City News
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
სადღაც აპრილის შუა რიცხვებში რომ გეთქვათ, შენი იზოლაცია აღწერეო, საკმაოდ მოტივაცია -ასამაღლებელ "how to" გეგმას დაგიდებდით. პუნქტებად ჩამოგიწერდით, როგორ გადაგენაწილებინათ თქვენი დრო

სახეზე
(ზეთწასმულ სახეზე თითის ბალიშები ქვემოდან ზემოთ იბაგუნეთ, როგორც კლავიატურაზე),

ფეხებსა და დუნდულებზე
(ენერგიული, აფრო-ამერიკელი ზუმბას მწვრთნელი იუტუბიდან),

თმაზე
("კასტორკა" + სამ-სამი წვეტი A და E ვიტამინი შევიზილოთ კარგად, დაბანამდე 2 საათით ადრე),

გონებაზე
(ისწავლეთ ახალი ან მიგდებული უცხო ენა,ონლაინ გაკვეთილის მეშვეობით . + წიგნი + სერიალი გემოვნებით),

საინფორმაციო საზრდოზე
(მონაცემები კოვიდზე დღეში მხოლოდ ერთხელ, დანარჩენი- უახლესი კვლევების ჩამოსქროლვა),

ფიზიკურ შრომაზე
(რეცხვა, ხეხვა, თქვეფა, დარგვა, ქარგვა, გადაყრა...). გეტყოდით, რომ ამასთან აუცილებელი იყო სხვაზე ზრუნვაც. ამ გეგმის მიხედვით, მრავალჯერ დავალაგე სახლი, გადავყარე უამრავი უსარგებლო ნივთი, ვნახე 5 ისე რა და ორი კარგი სერიალი. თინასთან (5 წლის) ერთად დავდგი ორი სპექტაკლი, ჩავატარე 4 კონცერტი, ვისწავლე პლასტელინის კეთება ფქვილისგან, ბლინების ცხობა რძისა და კვერცხის გარეშე (ჩაგიგდებთ მერე) და აშ.

მოკლედ, ის ესპანელი "უნ-დოს-ტრეს" გოგო როა, ღიმილს რომ სთხოვს მაყურებელს ვარჯიშის დროს, ისეთი ვიყავი. ახლა კი იმ ვიდეოს მარცხენა ფანჯრიდან ვიმზირები, როცა ამ სტრიქონს ვწერ... რატომ ან როდის მოვიჩლაჩე? ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან შფოთი გაურკვევლობის წინაშე ისე მოულოდნელად მოდის, "ჩაანალიზებას" ვერ ასწრებ. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემზე უკეთეს "ქოუჩებსაც" დაგიდგებათ ეს დრო, ადრე თუ გვიან. საიდანღაც თავისით ამოგიტივტივდებათ უძველესი სიმღერა "lemon tree" და დაიწყებს თქვენ თავში გამეორებას : "isolation is not good for me; isolation, I don’t want to sit on a lemon tree… " ჯერ ვარჯიშს გამოტოვებთ, მერე გაკვეთილებს ზუმში , ბოლოს კი ალუბლის ნამცხვარს გამოაცხობთ ღამის 2 საათზე და ჩაიდგამთ ისე, რომ "რეცეპტორშიც" არ დადებთ....

და შეხვალთ პიკში. არა 2,3 კვირაში, არამედ უნებლიედ, ციცაბოდ. მთავარი სიმპტომი კი გაუთავებელი ფიქრი იქნება. ოჰჰ, მანამდეც ფიქრობდით? ბოდიში.
თქვენ იწყებთ ფიქრს თქვენი ტვინის შესახებ. იმის შესახებ, რომ ის ძალიან შეიცვალა. თუ მანამდე ის ყოველდღიურად თქვენი გეგმების, სინანულის, მზაკვრობის, სიყვარულის, ლენჩობის და მსგავსი ფასეულობების გადამუშავებას ემსახურებოდა, ახლა თქვენი ტვინი მხოლოდ კალკულატორად მუშაობს. თქვენ ითვლით დღეებს, კვირებს, კილოგრამებს, გარდაცვლილებს, ფულს, პირბადეებს, კვირტებს, ტესტებს, მოაჯირის ბოძებს, კლასტერებს, კალორიებს, თუ რამდენი რიცხვის დამახსოვრება უწევს მარინა ეზუგბაიას თითო ჩართვაზე... ჰო, გარდაცვლილებს-მეთქი. ჩვენთან და მათთან, მეზობლად და უფრო შორს, ცუდებთანაც და კარგებთანაც. ერთმანეთს ადარებთ, გამოგყავთ პროცენტი, მერე წინა კვირისას ადარებთ, აკლებთ გამოჯანმრთელებულებს, სხვაგანაც ამოწმებთ, პოსტავთ და მერე ლაიქებსაც ითვლით.

თქვენ არ თანაუგრძნობთ. მხოლოდ ითვლით. როცა სიკვდილის დათვლა ყოველდღიური ჩვეულებაა, იქ თანაგრძნობა ხელოვნურია. ეს ამბავი არ მოგწონთ, და თქვენი ახალი ტვინიც თქვენ საამებლად სხვა თემებს გირჩევთ ემპათიისთვის. მე, მაგალითად, სხვების სახლებში გამიშვა ჩემმა. იქ სადაც, წინა ცხოვრებაში, ბავშვობიდან მოყოლებული მიყვარდა შეჭყეტვა და წარმოსახვა, როგორც თქვენ. ახლა იქ
უბედურება ხდება. ოჯახის წევრებს, რომლებიც ადრე ერთ სახლში ცხოვრობდნენ და ყოველდღიურად გაურბოდნენ ერთმანეთს --- ზოგი სამსახურში, ზოგი ინტერნეტში, ზოგი ბოზებში, ახლა გასაქცევი არსად აქვთ. აღმოაჩინეს, რომ არ იცნობენ ერთმანეთს, და რომ გაცნობამდე შეიძულეს ერთმანეთი. და რადგან უფროსებს შეცვლა ძალიან გვეზარება, არავის მოუვა აზრად რაიმე ნაბიჯი გადადგას უკეთესობისკენ. ჰო, ჩვენ თუ ვიცვლებით, მხოლოდ უარესობისკენ. ერთი ორი ადამიანი თუ შემხვედრია, ვინც პირიქით მოახერხა. ახლა აზრი გამექცევა... ჰოდა, ყველამ ვიცით ასეთი ოჯახები. იქ, სადაც ფსიქოლოგიური ძალადობა ზოგჯერ ზრუნვის სახელით ხორციელდება. ჩუმი, ბომბზე მჯდომი სახლები. სადაც დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, ვისი გამოუთქმელი აზრია უპირატესი. სადაც მხოლოდ სტუმრის მოსვლის დროს უწევთ ერთმანეთთან საუბარი და როცა სტუმრები მიდიან, გამაყრუებელი სიჩუმე დგება. ასეთ ოჯახებში ბავშვებიც კი ჩუმად თამაშობენ ხოლმე, დაკვირვებიხართ? ჰოდა ახლა იქ სტუმარიც აღარ მიდის. ამიტომ მგონია, რომ მძიმე დრო ახლა მათაც დაუდგათ. . .

აი ესაა, რასაც ჩემი ახალი ტვინი მთავაზობს, სხვებზე ფიქრის სახელით. მაგრამ რადგან მხოლოდ ფიქრია და არა სცენარი, მათთვის ფინალიც არ მაქვს. სადამდე მივლენ და აფეთქდება თუ არა მათი ბომბი პანდემიის დასრულებამდე, როგორც ჩემი კოლეგები იტყოდნენ, ჯერჯერობით უცნობია კი არადა, საერთოდაც ვერასოდეს გავიგებთ...

ჰო, კიდევ ახალგაზრდებზე მეფიქრება. ვინც ახლაა 16 წლის. ვინც ახლა უნდა იკოცნაოს სადარბაზოსთან. და აუცილებლად 21:00 ის შემდეგ. მაისის გამოტოვება იქნება? ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელაა მაისი მაშინ, როცა 16 ის ხარ.
რას იუწყება ამის შესახებ ენტონი ფაუჩი?

ამ "მოაზრების" შემდეგ, დიაგნოზის დასმას ცდილობთ საკუთარი თავისთვის. ეს დეპრესია არაა, ასკვნით. რადგან მაშინ როცა დეპრესია გქონდათ, სულ სხვანაირად ფიქრობდით და იქცეოდით. ცოტა გიხარიათ, მაგრამ გახარებული მაინც არ გეთქმით. მეტიც, ისეთ დიდ ბედნიერებაზე ამბობთ უარს, როგორიც მაღაზიაში ჩასვლაა ზეთზე და ბარემ ნუშის კრუასანზე.

ამიტომ დგებით და წინა ცხოვრებიდან იშველიებთ გამოცდილებას. როცა არაფერი გამოდის, მაშინ ვუბრუნდებით იმას, რაც კარგად გამოგვდიოდა ცოტა ხნის წინ. და ნელ-ნელა თავიდან ვიწყებთ: ვიღებთ შიის ზეთს და ვიწყებთ რაკუნს სახეზე თითების ბალიშებით, ქვემოდან ზემოთ. ვრთავთ იუთუბზე ჩემ გოგოს ( https://youtu.be/8DZktowZo_k ) და ვცეკვავთ. "რეცეპტორში" კი ვითხოვთ ჩანახის რეცეპტს. კვირას განსაკუთრებული სადილი უნდა გვქონდეს. ისევ ჩვენ ვიქნებით, ოთხნი.


თამარ ღვინიანიძე
1 მაისი. 2020


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა