City News
ეკატერინე აბესაძის ფერთა ჯადოსნური სამყარო
ფერთა მრავალფეროვანი გამა, განსხვავებული ფორმები და სხვადასხვა ფაქტურის შეხამება - ასეთია სამკაულების დიზაინერის, ეკატერინე აბესაძის ხელწერა. ერთმანეთს გობელენის მუზეუმში შევხვდით. ეს ადგილი შემთხვევით არ აგვირჩევია. ეკატერინემ სწორედ აქ გადადგა პირველი ნაბიჯი კარიერაში, 2006 წელს. აქ გაიმართა მისი პირველი მასშტაბური გამოფენა. შემდეგ იყო არაერთი საერთაშრისო აღიარება, გამოფენები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ამერიკაში, ლონდონში. და, რაც მთავარია, მისი ნამუშევრებით აღფრთოვანებული დამთვალიერებელი. ასე გრძელდება დღემდე. ეკატერინე განსაკუთრებით ემზადება მაისისთვის, როცა დიდ გამოფენას გამართავს საქართველოში.

პირველი შეხება სამკაულთან...

პატარაობიდანვე ყველაფერში ვეძებდი რაღაც ლამაზს. სხვადასხვა ნივთისგან ვაკეთებდი კომპოზიციებს, აქსესუარებს. მესამე კლასში უკვე მე თვითონ გამოვიმუშავე ფული; სუვენირების მაღაზიაში ჩემი პირველი ნამუშევრები - კედელზე დასაკიდებელი კომპოზიციები ჩავაბარე, რომლებიც წარმატებით იყიდებოდა. რაც შეეხება სამკაულს, მისი სიყვარული ალბათ, ოჯახიდან მოდის. მყავდა არაჩვეულებრივი ბებია, რომელიც სულ გაპრანჭული იყო და ყოველთვის ატარებდა სამკაულებს. ცოტა რომ წამოვიზარდე, მავთულებისგან პატარა ბეჭდებს ვწნიდი, რომელსაც სიამოვნებით ვატარებდი მე და ჩემი მეგობრებიც.

ფერები...

ფერადი ადამიანი ვარ და ეს ჩემს ნამუშევრებზეც აისახება. ყველა ჩემი ნამუშევარი ფერადია. როდესაც სამუშაო მაგიდასთან ვჯდები, ხშირად მეკითხება ხოლმე ჩემი შვილი - რას აკეთებ? მე კი წინასწარ არასდროს ვიცი. რომ ვჯდები, მერე მოდის განწყობა. თვალები ხედავს მასალას და ხელები იწყებს შესრულებას. ალბათ, ჩემი ნამუშევრები იმით გამოირჩევა, რომ ფერთა ფართო პალიტრა აქვს.

თვლები...

თვალი მაძლევს შთაგონებას, რომ რაღაც ახალი შევქმნა. ყველა თვალს თავისი დატვირთვა აქვს, ხასიათი, ფერები, თითქოს გესაუბრება...

პირველი ქმნილება...

ყელსაბამი, ყვავილებით მორთული პეპელა, ფერადი და ლამაზი.

და ყველაზე საყვარელი?


ბეჭდები

ადგილი, სადაც სამკაულს ქმნი...

არის ადგილი, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემი სამუშაო სივრცე ყოველთვის არეულია. თუმცა, ამ არეულ სივრცეში ზუსტად ვიცი სად რა ნივთი მიდევს. არ მიყვარს, როდესაც ამ ადგილს სხვა ეხება.

რომ არა სამკაული, გავაკეთებდი...

კერამიკულ ნამუშევრებს.

სამკაულის შექმნისას ვფიქრობ...


იმაზე, რომ ის მინდა იყოს ჩემი გამორჩული შვილი.

სამკაულში მთავარია...


სიყვარული და ფერები.

და ბოლოს, როგორ უნდა მოვირგოთ თქვენი სამკაული?

უნდა ატაროთ სიყვარულით...



ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ლიზა გაბუნია

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბიოენერგეტიკული წყალი ქართულ
ბაზარზე
ბიოენერგეტიკული წყალი ქართულ ბაზარზე
09:42 / 14.02.2020
შეხვედრა,
სახელწოდებით

შეხვედრა, სახელწოდებით "საუბრები მთავარზე", ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკაში "რეპროარტი", სამუშაო დღის ბოლოს შედგა. 2012 წელს დაფუძნებულმა "რეპროარტმა" ზაფხულში მისამართი შეიცვალა.

15:12 / 10.02.2020
სკოლა - ეს არის ადამიანის
ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც
ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
14:01 / 20.01.2020
გამოცემა
გამოცემა "სითი", ეკა ხოფერია და მისი სარედაქციო ჯგუფი უერთდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მიერ დაწყებულ კამპანიას ერთი წლის ალექსის გადასარჩენად!
14:17 / 18.01.2020
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
 „ ელექსირი“   ჩვენი ცხოვრებისა ..
ბიოენერგეტიკული წყალი ქართულ ბაზარზე
09:42 / 14.02.2020
შეხვედრის მთავარი ადგილი Downtown

 

10 წლის წინ, თბილისში გაიხსნა რესტორანი, სახელად Downtown, რომელიც კონცეფციით და მენიუთი სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი რესტორნებისგან.
11:42 / 05.02.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« თებერვალი 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
TRY
TRY
1
0.4542
USD
USD
1
2.7946
ამინდი
ბორჯომი -6 °C
img
სოხუმი 0 °C
img
ახალქალაქი -11 °C
img
გამოწერა