City News
მანიკა ასათიანის "ვორლდკლასი"
მსოფლიო ბრენდის ახალი ამბასადორის ახალი ცხოვრება

დღის თორმეტი საათია. მანიკას მესიჯი მომდის, ზუსტად ათი წუთით აგვიანებს. ამ ათი წუთის მანძილზე ვათვალიერებ ხალხს. მათი უმრავლესობა ისე გამოიყურება, წუთით არ დავფიქრდებოდი, ისე გადავიღებდი ყველას. ცოტათი ვერც იჯერებ, რომ ეს თბილისში ხდება. "ვორლდკლასის" ცენტრალურ დარბაზში ტემპი და ტემპერატურა გაზაფხულის შესაბამისია: დინამიკური, იმის მანიშნებელი, რომ სადაცაა ზაფხული მოგადგება კარს და დრო არც თუ ისე ბევრი გაქვს. მე მანიკა მყავს გადასაღები და მისი ისტორია მაქვს მოსასმენი.

სანამ ჩემი გმირი მოვა, აქაურ სიახლეებს ვიგებ. მალე ამოქმედდება ე.წ. "დილის ლიმიტირებული საათების" პროგრამა. ეს მისწრებაა მათთვის, ვისაც სამსახური დილაადრიან ეწყება. ივარჯიშებთ დილის საათებში, თან - ნაკლებ ფასად. დაზოგავთ დროსაც და თქვენს ბიუჯეტსაც. ასე რომ, მოინიშნეთ.

მათთვის კი, ვინც უკვე სტაჟიანი "ვორლდკლასელია", იქმნება Worldclass-ის პროგრამა, რომელშიც ჩაერთვება კლუბის უკლებლივ ყველა წევრი. მათ, სტაჟის მიხედვით, ექნებათ მზარდი სტატუსები, რაც ნიშნავს კლუბისგან სხვადასხვა ტიპის საჩუქრებსა და ბენეფიტებს.

ახალმა ამბასადორმა, მანიკამ, ზუსტად დათქმულ დროს შემოანათა. ჩემთვის იდეალურ ფორმაშია და ოდნავ გაკვირვებული ვისმენ მის პირველ ფრაზას, - "ათი კილო მაქვს მომატებული."

ალბათ, ბავშვობიდან პერიოდს გულისხმობს - გავიფიქრე ჩემთვის. თუმცა, მეორეცაა - ჩვენ ყველამ ზუსტად ვიცით, რა არის ჩვენი იდეალური წონა და რამდენია ზედმეტი. გიჟური რიტმი აქვს; ტელევიზია, გადაღებები, მეიქაფ მასტერკლასები, ინფლუენსერის კონტრაქტები, ოჯახი და კიდევ ასი სხვა რამ.

- მე არასდროს მივარჯიშია, ეკა, არასდროს და არასდროს "მიდიეტია". ჩემი ვარჯიშის ხანგრძლივობა, მაქსიმუმ, ერთი თვე იყოს - მიყვება "ვორკლდკლასის" ჩემს საყვარელ კაფეში მანიკა.

- ანუ, აქამდე ეს ყველაფერი ბუნებისა და გენეტიკის დამსახურება იყო, ხომ? - ვაზუსტებ.

- კი, და ამ ბოლო დროს ვგრძნობდი, როგორ ნელ-ნელა მეპარებოდა წონა. წონაც არ არის მთავარი. მთავარი ისაა, როგორ გრძნობ შენს სხეულს, რა მდგომარეობაშია ის და შენი ცხოვრების წესი. ზუსტად იმ წამს, როდესაც მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა "ვორლდკლასი".

მისი, როგორც ბრენდამბასადორის ცხოვრების წესი, ნელ-ნელა უნდა შეიცვალოს. კვირაში სამჯერ ვარჯიში პერსონალურ ტრენერთან, ალექს ჯელაძესთან. ალექსი, სიმპათიური და კეთილღიმილიანი ტრენერი, მე მგონი საკმაოდ მკაცრია. მანიკას თავბრუდამხვევი ღიმილი მასზე საერთოდ არ მოქმედებს. მან იცის, რომ "ვორლდკლასის" ახალმა ამბასადორმა შედეგი გარკვეულ დროში უნდა დადოს. ტყავს არ აძრობს, მაგრამ არც მოდუნების საშუალებას აძლევს.

- უკან დასახევი გზა არ არის. ჩემი გადაწყვეტილება და სურვილიც, იყო გავმხდარიყავი მსოფლიო ბრენდის ერთგვარი ელჩი. ვიცი, რომ ძალიან ბევრი გოგო მიყურებს, თვალს მადევნებს ინსტაგრამზე, ერთია, "სთორი" გადაიღო და მეორე - რეალურად ივარჯიშო.

- რა არის შენი მიზანი, მანიკა? გახდე? რამდენი კილოგრამით? თუ, სხეულის ფორმები კიდევ უფრო გაიუმჯობესო?

- ყველაზე მთავარი ცხოვრების წესის შეცვლაა. ჩემი ქმარი, ბექა ყოველდღე ვარჯიშობს, მთელი ცხოვრება. ცოტა მრცხვენია კიდეც ასეთ ადამიანს დილით ვუთხრა, რომ იცი, ვარჯიშზე წასვლა მეზარება. მინდა ერთიანად ავყვეთ ამ რიტმს. მას ჩვენი შვილიც აჰყვება და ზოგადად, ცოტა სხვანაირი იქნება ცხოვრების წესი.

მანიკა განმარტავს, რომ აქაურობა, უბრალოდ, შექმნილია კომფორტული და სწორი ვარჯიშისთვის, დაწყებული სივრცეებიდან, ვარჯიშის სპეციფიკიდან, სატრენაჟორო მოწყობილობებიდან და გაგრძელებული, თუნდაც, აქვე არსებული კაფეთი და ზემოთ ნახსენები "ვორლდკლასის მოყვარულთა პროგრამით". თქვენ მთავარია დაიწყოთ და არ გაჩერდეთ. მოტივაციას "ვორდკლასიც" გაგიძლიერებთ!


ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: თიკო ჭიღლაძე


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პროფესიის არჩევა
- ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
პროფესიის არჩევა - ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
11:59 / 13.03.2020
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან
ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია
იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით.
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით.
10:54 / 12.03.2020
იცით თუ არა რამდენიმე მთავარი
ამბავი
იცით თუ არა რამდენიმე მთავარი ამბავი "გასტრონომის" შესახებ?
18:38 / 10.03.2020
ბიოენერგეტიკული წყალი ქართულ
ბაზარზე
ბიოენერგეტიკული წყალი ქართულ ბაზარზე
09:42 / 14.02.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
თამარ ბარბაქაძე და კლინიკა "რეპროარტი"
ჟურნალ "სითის" მკითხველები უკვე იცნობენ ქართულ - ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" ექიმებსა და მათ ისტორიებს. ამ ნომერში კლინიკის კიდევ ერთი წარმატებული ექიმის, მეან გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგ- ენდოკრინოლოგ თამარ ბარბაქაძის სამედიცინო გზაზე გიამბობთ.
14:10 / 14.03.2020
ექიმ- რადიოლოგ მარიკა რაზმაძის გზა მედიცინაში
პროფესიის არჩევა - ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
11:59 / 13.03.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4134
TRY
TRY
1
0.4701
USD
USD
1
3.1576
ამინდი
ბორჯომი 5 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა