City News
რა არის "გასტრონომი"?
იცით თუ არა რამდენიმე მთავარი ამბავი "გასტრონომის" შესახებ?

"სითის" შეკითხვებს პასუხობს სოფიო ჭუმბურიძე, შპს "პრემიუმ ფუდს ჯგუფის" პროექტების დირექტორი

როგორ დაიბადა "გასტრონომის" იდეა?

ისტორიის მოყოლა სულ თავიდან რომ დავიწყოთ, პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ "გასტრონომის" მშობელი კომპანია "პრემიუმ ფუდს ჯგუფი", რომელიც უკვე დიდი ხანია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს. მას შემოაქვს უმაღლესი ხარისხის საკვები პროდუქტები, რითაც ამარაგებს სასტუმროებს და რესტორნებს. მოთხოვნიდან გამომდინარე, გაჩნდა საცალო ქსელის იდეა, რომელსაც დაახლოებით სამი წელი ვამუშავებდით იმისთვის, რომ მიგვეღო ის, რაც გვინდოდა. დავდიოდით იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის და ბევრი სხვა ქვეყნის სოფლებში მცირე მწარმოებლებთან. შევარჩიეთ ზუსტად ისეთი მეწარმეები, რომლებიც არ არიან მასიურ წარმოებაზე ორიენტირებულები და არ ხმარობენ საკვები პროდუქტებისთვის მავნებელ დანამატებს. რაც შეეხება თვითონ სახელს, კონცეფციიდან გამომდინარე, სახელი "გასტრონომი" მარტივად დაერქვა. ეს სიტყვა ფრანგულად ნიშნავს გურმანს, ხოლო ეს კონკრეტული მაღაზია, პირველ რიგში, ზუსტად გურმანებისთვის შეიქმნა. აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში არ არსებობს ბევრი ის პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლი ითხოვს. ჩვენ ვცდილობთ "გასტრონომის" მეშვეობით მომხმარებელს მივაწოდოთ და გავაცნოთ ზუსტად ის საკვები პროდუქცია, რაც მათ აქამდე საქართველოში არ შეხვედრიათ.

როგორია "გასტრონომის" კონცეფცია?

პირდაპირ და ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ "გასტრონომი" არის ერთადერთი მაღაზია, სადაც პრემიუმკლასის, ექსკლუზიურად წარმოებულ პროდუქციას შეხვდებით. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ამ კონცეფციის განვითარებაზე. შესაბამისად, ვარჩევთ წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებულ სანდო და ნარჩევ პროდუქციას, რომლის იმპორტსაც ვახდენთ საქართველოში და ვანთავსებთ "გასტრონომში".

რა მიმართულებებით მუშაობთ "გასტრონომში"?

"გასტრონომი" აერთიანებს მსოფლიოს საუკეთესო წერტილებიდან შემოტანილ პროდუქტს. ეს გულისხმობს როგორც ძეხვის, ყველის, ზღვის პროდუქტების და სხვადასხვა დელიკატესის ნაირსახეობას, ასევე ტკბილეულს, პასტას, სოუსებს, რძის ნაწარმს და აზიურ საკვებ პროდუქციას. ამ ეტაპზე "გასტრონომში" 830 დასახელების სხვადასხვა პროდუქტია ხელმისაწვდომი.
აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ მაღაზიაში ყველაზე ნაკლებად კომერციული ბრენდებია წარმოდგენილი. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ ექსკლუზიურ, მცირე წარმოების პროდუქციას სხვადასხვა ქვეყნიდან.

რომელი ქვეყნის პროდუქციაა ექსკლუზიურად წარმოდგენილი "გასტრონომში"?

ვცდილობთ ბევრი სხვადასხვა ქვეყნის პროდუქცია დავახვედროთ და გავაცნოთ ჩვენს მომხმარებელს. შესაბამისად, ევროპული პროდუქცია შემოტანილია იტალიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, და შვეიცარიიდან. ხოლო რაც ეხება აზიურ პროდუქციას, გვაქვს როგორც ტაილანდური, ასევე იაპონური და ვიეტნამური პროდუქტები.

ჯანსაღი პროდუქცია გულისხმობს შენახვის ვადების ზუსტ და სწორ დაცვას. რა პერიოდულობით ახლდება ასორტიმენტი?

თუ არ მიწყენთ, ვადების ზუსტ და სწორ დაცვამდე, პროდუქციაში არსებული დანამატები, მათი წარმოების ადგილი და ინფრასტრუქტურაა მნიშვნელოვანი. როდესაც მომხმარებელი ჯანსაღი პროდუქციის შეძენაზეა ორიენტირებული, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია შეიძინოს პროდუქტი რაც შეიძლება ნაკლები დანამატით ან საერთოდ უდანამატო. იყოს ის სანდო ქვეყნის მიერ წამოებული, ჰქონდეს მინიჭებული საერთაშორისო სერთიფიკატები. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ვადები. უმეტესად, რაც უფრო ნაკლებია დანამატები, მით უფრო ნაკლებია შენახვის ვადა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ამ საკითხში არის ის, რომ ყველა პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია "გასტრონომში" იმპორტირებულია ჩვენ მიერ. შესაბამისად, ხდება ვადების მკაცრი კონტროლი თითოეულ პროდუქტზე.

საბავშვო მიმართულებიდან რას გამოყოფდით ?

"გასტრონომში" ბევრ ისეთ პროდუქტს შეხვდებით, რომელსაც ბავშვებს ყოველდღიურად მოვახმართ. მაღაზიაში წარმოდგენილი გვაქვს ორცხობილები და ბავშვებისთვის საყვარელი შოკოლადის კარაქი, რომელიც არ შეიცავს პალმის ზეთს. სხვადასხვა ხილის ლიმონათები, რომელიც გლუტეინის და შაქრის გარეშეა. მათ შორის, გვაქვს რძე, რომელიც არ შეიცავს ლაქტოზას. მოგეხსენებათ, ბავშვების უმეტესობას ალერგია აქვს ლაქტოზაზე და ეს პროდუქტი აქამდე საკმაოდ რთულად მოსაპოვებელი იყო საქართველოს ბაზარზე. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე დავამატეთ იტალიური ზეითუნის ზეთის საბავშვო ხაზი და პასტა, რომელიც ასევე არ შეიცავს გლუტეინს.
ის, რაც არ ვიცით: მაგალითად, "გასტრონომში" წარმოდგენილი ორცხობილების შეფუთვაზე ახატია ქათამი, რას ნიშნავს ეს?

საინტერესო კითხვაა, ნამდვილად. ჩემთვისაც სიურპრიზი იყო პირველად ამის აღმოჩენა. ეს არის ეგრეთ წოდებული Barn Eggs ანუ, ისეთი ქათმის მიერ დადებული კვერცხი, რომელიც ცხოვრობს გაშლილ სივრცეში და არა გალიაში. მათთვის შექმნილია სპეციალური ბუდეები, სადაც დებენ იმ კვერცხს, რომელსაც შემდეგ იყენებენ სხვადასხვა პროდუქციაში, მათ შორის, ჩვენთანაც.
კიდევ ბევრი სხვა, ქართული ბაზრისთვის უცნობი სტანდარტები და ხარისხის ნიშანი არსებობს, რომელიც ჩვენს პროდუქციას აქვს მინიჭებული. მაგალითად, Vegan ok - ეს ნიშნავს, რომ პროდუქცია არ შეიცავს არანაირ ხორცს, კვერცხს, რძის პროდუქტებს და ცხოველური წარმოშობის რაიმე ინგრედიენტს.

ზოგ პროდუქტზე ასევე, შეხვდებით სპეციალურ მანიშნებელს - PDO (Protected Designation of Origin), რაც ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი იწარმოება სწორედ იმ რეგიონში, სადაც ის ისტორიულად წარმოიშვა.

იტალიური პრდუქციიდან, უფრო ხშირად პასტაზე შეხვდებით ნიშანს GAP (Good Agricultural Practices), რაც ასევე მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტისთვის. ვინაიდან, ეს ნიშანი მიუთითებს, რომ მოსავლის აღების და წარმოების პროცესში დაცულია როგორც მუშახელის ჰიგიენა და ჯანმრთელობა, ასევე ყველა ის ფაქტორი, რაც მნიშვნელოვანია ეკომეგობრული გარემოს შესაქმნელად.

ასევე, მომხმარებელს აინტერესებს რას ნიშნავს პროდუქციაზე ინიციალები UHT (Ultra-High Temperature). ეს ქართულად ითარგმნება როგორც ულტრამაღალი ტემპერატურით დამუშავება ან ულტრაპასტერიზაცია. ეს არის საკვების გადამუშავების ტექნოლოგია, რომელიც თხევადი საკვების სტერილიზაციას ახდენს 135°C- ზე ზემოთ. ეს არის ის ტემპერატურა, რომელიც საჭიროა ბაქტერიული ენდოსპორების მოსაკლავად, რათა მივიღოთ ჩვენთვის უვნებელი, მაღალი ხარისხის პროდუქტი.

