავიწყდება ეს წუთი. არ მახსოვს როგორ ჩამოვირბინე "რეპროარტის~ კიბე. ყოველთვის ველოდებოდი წამს,როცა გამოვიდოდი კლინიკიდან ამ შეუდარებელი შეგრძნებით. დიახ, მე მალე დედა გავხდებოდი. ეს იყო საუკეთესო წუთები ჩემს ცხოვრებაში.

დღეს

მყავს ორი, ძალიან საყვარელი გოგონა - ბარბარე და ანასტასია. სულ ვფიქრობდი როგორი უნდა ყოფილიყო ორი ბავშვის აღზრდა და ახლა ვიცი. ეს არ არის მარტივი. ეს მოითხოვს უდიდეს ენერგიასა და ყურადღებას, მთელ ჩემს შინაგან რესურსს. მაგრამ მათზე ტკბილი ცხოვრების სტიმული არ არსებობს ჩემი და ჩემი მეუღლისათვის. უდიდესი როლი ოჯახმა და მეგობრემა ითამაშეს. თითქოს ყველანი ერთ გუნდად გაერთიანდნენ და ელოდებოდნენ ჩვენი სიხარულის გაზიარებას. ჩემმა მეუღლემ, მეგობრებმა,ოჯახმა უდიდესი სტიმული მომცეს მთელი პერიოდის მანძილზე. ეს იყო ძალა, რომ ხელი არ ჩამექნია. ჩემს მეუღლეს ჩვენი მომავალი ბავშვების გარეშე არასოდეს წარმოედგინა. ყოველთვის სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ მშობლები გავხდებოდით და ეს მე ძალიან დამეხმარა. მეგობრების გარდა, გვგულშემატკივრობდნენ მათი შვილებიც. ტყუპების სახელებიც კი ჩემი მეგობრის შვილებმა შეგვირჩიეს. ასე, საერთო სიხარულსა და დიდ მოლოდინში დაიბადნენ ჩვენი - ბარბარე და ანასტასია. ჩვენი მიზანი სრული გამარჯვებით ასრულდა.

რჩევა მომავალ მშობლებს

როდესაც არ გყავს შვილი, ამაზე საუბარი მარტივი არ არის. თუმცა, მე ვიყავი ღია ამ თემაზე სასაუბროდ. ეს არ უნდა იყოს სტიგმა.გახსნილობა და გულშემატკივრებთან ამბების გაზიარება კიდევ უფრო გეხმარება ადვილად გაიარო ეს პროცესი. რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, ეს არის კლინიკის და ექიმის სწორად არჩევა და მისი ნდობა. უნდა მიჰყვე ექიმის რეკომენდაციებს და იცოდე, რომ მოთმინება და სიმშვიდე ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია. უნდა შეარჩიო სწორი პრიორიტეტი და გარკვეული პერიოდი მხოლოდ მის გარშემო იცხოვრო, მას მოარგო შენი დრო და გეგმები. უნდა იყო მომზადებული ფსიქოლოგიურად და გონებრივად დასვენებული. რატომღაც, საქართველოში სტერეოტიპია, რომ ექიმთან მხოლოდ მომავალმა დედამ უნდა იაროს და მამაკაცები თითქოს ნაკლებად უნდა იყვნენ ჩართული. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. პირველი - ექიმის დროული დიაგნოზი იყო. ამის შემდეგ, მეუღლესთან ერთად, მალევე მივიღე გადაწყვეტილება ინ ვიტრო განაყოფიერების გაკეთების შესახებ. არცერთ ეტაპზე მქონია განცდა, რომ ჩემმა მეუღლემ ეს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა. ის ყოველთვის მედგა გვერდში და ვფიქრობ, მისი ჩართულობის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ამიტომ მათ, ვინც ჩემსავით გულისფანცქალით ელოდება დედად გახდომის შესაძლებლობას, ვურჩევ ხელი არ ჩაიქნიონ, ეს მიზანი უნდა გახდეს თქვენი ცხოვრების მთავარი საქმე. აირჩიეთ კლინიკა და ექიმი, რომელსაც ენდობით. შემოიკრიბეთ გულშემატკივარი ადამიანები და ნუ დაკარგავთ ნურცერთ წუთს.

თეა ჩარკვიანი - ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი


- როცა ჩვენს კლინიკაში მოდის ადამიანი, ვისაც სოფოს მსგავსი პრობლემა აქვს, ჩვენი მთავარი მიზანია რაც შეიძლება დროულად მივიღოთ სასურველი შედეგი და ისინი გახდნენ მშოლები. სოფო ნატროშვილის ისტორია, სამედიცინო კუთხით დანახული, ჩემთვის აღმოჩენა იყო. სოფო არის მაგალითი, როგორ უნდა მიუდგეს პაციენტი ინ ვიტრო განაყოფიერების საკითხს. მისმა ოპტიმიზმმა და პოზიტიურმა განწყობამ დიდი როლი ითამაშა მკურნალობის სწორად წაყვანაში. მას არასოდეს დაუყრია ფარ-ხმალი. როდესაც პაციენტს დასაკარგი დრო აღარ აქვს, ინ ვიტრო განაყოფიერება ხშირად უფრო წარმატებული პროცედურაა. სოფოს მოსვლის შემდეგ, მალევე გადავწყვიტეთ ინ ვიტრო განაყოფიერების დაგეგმვა. პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. სწორედ აქ იყო სოფოს როლი და შემართება მნიშვნელოვანი. ის თავადაც ექიმია და იცის, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების ყველა მცდელობა წარმატებით არ სრულდება. ამიტომ, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ მომდევნო პროცედურის დაგეგმვა. ძალიან დამეხმარა სოფოს ნდობა და მუდმივი ჩართულობა ამ პროცესში. წარუმატებელი შემთხვევა არ უნდა იყოს უნდობლობის განმაპირობებელი. მე ყოველთვის ვუხსნი პაციენტებს, რომ მარცხმა მათზე არ უნდა იმოქმედოს. მესამე ცდაზე ჩვენს მიზანს მივაღწიეთ. სოფოს შემთხვევაში ორსულობა დადგა და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ემოციურად ზუსტად იგივე სიხარული გავიარე მეც, სოფოსთან ერთად. ზოგადად, პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია. ემოციურად, მათთან ერთად მეც იგივე ეტაპებს გავდივარ. მუდმივად ვეკონტაქტები, ვეკითხები როგორ გრძნობენ თავს, სულმოუთქმელად ველოდები ანალიზისა და ტესტის პასუხს. როცა სოფოს შემთხვევაში დადებითი შედეგი მივიღეთ, "რეპროარტში" სრული აჟიოტაჟი იყო. ეს არის ექიმისთვის უდიდესი სტიმული, აზარტი და პასუხისმგებლობა. შემდეგ იწყება ახალი ეტაპი _ როგორ წარვმართავთ ორსულობის პროცესს. მახსოვს ყველა დღე. როგორ ნერვიულობდა სოფო და ელოდებოდა ექოსკოპიისა და ანალიზების პასუხებს. მახსოვს მისი სიხარულის ცრემლები ახალი გულისცემის გაგებისას. ჩვენ ერთად გავიარეთ ყველა ეტაპი და დღეს სოფო ორი უმშვენიერესი გოგოს დედაა. ეს არის ფასდაუდებელი საჩუქარი მისთვისაც და აქ მომუშავე ყველა თანამშრომლისთვის, ექიმებისთვის, ემბრიოლოგებისთვის, ექთნებისთვის და ა.შ. ყოველთვის ვამბობ - ინ ვიტრო განაყოფოიერება არ არის ორსულობის მიღების ასპროცენტიანი გარანტია.

წარმატებას განაპირობებს ბევრი ფაქტორი. პირველ რიგში, უნაყოფობის მიზეზების დიაგნოსტიკა, მკურნალობის სწორი და ეფექტური სტრატეგია და მისი დროული დაწყება. მნიშვნელოვნია ექიმისა და პაციენტის გუნდური მოქმედება, თითოეული პაციენტის ოპტიმიზმი და მისი ჩართულობა მკურნალობის პროცესში. "რეპროარტის" მთელი გუნდი ერთიანი ძალისხმევით ეხმარება წყვილებს ოცნების ასრულებაში - მალე გახდნენ მშობლები.

ტექსტი: ნათია გაბუნია

ფოტო: ლიზა გაბუნია

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
ცნობილი ნორვეგიული
ბრენდი საქართველოში
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში
07:17 / 05.06.2020
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4593
TRY
TRY
1
0.4460
USD
USD
1
3.0624
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა