City News
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...

ადამიანები... მათზე ფიქრი და მათი კიდევ უფრო უკეთ შეცნობა - მე პირადად, ასე გამახსენდება გარკვეული დროის შემდეგ კორონაჟამიანობა. მაგის მეტი, არც არაფერი მიკეთებია ეს დღეებია. რა თქმა უნდა ცხობის, სამზარეულოში თვითდამკვიდრების, სახლის ისტერიული ლაგების, შვილებზე ზრუნვის და ჰიგიენის ახალ-ახალი წესების შემუშავება-გამოგონების გარდა.

ყველაზე მეტი დრო საფიქრალად დაგვრჩა. არაფერი აღარ გვიშლის ხელს, იფიქრე რამდენიც გინდა და იმოგზაურე შენს ფიქრებში.

ოღონდ ჩემს ფიქრებში სულ ადამიანები არიან - ნაცნობები, უცნობები, ახლობლები თუ სრულიად უცხოები. კორონამ ის ქნა, რომ კიდევ უფრო გამოავლინა ადამიანების ნამდვილი სახე... ჩემთვის ეს დროა, როდესაც სხვაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. უმუშევრად დარჩენა, უსახსრობა, დეპრესია, უმწეობა და უიმედობა - კორონას დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები აღმოჩნდა ხველასთან, ტემპერატურის მატებასთან და სუნთქვის გაძნელებასთან თუ პნევმონიასთან ერთად.

ხოდა მე სულ ადამიანებზე მეფიქრება... როგორ მოახერხა ზოგმა საკუთარ ნიჟარაში ჩაკეტვა და გარესამყაროს არშემჩნევა... მეგობრების და ახლობლების იგნორირება... ამაგის დავიწყება... კარგი დღეების წაშლა.. მხოლოდ ეგოიზმი და საკუთარ თავზე ფიქრი... ფარისევლობა, მოჩვენებითი და ყალბი "მზრუნველობა" ... ხილული გახდა.

მე ჩემთვის! და თუ კარგად ვარ, სხვაც კარგად არის... ამაზე ფიქრი ვერ მოვიშორე თავიდან კორონას შიშის პარალელურად - რატომ? რატომ ემართებათ ეს? - ფიქრი და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა.

პასუხების ძიებაში და ფიქრში გადის დღეები. არაფერი ისევ არ იცვლება... დროც ბევრი გვაქვს და სულ უფრო კარგად ვხვდებით იმას, რომ Covid 19-ის ჟამს, ყველაზე მეტად ადამიანები გვაკლია. ყველაზე მეტად ადამიანები გვჭირდება! ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ, რომ სოციალური სიახლოვე ყოფილა და არავინ და არაფერი ვართ ადამიანების - მეგობრების, ოჯახის წევრების, ახლობლების და უცნობების გარეშეც. მათთან და მათთვის გვინდა ყველაფერი - თმის დავარცხნაც, შეღებვაც, ჩაცმა-დახურვაც, წარმატების თუ სევდის გაზიარებაც ... ყველაზე ცუდად ყურს, მთელი ამ ხნის განმავლობაში ტერმინი "სოციალური დისტანცირება" ხვდება. შორს მათგან ვინც ძვირფასია, საშინელება ეს ყოფილა თუ ყოფილა...

ფაქტია, ქალებიც და კაცებიც შეძლებისდაგვარად შევეგუეთ ჩვეული გარეგნული იერსახის დაკარგვას - ზოგი თმას ვერ იჭრის, ვერ იღებავს, წვერს ვერ იპარსავს, ჩვეულ ყოველდღიურ რიტუალებს - სიარულის, ვარჯიშის, სეირნობის გარეშე უწევს ცხოვრება. მაგრამ ვნახეთ გამოსავალი: სტილისტობაც შევითავსეთ, მზარეულობაც ავითვისეთ, ალტერნატიული გზებიც გამოვნახეთ, მაგრამ ადამინები ვერ ჩავანაცვლეთ! მათთან კომუნიკაციის უდიდეს სურვილს ვერ მოვუხერხეთ ვერაფერი და ამიტომაც სოციალურ ქსელში თუ პირად საუბრებში, სადაც ხმა მიგვიწვდება დაჟინებით ვითხოვთ: გაგვიშვით, გააუქმეთ, გაგვათავისუფლეთ!

მაგრამ ამ ოხერ კორონას თავისი წესები და დღის წესრიგი აქვს... ჩვენც მორჩილად მივყვებით და ვიცავთ... ფიქრიც არ გვანებებს თავს... გაიხედავ ვიღაც ავადაა, ვიღაცას მოსავალი გაუფუჭდა, ვიღაცას ოჯახი ყავს გამოსაკვები, ვიღაც მელანქოლიას შეუპყრია - და გტკივა, გული გტკივა, რომ ადამიანები ძნელბედობის ჟამს მარტო დარჩნენ... უერთმანეთოდ.

ამიტომ არის კორონა ბოროტი და დაუნდობელი. და მე თუ მკითხავთ, სწორედ ამას უნდა ვებრძოლოთ - გულგრილობაზე გავიმარჯვოთ... თორემ, კორონასთან ერთად ცხოვრებასაც ვისწავლით და მის წამალსაც ადრე თუ გვიან გამოიგონებენ...
მთავარი ადამიანია! მათზე ზრუნვა და პასუხისმგებლობაა...


ეკა მიშველაძე, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა
ნაფეტვარიძისგან
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა ნაფეტვარიძისგან
09:23 / 05.05.2020
იცით, არ მიყვარს
ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
იცით, არ მიყვარს ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
09:53 / 04.05.2020
სადღაც აპრილის შუა
რიცხვებში რომ გეთქვათ, შენი იზოლაცია აღწერეო, საკმაოდ მოტივაცია
-ასამაღლებელ
სადღაც აპრილის შუა რიცხვებში რომ გეთქვათ, შენი იზოლაცია აღწერეო, საკმაოდ მოტივაცია -ასამაღლებელ "how to" გეგმას დაგიდებდით. პუნქტებად ჩამოგიწერდით, როგორ გადაგენაწილებინათ თქვენი დრო
11:36 / 03.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2020 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5366
TRY
TRY
1
0.4654
USD
USD
1
3.1761
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
გამოწერა