გეგმავთ თუ არა "გასტრონომის" ფილიალების გახსნას?

როგორც ზევით საუბრისას აღვნიშნე, ჩვენ არ ვართ ორიენტირებული კომერციული პროდუქციის გაყიდვაზე. ძირითადად ჩამოგვაქვს ისეთი პროდუქცია, რომელიც მასიურად არ იწარმოება. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ბაზარზე წარმოდგენილი ვიყოთ მაქსიმუმ ორი ფილიალით. მაგრამ იმ პროდუქციით, რასაც მომხმარებელი უწოდებს ხარისხიანს და ჯანსაღს. ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი ფილიალი გვაქვს, რომელიც მდებარეობს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზ. 49 დ.

მომსახურების კიდევ რომელ განსაკუთრებულ ფორმებზე გააკეთებდით აქცენტს?

ლოიალურობის ბარათი. ალბათ, ყველაზე მარტივი რამ, რასაც მომხმარებელს დღესდღეობით კომპანიები აწვდიან.

როდესაც "გასტრონომს" ვხსნიდით, ხარისხიანი ასორტიმენტის გარდა, მიზნად გვქონდა მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა საქართველოს ბაზარზე არსებული საცალო ქსელის სერვისისგან განსხვავებული მომსახურება. შესაბამისად, მოხმარებელს, გარდა ჩვენი ექსკლუზიური კონცეფციისა, ვთავაზობთ თბილ გარემოს, პროფესიონალი კონსულტანტების მომსახურებას და იმ პატარა დეტალებს, რომელზეც არ ვისაუბრებ, რადგან ვფიქრობ, უმჯობესია მომხმარებელმა უკვე ადგილზე აღმოაჩინოს და თავის თავზე გამოსცადოს. თუმცა, ჩემი პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე, შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს თითოეული პატარა დეტალი, რასაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლოიალურობის კუთხით.
რომელია "გასტრონომის" ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია. როგორ გამოიყურება ყველაზე პოპულარული პროდუქტების ხუთეული?

სიმართლე რომ გითხრათ, გამიჭირდება 830 დასახელების პროდუქციიდან მხოლოდ ხუთეულის გამოყოფა. მაგრამ, რადგან ეს კითხვა დაისვა, შემიძლია საკვები პროდუქტების კატეგორიები გამოვყო, რაც ვთვლი, რომ უფრო მართებული იქნება. დიდი პოპულარობით სარგებლობს რძის ნაწარმი. უფრო კონკრეტულად კი, ყველის სხვადასხვა სახეობა. ასევე, გამოვყოფდი ხორცს და ზღვის პროდუქტებს. ტკბილეულიდან კი, ექსკლუზიურ შოკოლადებს. აქ მომხმარებელს ხვდება ისეთი პროდუქცია, რომელსაც მხოლოდ ჩვენ ვთავაზობთ.



ტექსტი: ეკა ხოფერია

ფოტო: ანა კოსტომაროვა


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პროფესიის არჩევა
- ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
პროფესიის არჩევა - ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
11:59 / 13.03.2020
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან
ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია
იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით.
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით.
10:54 / 12.03.2020
მსოფლიო ბრენდის ახალი ამბასადორის
ახალი ცხოვრება
მსოფლიო ბრენდის ახალი ამბასადორის ახალი ცხოვრება
10:48 / 10.03.2020
ბიოენერგეტიკული წყალი ქართულ
ბაზარზე
ბიოენერგეტიკული წყალი ქართულ ბაზარზე
09:42 / 14.02.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
თამარ ბარბაქაძე და კლინიკა "რეპროარტი"
ჟურნალ "სითის" მკითხველები უკვე იცნობენ ქართულ - ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" ექიმებსა და მათ ისტორიებს. ამ ნომერში კლინიკის კიდევ ერთი წარმატებული ექიმის, მეან გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგ- ენდოკრინოლოგ თამარ ბარბაქაძის სამედიცინო გზაზე გიამბობთ.
14:10 / 14.03.2020
ექიმ- რადიოლოგ მარიკა რაზმაძის გზა მედიცინაში
პროფესიის არჩევა - ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
11:59 / 13.03.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4134
TRY
TRY
1
0.4701
USD
USD
1
3.1576
ამინდი
ბორჯომი 5 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა