City News
ჩემი სივრცე
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
პროფესია: მარკეტერი

პირველი სამსახური, პირველი ნაბიჯები კარიერაში - პირველი სამსახური საკმაოდ საინტერესო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, მარკეტინგის განხრით იყო. დავიწყე ლატვიული სუპერმარკეტების ქსელ Livo Group-ში. პარალელურად, ვსწავლობდი CSB-ში, რაც ძალიან დამეხმარა კარიერის საწყის ეტაპზე.

ცხოვრების ეტაპი, სახელად World Class Goergia

- ორი წლის წინ, საქართველოში, მსოფლიოში ცნობილი ფიტნესბრენდი World Class შემოვიყვანეთ. ჩვენი პირველი, პრემიუმ კლასის ფიტნესკლუბი, ფილარმონიის მე-4 სართულზე გავხსენით. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია ჩემს 12 წლიან სამუშაო პერიოდში. ვამაყობ იმით, რომ World Class-ის მსოფლიო კლუბებიდან, საქართველო პირველ ადგილზეა მომსახურების ხარისხის კუთხით. მისი შემოყვანა ჩვენს ბაზარზე, აღიარეს ყველაზე წარმატებულად. მიხარია, რომ ვემსახურებით კარგ საქმეს, ხელს ვუწყობთ საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ვავითარებთ ფიტნესინდუსტრიას და ბევრ ადამიანს ვეხმარებით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

სამუშაო დღე - ჩემი სამუშაო დღე იწყება მუსიკით, რომელსაც მანქანაში ვუსმენ სამსახურში მისვლამდე. სასმსახურში მისული, უკვე დადებითი ემოციებით ვარ სავსე. ჩემი დღე საკმაოდ მრავალფეროვანია. ბევრ რამეზე მიწევს ფიქრი და დაგეგმილის შესრულებაც. ზოგჯერ რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო.

ჩემი სამუშაო დღე მთავრდება მაშინ, როდესაც ვაჯამებ ჩვენ მიერ დღის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს. მადლობას ვუხდი თანამშრომლებს და ვუსურვებ წარმატებას შემდეგი დღისთვის.

ჩაცმის სტილი - სამსახურში - Smart Casual საუკეთესო გამოსავალია. მითუმეტეს, თუ დღის განმავლობაში საქმიანი შეხვედრაც გაქვს და თან სპორტთან დაკავშირებულ კომპანიაში მუშაობ.

ჩემი სამუშაო სივრცე - არის კომფორტული, წყნარი და მოწყვეტილი ქაოსს. იმის მიუხედავად, რომ მიყვარს ცოტა არეულობაც, ვფიქრობ, სამუშაო სივრცემ ხელი უნდა შეგიწყოს იყო კონცენტრირებული. მომწონს, როდესაც ჩემს სამუშაო მაგიდას ერთი ყვავილი მაინც ალამაზებს.

კომპიუტერი თუ ტელეფონი - ორივე. თუმცა, ალბათ, ტელეფონი უფრო, რადგან ჩემი სამუშაო დღე მხოლოდ ოფისში მუშაობით არ შემოიფარგლება.

ფურცელზე წერა თუ ბეჭდვა - "ნოუთები" ტელეფონში.

მუშაობის დროს ყავა თუ ჩაი - A coffee can change your life

მოტივაცია - ჩემთვის საუკეთესო მოტივაციაა თანამშრომლებთან ურთიერთობა. მინდა ვასწავლო და ვისწავლო მათგან. ვფიქრობ, რომ ერთად მიღწეული შედეგი საუკეთესო მოტივაციაა.

შთაგონებას ვიღებ - ნიჭიერი, ჭკვიანი, შეყვარებული და ლამაზი ადამიანებისგან. მათგან, ვინც ემსახურება საკუთარი საქმის განვითარებას და ამით საქართველოს წინსვლას უწყობს ხელს.

საუკეთესო განტვირთვა - მოგზაურობა იქ, სადაც სითბო და მუსიკაა.

და ბოლოს, ვარჯიში - თავდაპირველად, ვარჯიში იყო სირთულე, რომელიც შემდეგ დამეხმარა. გამიმართლა, რომ World Class-ში საუკეთესო მწვრთნელები გვყავს. მწვრთნელთან ვარჯიში კი, საოცარი მოტივაციაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი დღე არის ჩვენი შანსი შევძლოთ უფრო მეტი, ვიცხოვროთ უფრო ჯანსაღად და წარმოვაჩინოთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.


ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ლიზა გაბუნია
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა
ნაფეტვარიძისგან
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა ნაფეტვარიძისგან
09:23 / 05.05.2020
იცით, არ მიყვარს
ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
იცით, არ მიყვარს ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
09:53 / 04.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4087
TRY
TRY
1
0.4500
USD
USD
1
3.0416
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა