City News
დაიწყეთ დღე Möller-ის ომეგა-3 -თან ერთად
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში

როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა დედამიწაზე უნივერსალური პროდუქტი? აი, ყოველმხრივ უნივერსალური და ყველასთვის სასარგებლო: ჩემთვის, თქვენთვის, შვილებისთვის, მშობლებისთვის, ორსულებისთვის, ჩვილებისთვის, მათი დედებისთვის და ასე ... უსასრულოდ. არსებობს! ბავშვობაში ჩვენ მას "თევზის ცხიმის " სახელით ვიცნობდით. არცთუ ისე სასიამოვნო გემო ჰქონდა. დღეს ის ნორვეგიიდან შემოსული "მიოლერის" ომეგა 3-ია, სხვადასხვა გემოთი, სიმპათიურ, გამჭვირვალე მწვანე ბოთლში მოთავსებული, მასზე გამოსახული ოქროს თევზით. ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და პოპულარული პროდუქტი მსოფლიოში. თუ თქვენთვის სიტყვები - "მთავარია ჯანმრთელობა" მხოლოდ სიტყვები არ არის და თუ თქვენ თქვენი ოჯახისთვის რეალურად საუკეთესო პროდუქტს ეძებთ, მაშინ გამოგვყევით, საინტერესო ამბებს მოგიყვებით.

1854 წელს, ნორვეგიაში, ერთ გენიოს ფარმაცევტს, არქტიკულ წყლებში ველურად მოუპოვებია ვირთევზა. მისი ორთქლზე მსუბუქად დამუშავებით მიუღია ზეთი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს და ვიტამინებს. თქვენ, ცხადია, კარგად მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია ამ კომბინაციის მიღება. თანაც, თუ ის ბუნებრივად არის მოპოვებული, ხელოვნური დანამატების და ძლიერი დამუშავების გარეშე.

მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ როგორი გავლენა აქვს ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს ცალკე და D, E და A ვიტამინებთან ერთად. ვირთევზას ღვიძლის ზეთი (Cod Liver Oil/CLO) ომეგა-3-ის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. იგი, ასევე, დამატებით სარგებელს გვაძლევს ვიტამინების სახით. ეს ვიტამინები, სხვა ნივთიერებებთან ერთად, აძლიერებენ იმუნურ სისტემას. მათი მეშვეობით ორგანიზმი უფრო რეზისტენტულია ინფექციების წინაარმდეგ. ნორვეგიელები ამ პროდუქტს "ოქროს ზეთსაც" კი უწოდებენ. მისი კიდევ ერთი დადებითი მხარე გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობაზე ზრუნვაა. ეს პროდუქტი გვეხმარება ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებასა და ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებაში. რაც უფრო დიდი რაოდენობით ვიღებთ ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს, მით უფრო მცირდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკი. სხვათაშორის, ომეგა-3 საკვების სახით მიღებულ მავნე ცხიმებსაც ანეიტრალებს.

ყოველდღიურ რაციონში 250 მგ DHA და EPA-ს მიღება განაპირობებს სისხლის ნორმალური მიმოქცევის შენარჩუნებას. ვირთევზას ღვიძლის ზეთიდან მიღებული 250 მგ DHA უზრუნველყოფს ცენტრალური ნერვული სისტემის სრულფასოვან მუშაობას. DHA ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავის შემადგენელი უნიკალური ნივთიერებაა, რომელიც თვალის ბადურას მშენებლობაში მონაწილეობს. განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს ახალშობილისა და ბავშვის მხედველობის ჩამოყალიბებაში. მოზრდილობასა და სიბერეში კი, გვეხმარება შევინარჩუნოთ ნორმალური მხედველობა. ომეგა 3 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რადგან ნაყოფის და შემდგომში ჩვილის, სრულფასოვან განვითარებასა და ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ამ "ოქროს ზეთის" მიღება ძვლოვანი სისტემის მდგრადობას, კანის ელასტიურობის შენარჩუნებას და დაბერების ჯანსაღ პროცესს უწყობს ხელს. შედეგად, თქვენ ინარჩუნებთ ახალგაზრდა, ელასტიურ კანს, მდგრად კუნთოვან და ძვლოვან სისტემას და ბზინვარე თმას. ამ ერთი, ყოველდღიური ჩვევით, იოლად იწყებთ ცხოვრების ნამდვილად ჯანსაღ წესს.


რატომ უნდა ავირჩიოთ Möller-ის ომეგა -3?


Möller
-ის ვირთევზას ღვიძლის ზეთი, წარმოების ყველა ეტაპზე, უზრუნველყოფს ხარისხის მკაცრ და რეგულარულ კონტროლს, ტოქსინების ძალიან დაბალ დონეს, უფრო დაბალს, ვიდრე ევროკავშირში დასაშვები ლიმიტია. Möller-ის უნიკალური დისტილაციის პროცესი, ასევე, უზრუნველყოფს ჟანგვის დაბალ ხარისხს. მოკლედ, ეს არის უმაღლესი ხარისხის სუფთა და ახალი პროდუქტი ლიმონის, ვაშლისა და შერეული ხილის სასიამოვნო გემოთი, მოსახერხებელ მინის ბოთლში, რომელიც ახლა უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. შეგიძლიათ შეიძინოთ "პსპ"-სა და "ავერსის" სააფთიაქო ქსელებში, ან ჩვენს ფეისბუქ გვერდიდან Möller’s Georgia.

ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს მაღალი ხარისხის ნატურალურ პროდუქტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე: ჯანსაღი ზრდის, განვითარებისა თუ ჯანმრთელი სიბერისათვის, ორსულობისას, ბავშვობაში თუ ზრდასრულ ასაკში.

ვირთევზას ღვიძლის ზეთი (Cod liver oil) ლიმონის, ვაშლის ან ხილის არომატით,

სასარგებლოა თავის ტვინის, გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

მიღების წესი : ბავშვები: 5მლ/დღეში; 11 წლის ზევით ასაკის ბავშვები და მოზარდები: დასაშვებია 10 მლ/დღეში.
მწარმოებლის რეკომენდაციით, ვირთევზას ღვიძლის ზეთი უსაფრთხოდ შეიძლება იყოს გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
შემადგენლობა: ვირთევზას ღვიძლის ზეთი, ნატურალური გემო: ლიმონი, ვაშლი ან შერეული ხილი, მოცულობა 250 მლ.


შემადგენლობა                                               5 მლ

ვირთევზას ღვიძლის ზეთი                           4,6 გ

ცხიმოვანი მჟავები ომეგა 3
1,2 გ

- DHA (დეკოქსაჰექსაენოლკის მჟავა)             0,6* გ

- EPA (ელკოსაპენტაენოლკის მჟავა)              0,4 გ

ვიტამინი D 10 μg – 400 Ul (200%*)

ვიტამინი A 250 μg – 833 Ul (31%*)

ვიტამინი E 3 mg – 3,3 Ul (25%*)


*ვირთევზას ღვიძლის ზეთი ლიმონის არომატით შეიცავს 0.5 გ DHA -ს



ტექსტი: ეკა ხოფერია
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
ყველა თაობას ლიტერატურაში
საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს,
ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ
ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა
ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
ყველა თაობას ლიტერატურაში საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს, ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
10:30 / 14.09.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
14:12 / 18.08.2020
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის
წერა?
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის წერა?
14:44 / 14.08.2020
რუბრიკა
რუბრიკა "სარკევ, სარკევ" ტელეწამყვან ნინო თოლოდავას დღის რუტინის შესახებ გიამბობთ. ნინო სახის კანის მოვლის საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.
14:35 / 14.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2020 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8812
TRY
TRY
1
0.4381
USD
USD
1
3.3332
ამინდი
ბორჯომი 12 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
გამოწერა