City News
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
რა კარგად ვცხოვრობ(დი)თ მე და შენ!


მე და ჩემს მეგობარს, მარიამ შავგულიძეს კორონამდელ ცხოვრებაში, განსაკუთრებით მოგზაურობების დროს, როცა ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს, გვქონდა აკვიატებული ფრაზა: "რა კარგად ვცხოვრობთ მე და შენ!" ახლა კი ყველაზე ხშირად ამ ფრაზის წარსულში გამეორება გვიწევს - პოსტებში, ვიდეოქოლებში, ჩეთებში - #რაკარგადვცხოვრობდით.

კორონიადა

კორონიადა ნელ-ნელა შემოგვეპარა. დასაწყისში ვერც კი აღვიქვით, ვერ წარმოვიდგინეთ რამხელა გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით მთელი პლანეტა. დედამიწა თითქოს გაჩერდა და ჩვენი ცხოვრების წესიც სრულად ამოტრიალდა. არადა თავიდან ხომ ყველას გვეგონა, თითქოს ეს ვირუსი ჩვენგან შორს იყო და ჩვენ ის არ შეგვეხებოდა. ადამიანის ტვინი ასეა მოწყობილი - ცუდ ფიქრსაც არ ვიკარებთ ახლოს, ჟანრის კლასიკაა. გვეგონა - სადღაც იქ, შორს, ჩინეთში იყო მხოლოდ. ღამურაზე ამბებს ვყვებოდით და ვვიშვიშებდით. ასე ეგონა ბებერ ევროპასაც და ახალგაზრდა ამერიკასაც.
ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში 3 დღით სტამბოლში გავფრინდი, უშიშრად, მაგრამ მაინც ერთგვარი სიფრთხილე გამოვიჩინე - პირბადით და სანიტაიზერით ვიმგზავრეთ მე და ჩემმა მეგობარმა. იქიდან მშვიდობით დავბრუნდით.
მარტში, ჩვენი ჩამოსვლის შემდეგ მალევე იყო პირველი შოკისმომგვრელი ინფორმაცია საქართველოში დაფიქსირებული პირველი ინფიცირებულის შესახებ ანუ კორონას პირველი დადებითი ტესტი და აი ამ მომენტიდან დაიწყო ჩვენი ყოველდღიურობის რადიკალურად შეცვლა.
პანიკა, შიში, მსოფლიო სტატისტიკის შემოწმება, ათასობით გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, "ფეხებზემკიდია" დამოკიდებულებაც ბევრი ვნახეთ, ჩვენი ცხოვრება გახდა - პირბადეები, ხელთათმანები, სანიტაიზერები, ფარები, ექიმების გაღმერთება-ლანძღვა, სწრაფი ტესტები, პოლიტიკური სპეკულაციები, შეფასებები - კარგი და ცუდი მენეჯმენტი, კრიზისების მართვა, ბრიფინგი ბრიფინგზე - მოწოდებები #დარჩისახლში, გავიგეთ ამ სიტყვების მნიშვნელობა საკუთარ ტყავზე: კლასტერი, თვითიზოლაცია, სოციალური დისტანცია და ეს სიტყვები ჩვენი ყოველდღიურობაც გახდა პირდაპირი მნიშვნელობით. საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი, რომანტიკა მარკეტების რიგებში და აფთიაქებში, კულინარია სახლში, ერთმანეთის ხოცვა ოჯახებში - ვინ გადაყრის ნაგავს, აქტუალური გახდა საშვიანი და უსაშვო ბიჭების თემა და ამ ყველაფერს ლაიტმოტივად გასდევს ცხადია "და-ქოც-ნაც-ებული" საქართველო.
პირადად ჩემთვის ეს შეიცვალა: აღარ ვაყენებ მაღვიძარას დილისთვის, ვდგები როცა მეღვიძება, სადღაც 11 ან 12 საათზე, დღე თვალების დამატენიანებელი "პაჩებით" იწყება, (ამის დრო დილაობით მანამდე არასდროს მქონდა) ჩემი საუზმე წინა საღამოს დაყენებული ჩიას პუდინგი და იმ წუთას ჩამოსხმული აპარატის ყავაა, (კარანტინში ამაზე მაგარი საჩუქარი არ მიმიღია) იმდენ დროს ვატარებ ფილმების ყურებაში და ტელეფონში თავჩარგული - რომ თვალები ამტკივდა, ამიტომ გამოვიწერე ეკრანისგან დამცავი სათვალე და მთელი დღე ვარ სათვალით, ასე რომ იმიჯიც შემიცვალა კორონამ. პირველი რამდენიმე კვირა კულინარიით დავკავდი - რიზოტოთი დაწყებული, ჩაქაფულით და ხაჭოს პასკით დამთავრებული ყველაფერი გავაკეთე. ეს უკვე მეორედ მოსვლას ნიშნავს - როცა მე სამზარეულოში ვტრიალებ.

"უმუზეუმო" ცხოვრება

ფილმები, წიგნები, პოეზია, პროზა, კულინარია, ფეისბუქზე პოსტვა, ვიდეოქოლები მეგობრებთან - ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სამსახურში რომ ვეღარ დავდივარ - ყველაზე რთული ეს აღმოჩნდა ჩემთვის. ამიტომ ვეცადე, კორონას პარალელური სამყარო - სამუზეუმო სივრცე მეპოვა ვირტუალურად.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ვმუშაობ, სადაც თებერვალში ესმა ონიანის პერსონალური გამოფენის გახსნა მოვასწარით. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ბოლო ხალხმრავალობა დღემდე. რამდენიმე დღეში უკვე გამოიცა რეკომენადციები მუზეუმების, თეატრების დახურვის შესახებ. ჩვენც მაშინვე დავკეტეთ მუზეუმი დამთვალიერებლისთვის. მოგვიწია უკვე დაგეგმილი "პერფორმანს თოქის" გადადებაც, რომელსაც მსახიობი ნინო კასრაძე მხატვარს და პოეტს - ესმა ონიანს უძღვნიდა. ასევე გადავდეთ ორი ძალიან საინტერესო გამოფენა, რომელიც მაისში გვქონდა დაგეგმილი - გერმანიაში მოღვაწე ქონთემფორარი არტისტის - ქეთი კაპანაძის ახალი ექსპოზიცია და ირაკლი ფარჯიანის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი დიდი გამოფენა.
მოკლედ, ჩვენი აქტიური საგამოფენო ცხოვრება ფეისბუქ პოსტებმა და ვირტუალურმა ტურებმა შეცვალა.

"მუზეუმი სახლიდან"

რაღაც მაინც მაკლდა. ვერ ვავსებდი იმ სიცარიელეს, რაც კორონას ჟამიანობამ მომიტანა. მივხვდი, როგორ მავსებდა მანამდე საყვარელი საქმე და გამოფენები, სამუზეუმო ცხოვრება.
ხოდა, იზოლაციის მე-4 კვირას, 7 აპრილი იყო, ხარება, ძალიან სპონტანურად გადავუღე ფოტო ჩემს სახლში ერთ კედელზე ნახატებს, გავხსენი ჯგუფი ფეისბუქში, ავტვირთე ეს ფოტო ქავერად და ჯგუფს დავარქვი "მუზეუმი სახლიდან". შექმნიდან 5 წუთი არ იყო გასული 100-ზე მეტი წევრი დაემატა ჯგუფს და პირველივე წუთებიდან ჩემმა მეგობრებმა და ნაცნობებმა დაიწყეს პოსტვა - ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს პირად კოლექციებს. ჯგუფის მთავარი იდეაა მუზეუმის პრინციპი - ამ სივრცეში ყველანი ვართ ერთად - მხატვრებიც, კოლექციონერებიც, კურატორებიც და დამთვალიერებლებიც. ყველაზე დემოკრატიული ჯგუფია ალბათ, არავის ვფილტრავთ გემოვნების მიხედვით, ყველა წევრს შეუძლია პოსტის დადება - იქნება ეს დამწყები მხატვარი, პროფესიონალი თუ უბრალოდ ხელოვნების მოყვარული. ჯგუფი საათობრივად იზრდებოდა, არ ველოდი ასეთ რეზონანსს - ათასობით წევრი დაემატა მალე, ახლა 20 000-მდე ვართ უკვე. ფეისბუქ ჯგუფი გააშუქეს ტელევიზიებმაც. იყო პირდაპირი ჩართვები სახლებიდან. ინტერვიუები თავად ჩავწერეთ სიუჟეტებისთვის - ამაში ჩემი შვილი დამეხმარა და ოპერატორობაც კი ითავა. აიფონით ჩვენს მიერ გადაღებული კადრები არც მეტი არც ნაკლები - ნაციონალურ არხებზე გავიდა.
ჯგუფში იმდენი ახალი ნიჭიერი მხატვარი აღმოვაჩინეთ, რომ ალბათ მარტო ამიტომ ღირდა ამ სივრცის შექმნა. ჯგუფის მთავარი მიზანი მაინც თერაპიაა, თერაპია პანდემიიის დროს - თურმე ადამიანებს ეკონომიკური პრობლემების ფონზე მაინც როგორ სჭირდებათ ხელოვნებასთან შეხება, ხატვა, გამოფენა, გაზიარება და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პროექტი "მუზეუმი სახლიდან" ბევრ ადამიანს უმსუბუქებს ამ მძიმე დღეებს.
იმედია ონლაინ გამოფენები და ვირტუალური ექსპოზიციების დრო რამდენიმე თვეში საბოლოოდ დასრულდება და შემოდგომაზე ისევ "კარგად ვიცხოვრებთ" - ყველას ისევ მოგიწვევთ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში - ნამდვილ გამოფენებზე. შემდეგ კი მოვწრუპავთ ჭიქა ღვინოს და ისევ ვიტყვით: "რა კარგად ვცხოვრობთ მე და შენ!"


ნინია ახვლედიანი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა
ნაფეტვარიძისგან
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა ნაფეტვარიძისგან
09:23 / 05.05.2020
იცით, არ მიყვარს
ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
იცით, არ მიყვარს ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
09:53 / 04.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2020 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5366
TRY
TRY
1
0.4654
USD
USD
1
3.1761
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
გამოწერა