City News
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლა - ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება.
ადგილი, სადაც ის იცნობს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს. სწავლობს ურთიერთობებს, მეგობრობას, პასუხისმგებლობას. სწორად შერჩეული სკოლა, როგორც მოსწავლის, ისე მშობლის ცხოვრებაში, ასევე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. როცა სკოლის შერჩევას ვიწყებთ, გვებადება კითხვა: რა გვინდა რომ სკოლიდან მიიღოს ჩვენმა შვილმა. რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხშირად, ცოდნის მიღება არ არის ერთადერთი პირობა. მნიშვნელობა აქვს ყველაფერს - გარემოს, მასწავლებლებს, დამოკიდებულებებს, ბავშვებს და იმას, თუ როგორ ვეცდებით სკოლა მათთვის მეორე სახლი გახდეს.

სკოლებზე საუბრისას, ხშირად მსმენია "წმ.ნიკოლოზის სახელობის სკოლის" მიმართ აღფრთოვანება და დადებითი შეფასებები. პირველი, რაზეც მშობლები ყურადღებას ამახვილებენ, სკოლაში შექმნილი შინაურული და მეგობრული გარემოა. "სითის" გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა თავად ენახა და გადაეღო ეს სკოლა. გვინდოდა გაგვეგო რას და როგორ სწავლობენ ბავშვები იქ და როგორ ემზადებიან წინასაახალწლოდ. პირველი, რაც იქ მისულებს თვალში მოგვხვდა, სკოლის ინფრასტრუქტურაა. ლამაზი, ნათელი შენობა, დიდი სტადიონი, მაღალი დონის საცურაო აუზი, უზარმაზარი ბიბლიოთეკა, კაფეტერია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, სუფთა, დიდფანჯრიანი საკლასო ოთახები. ერთი სიტყვით, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ მოსწავლის ნებისმიერი ინტერესი და სურვილი დაკმაყოფილდეს. ჰოლში მაღალი, მწვანე, ფერადბურთებიანი ნაძვის ხეც დაგვხვდა. ბავშვები ახალი წლისთვის ემზადებიან. დერეფანში სიჩუმეა. გაკვეთილი მიმდინარეობს. მაინც მოვახერხეთ რამდენიმე კლასში შესვლა და ბავშვებთან გასაუბრება.

პირველკლასელი გეგა - ჩვენს სკოლაში, გარდა გაკვეთილებისა, სხვადასხვა წრეა. ყველაზე მეტად ცურვა მიყვარს. მიყვარს მათემატიკა და ბუნების მასწავლებელი, რადგან სულ მეფერება. მიყვარს, როცა მასწავლებელი სითბოს გამოხატავს და არ გვეჩხუბება.

ელისაბედი, 6 წლის - მიყვარს,როცა მასწავლებელი მაქებს. მიყვარს გზა სკოლამდე - სკოლის ავტობუსით, რადგან იქ ჩემს მეგობრებს ვხვდები და ბევრს ვლაპარაკობთ. მალე "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" უნდა დავდგათ და ჩემი როლისთვის ვემზადები. ერთი სული მაქვს როდის მოვა საახლწლო ღონისძიების დღე. ძალიან მიყვარს ჭამა და სულ ველოდები სადილის დროს. სკოლაში ყველაზე გემრიელად ვჭამ.

მე-4 კლასელი თემო - ჩემს სკოლაში ყველაზე მეტად არტთერაპია მიყვარს. ეს განტვირთვის გაკვეთილია, სადაც თიხაზე ვმუშაობთ. გვაქვს პლასტელინიც. როცა ვიღლებით, მასწავლებელი დასვენების უფლებას გვაძლევს. სიამოვნებას განვიცდი,როცა რაღაც ახალს ვქმნი თიხისგან. ხელოვნება ძალიან მიყვარს.

ლაზარე, მე-7 კლასელი - ბიჭებს გაკვეთილების შემდეგ ფეხბურთის თამაში მოგვწონს. სპორტული აქტივობები ჩემი საყვარელი გასართობია. ვთამაშობთ, კალათბურთს, ხანდახან ვცურავთ. ძალიან მიყვარს ჩვენი ბუფეტის პიცა და სულ ველოდები როდის მოვა პიცის დღე. ეს ნამდვილი ზეიმია. ძალიან მაინტერესებს "პიესეიჩის" გაკვეთილი. ამ დროს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვმსჯელობთ. მასწავლებელთან ერთად განვიხილავთ როგორ მოვიქცეთ კრიტიკულ სიტუაციებში. ამ გაკვეთილზე აზროვნების უნარს ვავითარებთ.

"წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა" 2012 წელს დაარსდა. სკოლაში, კემბრიჯის უნიკალური მეთოდით, ბავშვები პირველი კლასიდან ინგლისურს და მათემატიკას გაძლიერებულად სწავლობენ. კემბრიჯის მეთოდის უნიკალურობა მხოლოდ ინგლისურის კარგ ცოდნაში არ გამოიხატება. ამ მეთოდით ბავშვებს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები: კრიტიკული აზროვნების უნარი,გუნდური მუშაობის შესაძლებლობები უყალიბდებათ. ბავშვებთან გასაუბრების შემდეგ, გადავწყვიტე თავად დავსწრებოდი გაკვეთილს. მე-7 კლასელებთან ერთად PSHE-ის გაკვეთილზე შევედი. ეს არის პიროვნული,სოციალური,ზოგადი სამედიცინო და ეკონომიკური განათლება. მთავარი, რამაც ჩემი გაკვირვება გამოიწვია, ბავშვების აქტიურობა და მნიშვნელოვანი თემების გაანალიზების უნარი იყო. მათთან ერთად მეც ჩავერთე დისკუსიაში. ვისაუბრეთ როგორ ვიქცევით დილემის დროს, კრიტიკულ სიტუაციაში. განვხილეთ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს,რომ ის ლიდერად ჩამოყალიბდეს, შეძლოს სიტუაციის ადეკვატური მართვა. რა დროს უნდა გამოვხატოთ კრიტიკული აზრი და როგორ უნდა ვიმუშაოთ გუნდურად. ეს გაკვეთილი ჩემთვისაც დიდი გამოცდილება და აღმოჩენა იყო. აქ განხილული თემებით ბავშვები ცხოვრების რთულ გამოწვევებთან ბრძოლისუნარიანობას ივითარებენ. თანამედროვე ცხოვრებაში კი, გამოწვევებისა და რისკების ალბათობა სულ უფრო მეტია და ამ ასაკშივე ბავშვების ფსიქოლოგიური მომზადება და ცოდნის მიღება უმნიშვნელოვანესია.

ბავშვებთან გასაუბრებისა და გაკვეთილზე დასწრების შემდეგ,ზარიც დაირეკა. მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან გამოცვივდნენ. ზოგი ნაძვის ხესთან მივიდა, ზოგი ცურვაზე გაიქცა,ზოგი კაფეტერიაში შევიდა. დადგა ყველაზე სახალისო - ფოტოსესიის ეტაპი. მეც და ჩვენი ფოტოგრაფიც რამდენიმე საათით სკოლის მოსწავლეები გავხდით. რაც მთავარია, პატარებმა სიხარულით დაგვრთეს ნება ფოტოები გადაგვეღო.

- სად დაგვბეჭდავთ? - ეს იყო ბავშვების გულწრფელი შეკითხვა. გადაღებებმა სიცილში და მხიარულებაში ჩაიარა. სკოლიდან გამოსულს, ჩემი სკოლა გამახსენდა. რა კარგია, რომ არსებობს სივრცე, სადაც მეგობრები გელოდებიან, სადაც ახალ აღმოჩენებს აკეთებ და სადაც, სწავლასთან ერთად, დასვენება და გართობაც შეგიძლია.



ტექსტი: ნათია გაბუნია

ფოტო: LIG Studio

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
ცნობილი ნორვეგიული
ბრენდი საქართველოში
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში
07:17 / 05.06.2020
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4477
TRY
TRY
1
0.4448
USD
USD
1
3.0532
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა