City News
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
დიახ, ეს მართლაც ასეა!

ამ რთულ დღეებშიც ვცდილობ, ყველა დღე ერთმანეთს არ ჰგავდეს, ყველას ჰქონდეს თავისი ხიბლი და მერე, დრო რომ გავა, ღირდეს მოსაყოლად.

საერთოდ ვთვლი, რომ ცხოვრება ძალიან კარგია და ის, რომ მზის ამოსვლით ახალი დღე იწყება, ერთგვარი ახალი თავგადასავალია ჩემთვის.

რას ვაკეთებ? მომწონს თუ არა? მოვლენა, რომელიც თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, რა თქმა უნდა, პოზიტიურ შეფასებას ვერ დაიმსახურებს. გარდა ამისა, ეს ძალიან მძიმე გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის და მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთვის. იმ სფერომ, რომელშიც პირადად მე ვსაქმიანობ - ტურიზმის სფეროს ვგულისხმობ - ძალიან დიდი დარტყმა მიიღო, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2019 წელს მსოფლიოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მშპ-ს 10.4% იყო. რა იქნება ხვალ?

ხვალ ყველაფერი კარგად უნდა იყოს, და ეს ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია.

აი როგორ აფასებდა აინშტაინი კრიზისს:
"სწორედ კრიზისის დროს გამოდის წინა პლანზე ყოველი ჩვენგანის საუკეთესო თვისება, რადგან კრიზისის გარეშე ყველა ქარი ნიავია. კრიზისზე ლაპარაკი ნიშნავს, რომ მას ხელს უწყობ, ხოლო კრიზისისას დუმილი - კონფორმიზმის განდიდებას. ამის ნაცვლად, მოდით, მეტი თავდადებით ვიშრომოთ. მოდით, ერთხელ და სამუდამოდ დავუდოთ ბოლო ერთადერთ საშიშ კრიზისს - სურვილის არქონას, ვიბრძოლოთ მის დასამარცხებლად."

მე მტკიცედ მჯერა, რომ მთავარია სულიერი მდგომარეობა, განწყობა, დამოკიდებულება გარე სამყაროს მიმართ. ჩვენ კი არ უნდა მოვერგოთ გარემოს, უნდა შევეცადოთ, შევიქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ჩვენ მოგვერგება.

დრო მომეცა სახლში ყოფნისთვის, ფიქრისთვის, ბავშვებისთვის, საკუთარი თავისთვის ვალების გასტუმრებისთვის; გავაკეთე ბევრი რამ, რისთვისაც ადრე არასდროს მეცალა. და ეს ძალიან კარგია!

მაქვს მოწყენის საწინააღმდეგო ერთი არაჩვეულებრივი საშუალებაც, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა მასწავლა და თქვენც გირჩევთ. მას "მოგონებების ლაბადა" ჰქვია. შეიმოსებით ამ ლაბადით და იწყებთ მოგზაურობას იქ, სადაც ყველაზე კარგად გრძნობდით თავს, სადაც გინდოდათ, დრო გაჩერებულიყო.

ამავე ადამიანის რეკომენდაციაა, ყოველდღიურად შევიქმნათ ბედნიერების ათ-ათი წუთი. ვეძებოთ, რაც მოგვწონს და ის ვაკეთოთ. მერწმუნეთ, ეს შესაძლებელია!

მინდა, ყველას გისურვოთ ბედნიერების შეგრძნება. თქვენ უკეთ გეცოდინებათ, თქვენთვის რას მოაქვს ბედნიერება. ყველას ჩვენ-ჩვენი ფორმულა გვაქვს.

ჩემთვის ბედნიერება არიან ადამიანები, რომლებიც მიფერადებენ ცხოვრებას, მაძლევენ მოტივაციას, მიმარტივებენ პრობლემას და ის, რომ გაღვიძება მიხარია, მათი დამსახურებაა.

მე მჯერა შემთხვევითობის, რომელიც შეიძლება გახდეს უმთავრესი შენს ცხოვრებაში. მჯერა, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება და ყველა წამი ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი ერთხელ მოდის ამქვეყანად და მოჩვენებით საქმეებზე არ უნდა დაიხარჯოს. ეს ფრაზა ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ფილმშია და სრული ჭეშმარიტება მგონია. შევეცადოთ ვიპოვოთ, რა მოგვწონს, რა არის ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი. ჩვენ ყველანი რაღაც მიზნისთვის ვიბადებით, ყველას ჩვენი მისია გვაკისრია.

დალაი-ლამას ცხოვრებისეული კრედო ასეთია: " თუ გსურს, სხვა ბედნიერი იყოს, თანაუგრძნე მას და, თუ გსურს, შენ იყო ბედნიერი, თანაუგრძნე სხვას."

ჩვენც შევეცადოთ, ვიყოთ ბედნიერები და სხვებიც გავაბედნიეროთ.


მანანიკო უგულავა

"მასპინძლობის მართვის ინსტიტუტის"დამფუძნებელი, Les Roches პარტნიორი



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა