City News
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
"როცა აყვავდა ნუში"...
როგორ შეიძლება რამე კარგი თქვა მოვლენაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც ეწირება?


... ამიტომ, უკაცრავად მეგობრებო, მაგრამ ვერ მოვყვები იმის შესახებ, თუ რა ბედნიერად ვგრძნობ თავს "ლოქდაუნის" დროს. გასაგებია, ოჯახი, ბავშვი, წიგნები, ფილმები - სწორედ ამაზე ვოცნებობდი კორონამდე, რომ დრო მქონოდა ამ ყველაფრისთვის, რომ მეყურებინა ჩემი შვილი როგორ იზრდება, რას აკეთებს სკოლაში, როგორ ურთიერთობს მეგობრებთან, მასწავლებლებთან. დიახ, ვოცნებობდი და არა მხოლოდ მე. ბევრ ჩემს მეგობარს უთქვამს ჩემთვის, ნეტა ცოტახანი სახლში დამსვა, აღარ შემიძლია ეს გიჟური რიტმიო. ... მაგრამ, ამ უწყინარი ნატვრისთვის, თუ ეს ფასი უნდა გადაგვეხადა, არ მინდა! არ მინდა ასე ჯდომა და ყურება ციფრებში გამოხატულ სიკვდილის მაჩვენებელზე - იტალია 600, ჩინეთი 300, საფრანგეთი - 500, დიდი ბრიტანეთი 800, ამერიკა - 700, საქართველო - 6 ... ასე დაუსრულებლად და ყოველ ჯერზე იმით სიხარული, რომ დღეს შენ გადარჩი, რომ დღეს შენ ცოცხალი ხარ. არ მინდა სეირნობა უკაცრიელ ტყეში, სადაც მიხარია, რომ ჩემს მეტი არავინაა, არ მინდა შეფუთული სიარული და ისტერიულად ხელების ბანა გარესამყაროსთან ყოველი კონტაქტის შემდეგ, არ მინდა დაბადების დღე თუკი, არავინ მოვა, არ მაკმაყოფილებს ონლაინ კონტაქტები და მობილურების უკან გამომწყვდეული ადამიანები ცარიელი სახლებით.
იმ დღეს ვიდეო რგოლს წავაწყდი ინტერნეტში, სადაც მედდები ტირიან და ამბობენ, რომ ვეღარ უძლებენ სამუშაო რიტმს, რომ ენატრებათ შვილები და ახლობლები, რომ უვლიან სხვის უახლოეს ადამიანებს და ზრუნავენ მათზე, როცა საკუთარი ახლობლები არ უნახავთ დიდი ხანია. ... და ღირს ამ ცრემლებად ჩვენი დრო, თვითგანათლება, ონლაინ ლექციები, სერიალები, ფილმები, წიგნები ...

ვოცნებობ, მალე დასრულდეს ეს პერიოდი და მერე ძალიან მოვინდომებ, რომ დავივიწყო სამუდამოდ. როგორც ამოვიღე ტვინიდან და დავივიწყე 90 - იანები. ის 90 - იანები, ჩვენ, ჩემს თაობას ბავშვობა რომ წაგვართვა. არც ერთი ფილმი არ მინახავს 90-იანების თემატიკაზე, რადგან ვერ ვპატიობ ამ პერიოდის შემოქმედებს იმას, რაც თავს დაგვატეხეს. 9 აპრილის შემდეგ ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ და უფერულ პალიტრას პანდემიაც დაემატა, რომელიც ცდილობს ჩვენი შვილების თაობაც მოიყოლოს ამ წრედში. სულ მგონია, რომ დამთავრდა და ყოველ ჯერზე ახლიდან იწყება. სულ ვფიქრობ, როგორ შეიძლება შევაჩეროთ, როგორ შეიძლება ავირიდოთ. არა, ჩვენს თავებზე არ ვფიქრობ, როგორ შეიძლება, რომ ავარიდოთ ჩვენს შვილებს ეს გაურკვეველი, ბურუსით მოცული წრედი.
დღეს ჩემი შვილის საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეა. 8 წლის გახდა, და მე, ავი დედაკაცივით ვდგავარ მათ შორის და ვერ ვუშვებ ჩემს შვილს მასთან სტუმრად. არადა რა რთულია 7 წლის ბავშვებმა გაიგონ, რატომ?

დღეს დილით გავიღვიძე, მზე ანათებს, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ბუნება იღვიძებს, კაკლის ხეზე გამოსული კვირტები უკვე მწვანე პატარა ფოთლებად იქცნენ, ეზო კი ცარიელია, ადამიანების ხმა არ ისმის ქუჩებში. 1 მაისია დღეს, გაზაფხული, რომელიც მოვიდა, მალე მიიწურება, აი ასე, ჩაგვიარა ....

თუმცა, მაინც სხვა ნოტაზე მინდა დასრულება - ეს ყველაფერი აუცილებლად გადაივლის, ჩვენ გამოვალთ გარეთ, ჩავიძირებით კვლავ რუტინაში და სწორედ ეს პერიოდი და გამოცდილება მოგვცემს ძალას და შემართებას, რომ გავუძლოთ 21 - ე საუკუნის გამოწვევებს.


ნიცა ჩოლოყაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა
ნაფეტვარიძისგან
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა ნაფეტვარიძისგან
09:23 / 05.05.2020
იცით, არ მიყვარს
ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
იცით, არ მიყვარს ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
09:53 / 04.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2020 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5366
TRY
TRY
1
0.4654
USD
USD
1
3.1761
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
გამოწერა