City News
შეხვედრა "რეპროარტში" - საუბრები მთავარზე

შეხვედრა, სახელწოდებით "საუბრები მთავარზე", ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკაში "რეპროარტი", სამუშაო დღის ბოლოს შედგა. 2012 წელს დაფუძნებულმა "რეპროარტმა" ზაფხულში მისამართი შეიცვალა.



ახალი ინტერიერითა და თბილი, "სახლური" გარემოთი, სულხან ცინცაძის 23 ნომერში დაბინავდა. ბევრი სტუმარი განახლებულ "რეპროარტში" პირველად მოხვდა. შესაბამისად, საღამო საპრეზენტაციო ხასიათსაც ატარებდა "კონსიერჟის" გუნდის მიერ მოფიქრებული კონცეფციითა და " სითის" მეგობარი კომპანიების მიერ დაწესებული ძალზედ საჭირო და სასიამოვნო საჩუქრებით.

"საუბრები მთავარზე" დაიწყო მთავარით. კერძოდ კი, კლინიკის მიმართულებების გაცნობით. ეს გახლავთ რეპროდუქტოლოგია, გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია, ანდროლოგია/უროლოგია, გენეტიკა, იმუნიზაცია, ექოსკოპია, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა . . . ერთი სიტყვით, სრული სპექტრი თემებისა, რომლებიც უკავშირდება ოჯახის დაგეგმვას და არა მარტო.

სოფო ნატროშვილი, დღეს უკვე ტყუპი გოგოების ბედნიერი დედა, ყვებოდა თავის ისტორიას, სადაც მთავარი გმირები, თავად სოფოს და "რეპროარტის" გუნდის გარდა, იყვნენ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. "რომ არა ექიმთა მაღალი პროფესიონალიზმი, ჩემი ოჯახის გვერდში დგომა და, ცხადია, გამართლებაც, ეს შედეგი ვერ დადგებოდა" - უყვებოდა სოფო "რეპროარტში" შეკრებილ აუდიტორიას. ისტორია მეორე გმირმა, ეთომ განავრცო. ის ჯერ მხოლოდ 8 კვირისაა და მთელი შემართებითა და ენერგიით ემზადება დედობისთვის.

"საგრძნობლად წინ წავიწიეთ. წლების წინ ამ თემებზე არავინ საუბრობდა და სოფოს ადგილზე მყოფი დედები მალავდნენ, რომ შვილი ხელოვნური განაყოფიერებით გააჩინეს. დღეს ეს პრობლემები მეტ-ნაკლებად გადალახულია. თუმცა , ცხადია, წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი"- აღნიშნა ლიკა ჭყონიამ, "რეპროარტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა.

საუბრები ვიქტორინამ ჩაანაცვლა. იმის მიუხედავად, რომ კითხვები სამედიცინო ხასიათის იყო და რეპროდუქტოლოგიას უკავშირდებოდა, პასუხების გაცემა არავის გასჭირვებია. პრიზები დააწესეს "ლუტეცია ჯგუფმა", "ჯიპისიმ", " კონსიერჟ თბილისმა", "ივ როშემ", "ამბიანსმა" და რასაკვირველია, თავად "რეპროარტმაც".

საღამოს სტუმრებს "რეპროარტისგან" განსაკუთრებული საჩუქრები ელოდათ. სპეციალურად იმ საღამოს მონაწილეებისათვის, White Studio-მ ლარნაკები დაამზადა, რომლის ერთ მხარეს "რეპროარტის" ლოგო - ორსული ქალის სილუეტი ეხატა, ხოლო მეორე მხარეს, ნაყოფიერების სიმბოლო - ბროწეულის ხე. ნახატის ავტორი მხატვარი ეკა ხუნწარია გახლავთ.

ღონისძიებები სათაურით "საუბრები მთავარზე" კი გაგრძელდება. "რეპროარტში" უკვე ემზადებიან შემდეგი შეხვედრისთვის. ცნობილია თემაც - მენოპაუზა, პრობლემები, მკურნალობა და ცხოვრების ახალი სტილი.


ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: ანა კოსტომაროვა

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
ცნობილი ნორვეგიული
ბრენდი საქართველოში
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში
07:17 / 05.06.2020
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4477
TRY
TRY
1
0.4448
USD
USD
1
3.0532
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა