City News
ლიკა ევგენიძე - სარკევ, სარკევ...
გამოცემა "სითი", სასტუმრო და სპა სივრცე "ლიფერენთი" ერთობლივ რუბრიკას განარძობს.
რუბრიკაში "სარკევ, სარკევ..." ყველა ქალბატონი თავის მოვლის საკუთარ წესს და სილამაზის პატარა საიდუმლოს გვაცნობს. ჩვენი სტუმარი, ამჯერად, ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძეა. გადაღების დაწყებისთანავე, თავში მისი ბებიის, ულამაზესი კირა ანდრონიკაშვილის და დედის, ნინა კალანდაძის შესახებ მებადება შეკითხვები და ლიკას ვთხოვ, რამდენიმე წინადადებით ამ შთამბეჭდავი გენეტიკური შარმის შესახებაც გვესაუბროს. კამერის ჩართვისთანავე, ფაქტობრივად უწყვეტად ჩავწერეთ ვიდეო. ლიკა ნამდვილი პროფესიონალია. ზუსტად იცის კამერასთან მუშაობის ყველა წესი. ერთი ამოსუნთქვით მოვისმინე და ვუყურე. სულ სხვანაირი გოგოა, გამორჩეული, განსაკუთრებული ენერგეტიკით.

ლიკა ევგენიძე 

- ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მეიქაფის გამოყენება ხშირად მიწევს. ამიტომ, პირველ რიგში რასაც რუტინის დაწყებამდე ვაკეთებ - მაკიაჟის საფუძვლიანი მოშორებაა. ეს რუტინა როგორც დღისით, ასევე ღამითაც შეგიძლიათ გაიმეოროთ. დღეს თვალის მოვლაზე არ ვისაუბრებ. რუტინა სახის მოვლას შეეხება. სახის კარგად დაბანის შემდეგ, ვისვამ სკრაბს, რის შემდეგაც ვიკეთებ ნიღაბს. ეს არის ამერიკული ბრენდის Glam Glow -ს სახის ნიღაბი და თუ საღამოს სადმე წასვლა გაქვთ დაგეგმილი, გსურთ ბზინავდეთ და გქონდეთ კარგი ეფექტი, ამ იასამნისფერ ნიღაბს გირჩევთ. ნიღბის წასმის შემდეგ, როცა ის მყარ კონსისტენციას მიიღებს, შეგიძლიათ ერთი ხელის მოსმით მოიძროთ და დაიბანოთ სახე. შემდეგი ეტაპი დამატენიანებელი სახის გელია. ამ შემთხვევაში, ClINIQUE-ის გელს გამოვიყენებ,რომელიც ახლახანს აღმოვაჩინე და ძალიან მომეწონა. როცა გელი კარგად გაიწოვება, ვიწყებ სახის მკვებავის წასმას. რასაც ხშირად ვიყენებ, Sisleys-ის საცხებია. გარდა ამ კოსმეტიკური საშუალებებისა, მაქვს სახლის პირობებში, სწრაფად დასამზადებელი არაჩვეულებრივი სკრაბის რეცეპტიც. ამ სკრაბისთვის გვჭირდება ნალექიანი ყავა და ქოქოსის ზეთი. ვურევთ ერთმანეთში, ვიდრე არ მივიღებთ სკრაბის კონსისტენციას.რამდენიმე წუთი გავიჩერებთ სახეზე და ჩამოვიბანთ. სხვათა შორის, ფანტასტიკური შედეგი აქვს. კანი რბილი და დატენიანებული ხდება.

ხშირად მეკითხებიან, ბებიაჩემი, კირა ანდრონიკაშვილი როგორ უვლის თავს და როგორ გამოიყურება მუდმივად კარგად. ჩემგან განსხვავებით, მას ნაყიდი პროდუქცია არ უყვარს. რასაც თავის მოვლისთვის იყენებს, თავადვე, სახლში ამზადებს და ამბობს,რომ ეს გაცილებით კარგია. საერთოდ, ჩვენს ოჯახში ქალებს ერთი წესი გვაქვს - ძალიან გვიყვარს ადრე დაძინება. კარგი ძილი ფორმაში ყოფნისთვის და მშვიდი სახისთვის, აუცილებელი წინაპირობაა. თითქმის ყოველდღე, 11 საათზე ვწვები და ვფიქრობ, რომ გარდა კოსმეტიკისა, ცხოვრების ჯანსაღი წესი ბევრ რამეს განსაზღვრავს. მე არამწეველი ვარ და მუდმივად ვვარჯიშობ. ვცდილობ კვებასაც მივაქციო ყურადღება. ეს ყველაფერი ჩემი დატვირთული და ცხოვრების აქტიური რეჟმის ბალანსისთვის, ძალიან მჭირდება.

ლიკა ევგენიძის მიერ სახლში მომზადებული სახის სკრაბი

ვიღებთ რამდენიმე ჩაის კოვზ ნალექიან ყავას და ვურევთ ქოქოსის ზეთს. ვურევთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ სკრაბის კონსტიტენციას. ვისვამთ სახეზე, ვიჩერებთ და ცოტა ხნის შემდეგ ჩამოვიბანთ.


ტექსტი: ნათია გაბუნია
ფოტო: ლიზა გაბუნია

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა
ნაფეტვარიძისგან
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა ნაფეტვარიძისგან
09:23 / 05.05.2020
იცით, არ მიყვარს
ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
იცით, არ მიყვარს ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
09:53 / 04.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2020 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5366
TRY
TRY
1
0.4654
USD
USD
1
3.1761
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
გამოწერა