City News
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ნათია გაბუნია, ჟურნალისტი

ვწერ ამ ტექსტს და ვზივარ ჩემი სახლის, ყველაზე საყვარელ წერტილში - აივანზე . ტრადიციულად ვსვამ ყავას და თან ვფიქრობ. ბერვმა დაწერა, მანქანების აკრძალვის შემდეგ, ჩიტების ხმა გავიგეთო . მე არ მესმოდა. დღეს - გავიგე . გარეთ გავიხედე. ქუჩა, სრულიად ცარიელია . ისმის ჩიტების ხმა, თან მუსიკას ვუსმენ. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი, ძალიან სასიამოვნოცაა. მაგრამ...

მაგრამ, სწორედ ახლაა ის ეტაპი, რომ უბრალოდ ძალიან დავიღალეთ. მოვდუნდით. ნერვებიც გვღალატობს. შემართება ნელ-ნელა გვტოვებს. თითქოს, დრო გაჩერდა. გავაკეთეთ საჭმელი, წავიკითხეთ წიგნები, ვნახეთ მივიწყებული და ახალი ფილმები. სერიალები. დავუთმეთ საკუთარ თავს დრო, მაგრამ გარეთ გვინდა. სოციალიზაცია გვინდა. სეირნობა გვინდა, სასმახურში სიარული. მეგობრების ნახვა. კაფეში დაჯდომა, კინოში სიარული, კონცერტების მოსმენა. როგორი დღეები გვქონია, თურმე. ბედნიერი, ლაღი .. და, რა ხდება მაშინ, როცა მსოფლიოს დღის წესრიგი აირია, სახლებში გამოგვკეტეს და ამ სახლებში, ვართ ის ქალებიც, რომლებიც ორ შვილთან ერთად, მარტო აღმოვჩნდით. რთულია, ამ დროს ბავშვებს აუხსნა დამაჯერებლად, რატომ შეიცვალა მათი ცხოვრება ასე. რატომ ვერ დადიან იმ ადგილებში, რომლებიც უყვართ. რატომ მოდიან მამები აივნებთან მათ სანახავად და რატომ ვერ ეხუტებიან ბებიებს და ბაბუებს. ყველა დილა იწყება უნას შეკითხვით, რომელსაც თავადვე სცემს პასუხს. - ბატუტი დაკეტილია? დედა გააღებს. ურთულესია ეს ყველაფერი, მაგრამ ეტაპებად ვლახავთ. დილას, როცა მე პილატესის ონლაინ გაკვეთილი მაქვს, ისინი მარტო თამაშობენ. შემდეგ იწყება საუზმის პროცესი. თამაშის, მათი ჩხუბისაც. გაშველებების. ზოგჯერ, უბრალოდ იუთუბში ვრთავთ ჩვენს საყვარელ მუსიკას და სააათობით ვცეკვავთ სამივე ერთად. ეს წარმოუდგენლად კარგი თერაპიაა. და როცა დგება ღამე და მათი ძილის დრო, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა დრო ისევ საკუთარი თავისთვის და სივრცისთვის მრჩება. ხელით წერას დავუბრუნდი. სხვანაირი შეგძნებაა. მონატრება ცოდნია და მუზაც, სხვანაირად მოდის. ჩვენ ბევრი ვწერეთ და ვიკითხეთ, რა დავაფასეთ და გადავაფასეთ მთელ ამ ჩაკეტილ რეალობაში. და ეს ნამდვილად მოხდა. თავიდან გავიცანით საკუთარი თავი, დავფიქრდით ისეთ რამეზე, რისი დროც ადრე არ გვქონდა. აღმოვაჩინეთ ახალი შესაძლებლობები და ეს კარგია. მაგრამ დროა კარის გაღების. ოცნებად მექცა იმ დღეზე ფიქრი, როდის გავალ გადაღებაზე, ჩავწერ ახალ ადამიანებს. როდის ვნახავ ჩემს მეგორბებს. დარწმუნებული ვარ, თქვენც იმავეს გრძნობთ. მეგობარზე გამახსენდა, ორი წუთით გზად შევხვდით ერთმანეთს და მგონი მასთან ჩახუტება, ასე არასდროს მომდომებია. მაგრამ დისტანციაზე ფიქრმა გვაჯობა. და ფიქრი ამ დისტანციაზე ყოფილა, ერთ-ერთი გაუსაძლისი ფიქრებს შორის. მინდა იყოს ზაფხულის, რომელიღაც მზიანი დილა. ორშაბათი. და ყველანი ერთად სადღაც მივიჩქაროდეთ. ჩვენ საქმეებზე. დაე, მოვიდეს ასეთი დღეები და საცობში საათობით დგომასაც შევიყვარებ …

პ.ს. დამავიწყდა მეთქვა. უფრო სწორად მოვერიდე, ისედაც მძიმე ყოფაში მომაბეზრებელი რჩევების გაცემას. ზოგჯერ, ეს რჩევებიც დამღლელია ხოლმე, ასეთ დროს. მაგრამ ერთს მაინც გეტყვით. რადგან შთაბეჭდილებიდან გამოსვლა მიჭირს. თუკი, სერიალი "ჰოუმლენდის" ბოლო სეზონი არ გინახავთ, ან მხოლოდ სეზონის ბოლო სერია დაგრჩათ სანახავი, ყველაფერი დაივიწყეთ გარშემო. ჩართეთ ლეპტოპები , ან ტელეფონები და ნახეთ ის. აუცილებლად ნახეთ. და თუ ამას ისინიც კითხულობთ, ვისაც ეს სერიალი საერთოდ არ გინახავთ, უბრალოდ იცოდეთ, რომ კარანტინის დღეებს, ცოტა ხნით, დაგავიწყებთ...
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა
ნაფეტვარიძისგან
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა ნაფეტვარიძისგან
09:23 / 05.05.2020
იცით, არ მიყვარს
ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
იცით, არ მიყვარს ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
09:53 / 04.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2020 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5366
TRY
TRY
1
0.4654
USD
USD
1
3.1761
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
გამოწერა