City News
პლასტიკური ქირურგია - ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან ხელაშვილი
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით. თუკი, თითქმის ყველა პლასტიკურ ოპრაციასთან მიმართებაში, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ქირურგის ხელწერაზე, ამ ქირურგების შემთხვევაში, შედეგი მაქსიმალურად მიახლოებულია ბუნებრიობასთან და იდეალთან, რადგან ინდივიდუალურადაა მორგებული თითოეულ პაციენტზე. როგორც წესი, ორი ქირურგის ასეთი წარმატებული თანამშრომლობა იშვიათია. თუმცა, ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან ხელაშვილი უკვე 3 წელია ერთად მუშაობენ და მათი პორტფოლიო 1000-ზე მეტ წარმატებით ჩატარებულ ოპერაციას მოიცავს. "ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში", მათ კაბინეტთან, რიგი თითქმის არასდროს წყდება. ისინი, ვისაც ოპერაცია უკვე წარმატებით ჩაუტარდა, გამოცდილებას მომავალ პაციენტებს უზიარებენ. თუმცა, მთავარი რჩევები მათ კაბინეტის მიღმა ელოდებათ.

სად და როდის შეხვდა ორი წარმატებული ქირურგი ერთმანეთს და რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც გარეგნობაში ცვლილებების შეტანას გადავწყვეტთ... მოკლედ, ვეცადეთ ჩვენი რესპონდენტებისთვის ყველა ის კითხვა დაგვესვა, რომელიც თქვენთვის საინტერესო იქნება…

შეხვედრა

ბეჟან ხელაშვილი: ერთმანეთს "ხუჯაძე-გოგნიაშვილის" კლინიკაში შევხვდით. ზოგადად, ცხვირის პლასტიკის ოპერაცია, საკმაოდ სპეციფიკურია. ესაა ოპერაცია, რომლის დროსაც ძალიან გჭირდება პროფესიონალის გვერდზე დგომა და სწორი დახმარება. თავიდან, ოპერაციებზე ვეხმარებოდით ერთმანეთს. ერთობლივი მუშაობა იმდენად ხარისხიანი, ნაყოფიერი და ურთიერთშეთანხმებული გამოდგა, რომ ბოლოს გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა ერთობლივი პატარა კორპორაცია, პლასტიკურ ქირურგიაში.

გზა ერთმანეთთან შეხვედრამდე

ბეჟან ხელაშვილი: ეს გზა საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალფეროვანი იყო. სტუდენტობის დროიდან მოყოლებული, "სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში" ვმუშაობდი. მინდა მადლობა გადავუხადო მიშა ხუჯაძეს, ჩემს მეგობარს და მასწავლებელს, რომელმაც მუშაობა ყელ-ყურის მიმართულებით დამაწყებინა. შემდეგ მოვხვდი ჩემს, ასევე მეგობარ და მასწავლებელ, დავით ციციშვილთან, ვისთან ერთადაც უკვე პლასტიკური ქირურგიის ხელოვნებას ვეუფლებოდი. მიუხედავად განვლილი გზისა, ყოველდღიურად ვცდილობთ განვვითარდეთ და ვისწავლოთ რაღაც ახალი. დავდივართ პლასტიკურ ქირურგთა შეკრებებსა და სხვადასხვა კონგრესზე, სადაც ვეცნობით სფეროში დანერგილ სიახლეებს და ვიზიარებთ ჩვენი უცხოელი კოლეგების გამოცდილებას.

ქრისტინა ჩალაძე: ეს გზა "ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკიდან" იწყება. პლასტიკური ქირურგიით დაინტერესება ჩემი პირველი მასწავლებლის, გოჩა მხეიძის დამსახურებაა. სწორედ მან შთამაგონა ამ მიმართულებას გავყოლოდი. მინდა მთელი კლინკის გუნდს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ თავდაუზოგავად შრომობდნენ, რათა პროფესიონალ ექიმად შევმდგარიყავი. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელებს - ბატონ მიშა ხუჯაძეს და ბატონ გიორგი გოგნიაშვილს ჩვენი პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.

მიმართულებები

ქრისტინა ჩალაძე: ჩვენი ძირითადი მიმართულებებია - რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკა), ოტოპლასტიკა (ყურის პლასტიკა), ტუჩის მოცულობის გაზრდა, (როგორც ოპერაციული, ასევე შემავსებლის მეთოდით) და მკერდის აუგმენტაცია.

რომელია მათ შორის ყველაზე პოპულარული?

ბეჟან ხელაშვილი: ყველაზე მოთხოვნადი რინოპლასტიკაა, მეორე ადგილზე კი, ტუჩის კორექციაა.

რა არის დღეს ყველაზე ტენდენციური ესთეტიკურ მედიცინაში?

ბეჟან ხელაშვილი: ბუნებრიობა.

რას ითხოვს ყველაზე ხშირად თქვენთან მოსული პაციენტი?

ქრისტინა ჩალაძე: პაციენტების 80% ითხოვს ბუნებრივ ცხვირს. ეს სწორიცაა. ყველას სურს მის სახესთან მორგებული, ინდივიდუალირი ფორმის ცხვირი და არა სტანდარტული.

ბეჟან ხელაშვილი: პაციენტების 10-15% მოდის ფოტოთი და გვეუბნება, რომ ზუსტად ასეთი ცხვირის ფორმა უნდა. პაციენტის კანისა და ხრტილების სტრუქტურა და სახის ფორმა უნდა იძლეოდეს ამის საშუალებას. თუ ვხვდებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ამის რესურსი არაა, პაციენტს ვუხსნით და ალტერნატივას ვთავაზობთ.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა, რომელიც აქ მოდის. რისთვის უნდა იყოს მზად?

ბეჟან ხელაშვილი: აუცილებელია, რომ პაციენტებმა გაიაზრონ რამდენად მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პერიოდი. ჩვენზე, რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს პოსტ-ოპერაციულ მოვლასაც. პაციენტმა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ჩვენი მითითებები და მოერიდოს თვითნებურ ჩარევას.

ოპერაციის მეთოდები

ქრისტინა ჩალაძე: მედიცინაში მეთოდები დღითიდღე იხვეწება. ჩვენც ვცდილობთ ამ რიტმს ავყვეთ. დავნერგეთ ოპერაციების გაკეთება უახლესი მეთოდით- ელექტროინსტრუმენტებით. ბუნებრივია, ეს იძლევა უკეთეს შედეგს - მარტივ რეაბილიტაციას, ნაკლებ შეშუპებას, სილურჯეებს და ტკივილს. შეხორცების პროცესიც ბევრად სწრაფად მიდის და ვიზუალურ მხარეზეც დადებითად აისახება, რადგან ამ ტექნიკით მუშაობა გვაძლევს ბევრად მეტ შესაძლებლობებს.

ბეჟან ხელაშვილი: ბევრჯერ გვყოლია პაციენტები, რომელთა ოპერირებაზეც, სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, რამდენიმე ქირურგს უთქვამს უარი. ახალი მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, მსგავს შემთხვევებშიც დადებითი შედეგები გვაქვს.

სად შეიძლება თქვენთან კონსულტაციის გავლა "ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის" გარდა?

ქრისტინა ჩალაძე: ჩვენი ძირითადი ბაზა "ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაა". ორ კვირაში ერთხელ, სამი დღით ჩავდივართ ბათუმში, სადაც პაციენტებს "ხოზრევანიძის კლინიკაში" ვიღებთ.
ხშირად დასმული კითხვები

ბეჟან ხელაშვილი: პირველი კითხვა არის ხოლმე - ხომ გავიღვიძებ? გვინდა ყველა ჩვენი პაციენტი დავამშვიდო და ავუხსნა, რომ ჩვენი გუნდი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ისინი მთლიანად ორიენტირებული არიან პაციენტის კეთილდღეობაზე. აღჭურვილობა კი, ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს. ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაციების სტატისტიკა.

ქრისტინა ჩალაძე: კითხვების უმეტესობა ეხება პოსტ-ოპერაციულ პერიოდს. საბოლოო შედეგი ოპერაციის გაკეთებიდან ერთი წლის შემდეგ დგება. ამიტომ, ამ პერიოდის განმავლობაში უნდა ვეცადოთ ცხვირს მაქსიმალურად მოვუფრთხილოდეთ. სასურველია, პაციენტმა, ოპერაციის შემდეგ, სასმელის მიღებისგან 1-2 თვე შეიკავოს თავი, რათა თავიდან ავირიდოთ შეშუპება. ვარჯიში 3 თვის მანძილზე არაა რეკომენდირებული. ხშირია კითხვები სათვალისა და რუჯის შესახებაც. უმჯობესია, პაციენტმა სათვალე 6 თვე მაინც არ გაიკეთოს. შემდეგ კი, უკვე შედარებით მსუბუქი მოდელი მოირგოს. რუჯი პაციენტის კანის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. ზოგი ნაკლებად შუპდება, ზოგი - მეტად. მაგრამ, მაინც უმჯობესია პაციენტმა გარუჯვაც ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ დაიწყოს. ეს ზოგადი რეკომენდაციებია. თუმცა, ჩვენ პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს, რადგან ყველა შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავებულია.

ვისაუბროთ ესთეტიკური მედიცინის მეორე ყველაზე პოპულარულ მიმართულებაზე - ტუჩის მოცულობის გაზრდაზე.

ბეჟან ხელაშვილი: ტუჩის ფორმისა და, პაციენტის მოთხოვნიდან გამომდინარე, მოცულობის გაზრდისას ვიყენებთ ოპერაციულ მეთოდს ან შემავსებლებს. პაციენტს ტუჩის ფორმის მიხედვით ვთავაზობთ შესაძლო ვარიანტებს. ძირითადი ამოცანა არის ის, რომ ყველა პაციენტი იყოს ინდივიდუალური. დღეს ეს ყველაზე ტენდენციურია.

ქრისტინა ჩალაძე: ხშირად, როდესაც პაციენტი რინოპლასტიკას იკეთებს, ცხვირის წვერი მაღლა იწევს და პაციენტს ტუჩის ფორმის გალამაზებაც უნდება. პაციენტების მაქსიმალური კომფორტისთვის, ცხვირის ოპერაციის პარალელურად, ტუჩის ფორმირებასაც ვაკეთებთ.

როგორია გზა იდეალურ ცხვირამდე?

ბეჟან ხელაშვილი: პირველ რიგში, ვგეგმავთ კონსულტაციას, რომლის დროსაც ხდება ცხვირის შემოწმება. ვადგენთ, პაციენტს ხომ არ აქვს სუნთქვის პრობლემა ან რაიმე სხვა გართულება. ვისმენთ რა სურს და რა აწუხებს პაციენტს. ვუხსნით როგორ კეთდება ოპერაცია. რა მეთოდებსა და ტექნიკას ვიყენებთ. პაციენტის სურვილის გათვალისწინებით, ვადგენთ ცხვირის სასურველ ფორმას. მოდელირების საშუალებით კი, შედეგის წინასწარ, ვიზუალურად ნახვა თავადაც შეუძლიათ.

ოპერაციამდე 3-4 დღით ადრე იწყება წინასაოპერაციო კვლევები. უშუალოდ ოპერაციამდე აუცილებლად კიდევ ერთხელ ვხვდებით პაციენტს და თავიდან გავდივართ ყველა საკითხს, რათა ზუსტად ის შედეგი მივიღოთ, რაზეც პაციენტი ოცნებობს. ოპერაციის შემდეგ, ერთ ღამეს ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ ატარებს. შემდეგ კი, იწყება რეაბილიტაციის პროცესი.


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: Cloud Studio
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
ცნობილი ნორვეგიული
ბრენდი საქართველოში
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში
07:17 / 05.06.2020
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4477
TRY
TRY
1
0.4448
USD
USD
1
3.0532
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა