City News
"მარკო პოლო" - მთის მოყვარულთა სამყარო
რედაქტორის ბლოგი
მე მიყვარს ადგილები ისტორიით. საკუთარი ისტორიით და მათთან დაკავშირებული ჩემი ისტორიით. გუდაური და "მარკო პოლო" ასეთი ადგილებია. მე, ცხადია, არ დავსწრებივარ მის გახსნას ჯერ კიდევ 1988 წელს, მაგრამ ჩემთვის ეს პირველი ევროპაც იყო, ავსტრიაც და ჩემი პირველი ჟურნალისტური კონფერენციაც. თქვენც გექნებათ ჩემსავით ამოჩემებული ადგილები, სადაც შვილები გინდა ჩაიყვანო და თითქოს აზიარო შენს ბავშვობას. ჩემი ოჯახი თანაბრად არის მთის და ზღვის. "აბა, წავედით გუდაურისკენ" - ამ ფრაზას ერთი დიდი ჟივილ-ხივილი მოჰყვება ხოლმე ოჯახში. ისტორიები გუდაურისა და "მარკო პოლოს" შექმნის შესახებ, მთის დიდი მოყვარული და მოამაგე ბაბუისგან იწყება. აგრძელებს, ასევე მთის ფანატი, მამა და ცოტას მეც.

"მარკო პოლოს" რესტორანი - ფართო და ვიტრაჟებიანი, კედლებზე შენარჩუნებული უნიკალური პანოებით, მყუდრო და ოჯახური სივრცეებით. დღეს მას "სოლიკო" ჰქვია, სოლიკო ხაბეიშვილის, აქაურობის ერთ-ერთი დამფუძნებლის პატივსაცემად. განახლებას ვატყობ მენიუს, სადაც მართლაც უნიკალური გემოს მქონე მთის გაცოცხლებული კერძები გაჩნდა. ისინი სეზონურად იცვლება და საკმაოდ მრავლად გახლავთ წარმოდგენილი: სტარტერები, ძირითადი კერძები და დესერტებიც კი. თუმცა, ცხადია, მათ პარალელურად, "მარკო პოლოში" ქართულ-ევროპული მენიუც დაგხვდებათ და ბავშვების მიერ ამოჩემებული საფირმო ბურგერებიც. ჩემი დაკვირვებით, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და აქაური გარემოს ზუსტად შესაბამისი საუზმეა. მე დიდი "საუზმისტი" გახლავართ. სულ რომ ღამის სამ საათზე დავიძინო, საუზმეს არ გამოვტოვებ. დიდ და ნათელ "სოლიკოში" უცხოელთა და ქართველთა სიმრავლეა. ყველა ერთმანეთს ესალმება, უღიმის. ფანტასტიკური და ძალიან თბილია აქაური მომსახურე პერსონალი. ძალზე კარგად შერჩეულია მენიუ. ისეთი, ყველა რომ თავისას იპოვის. მე, ტრადიციისამებრ, ყოველ ჩასვლაზე თავიდან ვსწავლობ, ვამოწმებ და "ჩემს მენიუს" ვირჩევ. მოკლედ, "მარკო პოლოს" საუზმე გამოტოვებას არ ექვემდებარება!

ის, რომ აქაურობა მთის მოყვარულთა ჩაფიქრებულ-აშენებულია, ყველგან იგრძნობა. აქ საკონფერენციო დარბაზებსაც მთის სახელები ჰქვია. ასე თანდათან და დეტალებში აცნობენ აქაურები ჩამოსულ სტუმრებს ჩვენს ქვეყანას და ისტორიას, რომელიც "მარკო პოლოს" წინ ჩამწკრივებული შალეებით გრძელდება. სამივეს, იმთავითვე, შორეულ 80-იან წლებში, სახელად "სნო" დაერქვა. სახელი და კონცეფცია დღესაც შენარჩუნებულია, ოღონდ, ცხადია, გათანამედროვებული. მისი იერსახე და დიზანი ნინო ძიძაძეს ეკუთვნის (Numéro Design).

პირადად ვესტუმრე სამივეს. ეს ოთხსაძინებლიანი შალეები, ერთმანეთისგან იზოლირებული დიდი საძინებლებით, ინდივიდუალური სააბაზანო ოთახებით, საგარდერობო სივრცით, დიდი ვიტრაჟებით, შექმნილია ოჯახების და დიდი სამეგობროს განსაკუთრებული დასვენებისთვის. წევხართ თქვენთვის აბაზანაში და დათოვლილ გუდაურს უყურებთ. ორსართულიანია შალე "სნო". ზედა სართულზე დიდი სივრცეა სამზარულო ზონით, ბუხრით და დიდი ტერასით, დროის მხიარულად და კომფორტულად გასატარებლად. შალეს სტუმრები, ცხადია, "მარკო პოლოს" ყველა სერვისით სარგებლობენ. თუ რამდენიმე ოჯახი ერთად გაემგზავრებით, ფასიც ძალზედ, ძალზედ კარგი გამოვა, განსაკუთრებით, "მარკო პოლოს" ხარისხთან და კომფორტთან მიმართებაში.

თავიდანვე შეიქმნა ცნობილი აუზი და სპა სივრცე. ჩემი რჩევაა განსაკუთრებულ პროცედურებზე იმთავითვე ჩაეწეროთ, რადგან ეს სივრცე ძალიან მოთხოვნადია. ის აერთიანებს სავარჯიშო ზონას, აუზს, საუნებს და გამაჯანსაღებელ-რელაქს ზონას. აქაც თავისი წესებია: თუ სიწყნარე და განმარტოებით დასვენება გსურთ, აირჩიეთ დრო, როცა ყველა სრიალებს. თუ მხიარულ განწყობაზე ხართ, საღამოსკენ ჩადით. "მარკო პოლოს" სპა სივრცის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ სარელაქსაციო გარემო აქ ბუნებრივადაა შექმნილი, ბუნების ულამაზესი ხედებით.

კაცმა რომ თქვას, ეს ჩემი სამოგზაურო ბლოგიც ისტორიაა. ისტორია "სითისთვის" და თქვენთვის, ვინც ახლა სწორედ გუდაურის გზას ადგახართ. ბედნიერი დასვენება თქვენ და ბევრი სასიამოვნო ისტორია.

ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: ლიზა გაბუნია

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
ცნობილი ნორვეგიული
ბრენდი საქართველოში
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში
07:17 / 05.06.2020
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4477
TRY
TRY
1
0.4448
USD
USD
1
3.0532
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა