City News
ექიმ- რადიოლოგ მარიკა რაზმაძის გზა მედიცინაში
პროფესიის არჩევა - ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
1981 წელს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. მე-4 კურსზე პირველი შვილი, ნათია შეგვეძინა. მალევე, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გავემგზავრეთ. მედიცინის კონკრეტულად რომელი დარგი მინდოდა, გადაწყვეტილი არ მქონდა. ორდინატურა კარდიოლოგიაში გავიარე და სწორედ იქიდან, უზომოდ შემიყვარდა ეს მიმართულება. წარმატებას დიაგნოსტიკაში, პირველ რიგში, ჩემს კლინიკურ გამოცდილებას ვუკავშირებ. მოსკოვში, კარდიოლოგიურ განყოფილებაში ვმუშაობდი. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. მქონდა რთული და დატვირთული სამუშაო გრაფიკი. დამატებით ვმუშაობდი როგორც გადაუდებელ, ასევე თერაპიულ განყოფილებაში, მორიგე ექიმად. ამ ყველაფერმა გამიმარტივა ადაწყვეტილება გადავსულიყავი დიაგნოსტიკაში. ასპირანტურაში ჩაბარებისა და დისერტაციის დაცვის შემდეგ, მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნების დრო დადგა.

შეხვედრა ფრიდონ თოდუასთან და საბოლოო არჩევანი.

"ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში" 27 წელზე მეტია ვმუშაობ. სწორედ მისი რჩევით გადავინაცვლე კარდიორადიოლოგიაში და ვფიქრობ, რომ მისმა სწორმა რჩევამ ზუსტი მიმართულებით წამიყვანა. ეს ის პერიოდია, როცა კლინიკები იშლებოდა და წინა პლანზე დიაგნოსტიკური მედიცინა გამოდიოდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რადიოლოგიის აღორძინება ფრიდონ თოდუას სახელს უკავშირდება. რადიოლოგიის უკეთ შესწავლის მიზნით, ისევ მოსკოვში დავბრუნდი და ექოკარდიოგრაფია შევისწავლე. რადგან გულის ფიზიოლოგია კარგად ვიცოდი, იქ სწავლა ჩემთვის რთული არ ყოფილა. პრაქტიკა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავიარე და 1992 წლიდან გავხდი "ფრიდონ თოდუას კლინიკის" გუნდის სრულფასოვანი წევრი. ჩემი პროფესიის წყალობით, ძალიან საინტერესო და შინაარსიანი ცხოვრება მქონდა. მთელი ამ წლების მანძილზე, უამრავ კონფერენციასა და სიმპოზიუმში მივიღე მონაწილეობა. პრაქტიკულ სამუშაოსთან ერთად, სამეცნიერო ცხოვრებაც დატვირთული და საინტერესო იყო.

ულტრაბგერის განვითარება

თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, მედიცინაც სულ უფრო ვითარდება. ულტრაბგერითმა აპარატმა, წლების გასვლასთან ერთად, საოცარი პროგრესი განიცადა. პირველად, როცა ამ კლინიკაში მოვედი, შავ-თეთრ ულტრაბგერით აპარატზე ვმუშაობდი, დღეს კი, 3D-4D პროგრამის საშუალებით ვსვამ დიაგნოზს. უკანასკნელ ათწლეულში ულტრაბგერითი აპარატის განვითარების შედეგად მიღწეულმა პროგრესმა, საგრძნობლად გააფართოვა კარდიოლოგების წარმოდგენა გულის ფიზიოლოგიაზე.

მიმაჩნია, რომ ექოკარდიოგრაფია უნდა ჩაატაროს კლინიკური გამოცდილების მქონე ექიმმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პაციენტი რომ მოდის და ანამნეზს ვკრებ, ცხადი ხდება თუ რა მიმართულებით უნდა გავაკეთო აქცენტირება დიაგნოსტიკური კვლევის მიმდინარეობისას.

სამსახური და პაციენტები.

ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს სამსახურში ვატარებ. 27 წელია ამ კლინიკაში ვმუშაობ და აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე და ყველა ჩემი პაციენტი. ყოველთვის გულთან ახლოს მიმაქვს მათი პრობლემები და ყურადღებით ვეკიდები თითოეულ დეტალს. აქაურობის გარეშე თავი ვერ წარმომიდგენია. მინდა მუდმივად განვვითარდე, ვისწავლო და ტექნოლოგიურ პროგრესს არ ჩამოვრჩე. ამიტომ, მუდმივად თავდაუზოგავად ვმუშაობ, ვესწრები სხვადასხვა კონფერენციას და ყოველთვის მსოფლიო მედიცინის სიახლეების ეპიცენტრში ვარ.

ოჯახი, როგორც საყრდენი

ამდენი წელი იყო აქტიურ მედიცინაში, სწავლობდე, მუშაობდე - ამას დიდი ხელშეწყობა სჭირდება. სულ ვფიქრობ, რომ არა ჩემი მეუღლის უპირობო მხარდაჭერა, ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდი. მისი მთავარი პრიორიტეტი და სიხარულია, როცა მე რეალიზებული ვარ საკუთარ საქმეში და წარმატებას ვაღწევ. ეს ჩემთვის უდიდესი ძალაა.

მყავს ორი შვილი, ნათია და ეკა და 9 წლის შვილიშვილი - ნინო. ორივე შვილი სწავლაზე შეყვარებული და ძალიან საქმიანია. ნათიამ ნოტინგემში, თრენთის უნივერსიტეტში, საკორპორაციო სამართლის განხრით მაგისტრატურა დაამთავრა და დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მუშაობს. ეკამაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ გადაწყვიტა. ჯერ საფრანგეთში მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ახლა კი, ნიუ იორკში, ბარუხის კოლეჯში სამაგისტრო ხარისხის კანდიდატია ფინანსების განხრით. შვილიშვილთან დროის გატარება ჩემი საყვარელი პერიოდია. ყოველი შაბათ-კვირა მასთან ერთად მაქვს გაწერილი... ძალიან უყვარს ოპერა და ყველა წარმოდგენა გვაქვს ნანახი. დავდივართ კინოში, თეატრში, პარკებში და, რაც მთავარია, ერთად ვასეირნებთ ჩვენს ძაღლებს. ოჯახში ცხოველები ყველას გვიყვარს. გვყავს ორი ძაღლი. მე და ჩემი შვილიშვილი, მათთან ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებთ. შაბათობით კი, მთელი ოჯახი დედასთან ვიკრიბებით სადილზე. ოჯახი ჩემი ცხოვრებისა და პროფესიული წარმატების მთავარი ძალა და სტიმულია.


ტექსტი: ნათია გაბუნია
ფოტო: LIG Studio

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან
ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია
იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით.
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით.
10:54 / 12.03.2020
იცით თუ არა რამდენიმე მთავარი
ამბავი
იცით თუ არა რამდენიმე მთავარი ამბავი "გასტრონომის" შესახებ?
18:38 / 10.03.2020
მსოფლიო ბრენდის ახალი ამბასადორის
ახალი ცხოვრება
მსოფლიო ბრენდის ახალი ამბასადორის ახალი ცხოვრება
10:48 / 10.03.2020
ბიოენერგეტიკული წყალი ქართულ
ბაზარზე
ბიოენერგეტიკული წყალი ქართულ ბაზარზე
09:42 / 14.02.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
თამარ ბარბაქაძე და კლინიკა "რეპროარტი"
ჟურნალ "სითის" მკითხველები უკვე იცნობენ ქართულ - ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" ექიმებსა და მათ ისტორიებს. ამ ნომერში კლინიკის კიდევ ერთი წარმატებული ექიმის, მეან გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგ- ენდოკრინოლოგ თამარ ბარბაქაძის სამედიცინო გზაზე გიამბობთ.
14:10 / 14.03.2020
ექიმ- რადიოლოგ მარიკა რაზმაძის გზა მედიცინაში
პროფესიის არჩევა - ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
11:59 / 13.03.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4134
TRY
TRY
1
0.4701
USD
USD
1
3.1576
ამინდი
ბორჯომი 5 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა