City News
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ძირს რუტინა!
აღარ მახსოვს კარანტინის მერამდენე დღე იყო, მახსოვს მხოლოდ გავიღვიძე და პირველი რაც გავაკეთე, შევინახე ყველა მაჯის საათი!
ალბათ ეს იყო პირველი სერიოზული პროტესტი, რომელიც გამიჩნდა! ეს იყო პირველი შეტევა იმ აქამდე გაუაზრებელი, წარმოუდგენელი აბსურდის მიმართ, რომელშიც მთელი სამყარო აღმოვჩნდით. მე შეტევაზე გადავედი და ამ ომში დრომ აზრი დაკარგა. პირველი გაცნობიერებული წინააღმდეგობა წიგნებმა გამიწიეს. ამ ომში, საათის შემდეგ, წიგნი მეორე მატერიალური ფასეულობა იყო, რომელთანაც დავმარცხდი, ვერ წავიკითხე, ჩემს თავში ვერ ვიპოვე მდგომარეობა, რომელშიც ამ პრობლემას მოვერეოდი და ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო მდგომარეობა ყველაზე არასასიამოვნო, მომაბეზრებელ რუტინად იქცა! დროდაკარგულ სივრცეში დავიწყე ისეთი ქმედებების ძიება, რომელიც ჩემს ცნობიერებას დაბლოკავდა, ფიქრის საშუალებას წამართმევდა და უემოციო ან/და ემოციებისგან დამალულ მექანიკურ არსებად მაქცევდა - დავიწყე აქამდე სრულიად უინტერესო საქმეების არანორმალური მოცულობითა და რაოდენობით კეთება, თანაც ისე, რომ მუდმივად, ჩემთვის აქამდე უჩვეულო, უცნობი ხმაურის ქვეშ ვყოფილიყავი. შეუჩერებლად ჩართული სარეცხი მანქანის, მტვერსასრუტის, ბლენდერის, მიქსერის, გაზქურის, გამწოვის არცთუ სასიამოვნო ბგერების ქვეშ, მექანიკურად ვრეცხავდი, ვფენდი, ვთქვეფდი, ვხარშავდი, ვაცხობდი, მაგრამ არ ვაუთოებდი! უთოს ხმა არ აქვს და ამიტომაც ის ჩემს კოვიდ სამკაულად ვერ იქცა. 2 თუ 3 კვირის თავზე, სახლში დასაუთოებელი სარეცხის გორები დადგა. კარანტინის გამოცხადებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ პირველად გავედი გარეთ, სახლის გვერდით აფთიაქში და... უცებ გავცოცხლდი, დამავიწყდა, რომ წამლის საყიდლად ვიყავი, დაახლოებით ნახევარი საათი სრულიად სერიოზულად ვკითხულობდი დახლებზე შემოწყობილი ჰიგიენური საშუალებების ანოტაციებს. ვიყიდე პროდუქტები, რომლებიც კარანტინამდე არასდროს მქონია: სახის და თმის ნიღბები, თვალის პაჩები(იმედი მაქვს სახელი არ მეშლება), თმის საღებავი, რომელიც ამ დროისთვის უკვე ნამდვილად მჭირდებოდა, თუმცა გამოყენების წესები, რომ არ ვიცოდი, ამაზე იმ წუთში არც მიფიქრია. სახლში აღფრთოვანებული დავბრუნდი, მე ხომ შოპინგზე ვიყავი. ეს პირველი კარანტინული საღამო იყო, როცა მშვიდად დავიძინე. ვიცოდი, რომ მეორე დღეს უსერიოზულესი საქმეები მქონდა დაგეგმილი. სხვათა შორის, თმის შეღებვის რთულ გამოწვევას, პირველივე ჯერზე შესანიშნავად გავართვი თავი, მაგრამ ეს ხომ რუტინა არ იყო, ეს იყო ექსპერიმენტი, რომელშიც სიამოვნებით ჩავერთე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ თავს არ დავზოგავ, ვიშრომებ (პრინციპში მთელი ცხოვრება ისედაც ასე ვარ) და თმის, ფრჩხილის და სხვა პროცედურების სიამოვნებას არასდროს მოვიკლებ! გავიკეთე სახის დამნამავი ნიღაბი, პაჩი და... ამით დავასრულე. ალბათ მოვა დრო და ისევ გავიკეთებ, მაგრამ არა საჭიროებისთვის, ისე უბრალოდ - სიამოვნებისთვის.

მივხვდი, მე მიყვარს ყველაფერი, რისთვისაც უნდა ვიფიქრო, მოვემზადო, შევქმნა და არავითარი რუტინა! რუტინა მახრჩობს, ვერ ვიტან რუტინას, არ მაქვს სახის მოვლის დღეისათვის ასე ტრენდულ-მოდური ყოველდღიური რუტინა, ამას მაშინ ვაკეთებ, როცა ხასიათზე ვარ. მივხვდი, რომ მიყვარს საყვარელი ადამიანებისთვის გემრიელობის მომზადება, საჭიროების გამო არა, მათ გასახარებლად. მიყვარს წიგნის კითხვა, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს ბესტსელერი. მიყვარს სერიალების ყურება, მაგრამ არ მინახავს ჰოუმლენდი.

რა მასწავლა კარანტინმა? არცერთ წუთს ცხოვრებაში არ გავარუტინებ, ვეცდები, ძალიან ვეცდები ცხოვრება იმ ადამიანების გვერდით გავატარო, ვისთან ურთიერთობაც საინტერესო და ბედნიერების მომტანია, ვის გვერდითაც ღიმილი არ მშორდება სახიდან. სიცილი მიყვარს და ძველი ისტორიების გახსენება, ესეც რა თქმა უნდა ჩემი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

საერთოდ ადამიანები მიყვარს, ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს, ვერ ვიტან მარტოობას, მოწყენილობას, ნაცრისფერ ამინდებს. ვეცდები ბევრი ვიმოგზაურო, თავიდან მოვივლი საქართველოს, ეს უკვე დავგეგმე. ვეცდები ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი შვილების ცხოვრებაც ნაკლებად რუტინული იყოს და აუცილებლად ავაშენებ სახლს ტყის პირას ლამაზი ეზოთი, სადაც წლის ნებისმიერ დროს, დილით მზის ამოსვლას ყავით ხელში, სუფთა ჰაერზე შევეგებები. მე მზე მიყვარს, ბევრი მზე! ძირს რუტინა, გაუმარჯოს ბრდღვიალა სიცოცხლეს!

ხატია მოისწრაფიშვილი

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა