City News
გავერთიანდეთ ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!


მოგმართავთ "სითის" მეგობრებს, ყველა კეთილ ადამიანს, ჩვენს კოლეგებს! რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, ბექა პატურაშვილის ბიჭს, პატარა ალექსის, ჩვენი დახმარება ესაჭიროება! ბიჭუნას ცოტა ხნის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა, რისთვისაც აუცილებელია სასწრაფო მკურნალობა, მკურნალობისთვის კი დიდი თანხაა საჭირო.

შვიდი წლის წინ ფონდმა საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით შეძლო დიტო ცინცაძის და შემდგომში, 297 ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა! როგორც მაშინ, ეხლაც ჩვენ ერთსულოვნება გვჭირდება, რათა პატარა, ერთი წლის ალექსიც გამოვგლიჯოთ ამ ვერაგ დაავადებას ხელიდან! დრო 25 დღე გვაქვს! ძვირადღირებული მკურნალოების თანხას ფონდი მარტო ვერ გაუმკლვდება!

გვჯერა, რომ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და შევძლებთ, ამ პატარა, უსაყვარლესი ბიჭის გამოყვანას რთული მდგომარეობიდან!

თიბისი ბანკი TBCBGE 22 GE92TB7517536080100014

საქართველოს ბანკი BAGAGE22 GE24BG0000000350299000

მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი!

Print