City News
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი


ჩაიწერა და ნახა ეკა ხოფერიამ

ფოტო : ლაშა ღუღუნიშვილი


ტნ-ტნ.. ტნ-ტნნ - ვრეკავ ზარს "შატო მერეს" კარზე და ერთი სული მაქვს შიგნით როდის შევალ. სახლივითაა ჩემთვის, მონატრებული დიდი სახლივით, ყოველ ჩასვლაზე რაღაც ახალი რომ გხვდება და გელოდება. ახალი და, ამავდროულად, ძველი ნაცნობი: იქნება ეს ნივთები, უკვე ზეპირად ნასწავლი წარწერები, შენი ამოჩემებული თუ სრულიად ახალი ოთახები, ფოტოები, გემოები და, რა თქმა უნდა, მასპინძლები. შენ რომ გგონია, რომ მხოლოდ შენ გხვდებიან ასე განსაკუთრებულად.

ჩემი აზრით, ეს გამოარჩევს კახეთს ჩვენი საყვარელი თბილისისგან, სადაც, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე ისე იცვლება ყველაფერი, საკუთარ შვილს ბავშვობის მოგონებებში ვერ გაასეირნებ. "ნუ შობით მასე"- მინდა გითხრათ ხოლმე, მაგრამ ეს საუბრის სხვა თემაა.

აი, კახეთსა და კონკრეტულად კი, ჩემს საყვარელ შატოში, ასეა. გავა 5, 10, 15 და რამდენიც გინდათ იმდენი წელი და აქ ჩამოსულს მაღალკორპუსიანი ჯუნგლები არ დაგხვდება. აქ შენს შვილს მოუყვები, რომ აი, ამ ულამაზესი ეზოთი, პირადას და მისი მეგობრების ინტუიციითა და მონდომებით აშენებული შატოთი დაიწყო კახეთის ისტორიის ახალი ეტაპი. პირველად იმ მრგვალ მაგიდასთან იჯექი. მაშინაც ოდნავ გადახუნებული, ბროწეულისფერი გადასაფარებელი იყო, ან ოდნავ სხვაგვარი. აქ პირველად გასინჯე ნადუღის ხინკალი, რომლის დასაგემოვნებლადაც ხშირად გზიდან უკან მოგიტრიალებია მანქანა. ახლა აქაურობას შენს შვილებს აცნობ. აქ დღეს პირველად გასინჯავს ის კახეთში დამზადებულ ენცოს პიცას, მერე თავის შვილს ჩამოიყვანს, მოუყვება, გაასინჯებს და ასე, დაუსრულებლად ....

ბევრი სიახლეა. ნინო მხვდება, გიას მეუღლე და პარტნიორი შატოს ამბებში. კარანტინმა ნინოზე და შატოზე გადასარევად იმოქმედა, ორივე მაგრად გამოიყურება. ჩემოდნებს ვალაგებ და შემოვლას ვიწყებ.

ჩემთვის ახლა "შატო მერე" ორ სანაპიროდ იყოფა.

აი, დავდექით "შატო მერეს" ცნობილი რესტორნის ტერასაზე, ხელში დავიჭირეთ "შატო მერეს" ახალი "როზე", გავიხედეთ წინ და დავიწყეთ: აქეთ მარცხენა სანაპიროა, უკვე აშენებული დიდი სასტუმროთი, აუზით, ოთახებში მონიკას და სხვათა მაგარი შავ-თეთრი ფოტოებით. მარცხენა სანაპიროზე სიახლეებია. ქვემოთ "შატო მერეს" იტალიური ეზოა, მზისგან თითქოს განგებ გადახუნებული ფერებით, ჭრელი ფარდაგებით, ოთახებში ულამაზესი, ფარფატა და პასტელური ფერებით აჭრელებული ფარდებით, ლამაზი ავეჯით. ეზოს შუაგულში "ეცნოს ეზოა"- დიდი სამზარეულოთი, სპეციალური ღუმელით, სადაც საოცარი გემოს პიცა და აჭარულები ცხვებაო -ამბობენ. (მე ჯერ არ გამისინჯავს, შემდეგი ჩასვლისთვის ვიტოვებ ამ სიამოვნებას). ცნობილი და პოპულარული იტალიელი შეფმზარეული ენცო ნერი, თუ მოინდომებთ, კერძებს პირდაპირ ფანჯრიდან მოგაწვდით. ამ დიდ და გაშლილ ეზოში, დღეს ასე აქტუალური დისტანციით, ფართო მაგიდებია, რომელთა ზემოთ სხვადასხვა ფერის მხიარული ქოლგებია, მზისგან დასაცავად და სამხრეთული ხასიათის შემოსატანად.

- გია იგვიანებს, მაგრამ მალე ჩამოვა - მაცნობებს ნინო, რომელიც ასევე ძალიან დაკავებულია. წუთი-წუთზე "შატო მერეს" ახლადგახსნილი სპასთვის სპეციალური დანადგარები უნდა ჩამოიტანონ. აი, მოვიდნენ კიდეც. მივყვები დიასახლისს სპა ზონისკენ. მსგავსი სილამაზის სპა იშვიათად მინახავს. აქ ყველა სივრცეა წარმოდგენილი: საუნა, სამასაჟე, სარელაქსაციო და იქით დიდი, დახურული აუზი. წარმოიდგინეთ, ზამთარშიც რა მაგარი იქნება?! ჰო!

ვიდრე გია პირადაშვილი ჩამოვა, საგანგებოდ მამზადებენ. მთელი კარანტინის ნაკვალევი აქვსო თმასა და წვერზე. ჰემინგუეის ეძახიანო, -- ჩუმად ჩურჩულებენ აქაურები. არა, გადაღებისთვის აუცილებლად შეიჭრის თმას, გუშინ თქვა, - ამბობენ სხვები.

-მოდის, მოდის

-შეიარა თმაზე?

-არააა
- მესმის ცხელ-ცხელი ამბები ჩემს ძველ მეგობარზე. სად შეივლიდა, პირბადით აღჭურვილს დაუვლია სხვადასხვა ადგილი სხვადასხვა შეკვეთის მისაღებად თუ შესამოწმებლად.

ზემოთ ავდივარ. გამალებული მუშაობაა - საათის მექანიზმივით აწყობილი. ეს იმისთვის, რომ სეზონის გახსნისთვის ყველაფერი მზად იყოს. მარცხენა სანაპიროს ვგულისხმობ. მარჯვენაზეც დიდი და საინტერესო სიახლეებია. იქაც ახალი სასტუმრო ემატება, დიდი და გამჭვირვალე აუზით. მოგრძოა, ლამის შატოს მთელ მარჯვენა სანაპიროს დაუყვება და უკვე წარმომიდგენია აქ მოლივლივე ჩვენი გოგოები, თავიანთი ინსტაგრამებითა და "სთორებით". ისე, აქ, სადაც არ გაიხედავთ, ყველგან "სასთორე ბექგრაუნდია", ბუნებრივი და გემოვნებიანი. თავისებური სტილით, რომელსაც მე, ჩემთვის, "პირადული" დავარქვი. მარჯვენა სანაპიროს სიამაყე იქნება დიდი რესტორანი, მადრიდის "ელ ნაციონალის" ემოციით შექმნილი და მარნით, სადაც, "შატო მერესა" და
"ვინივერიას" გარდა, სხვა ქართული, და არა მარტო ქართული, სახეობის ღვინოებიც დაგხვდებათ. კარგი ღვინოები, რასაკვირველია. აქ ცუდს და "ისე რას" ვერაფერს ნახავ.
გია ძალიან მაგრადაც გამოიყურება. ჰემინგუეიმდე წლები და ჭაღარა აკლია. მაგრამ მე, მისთვის, ეს სახელი მომწონს. ვახშამი 8 -ზე იქნებაო, - გვეუბნება და დროს მაძლევს ფოტოების გადასაღებად.

- გია, ერთი მამაპაპური პორტრეტი მინდა გადაგიღო და სად არის აქ შენი ადგილი?

- სულ ჩემი არ არის? - იცინის - რა ვიცი, სადაც გინდა.

"ენცოს ეზოში" არ იღებს, სივრცეს ენცოსა და მის სტუმრებს უტოვებს. სხვაგან - სადაც გინდა.

- რატომ აირჩიეთ კონცეფციად "იტალიური ეზო"?

- ემოციით მივედით. სამხრეთულია, ჩვენს ხასიათში ზის.

- როგორ გგონია, ვინ დაისვენებს აქ? შუაგულში რესტორანია. ის კი იკეტება 20.00-ზე, მაგრამ მაინც, მოვლენების ეპიცენტრში ხარ, თითქოს.

- ჯერ ერთი, იზოლირება აქვს ძალიან მაგარი და თითქმის არაფერი გესმის ეზოდან. მეორეც, ისინი, ვისაც ასეთი დასვენება უნდა, ჩვენი სამეგობრო, მაგალითად, დიდი ჯგუფით დავდივართ სამოგზაუროდ. ასე, 4-5 ოჯახი. ეს მოგვწონს: ერთად ყოფნა, ბოდიალი, ყაყანი...  მგონია, რომ ასეთი ტიპის დასვენებისთვის ჩამოსულები იცხოვრებენ "შატო მერეს" იტალიურ ეზოში.

მთელი ხიბლიც აქაურობის ისაა და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული სივრცეები არსებობდეს. გადაწყვიტე რა გინდა შენ, დასახლდი და დაისვენე შენთვის სასიამოვნო ადგილზე.

"შატო მერემ" კარანტინის დროს სამი ჯგუფი მიიღო. პირველები იყვნენ ბრძოლის ველზე. გაჩნდა თუ არა ეს შემოთავაზება სახელმწიფოს მხრიდან, ხუთწუთიანი ფიქრის მერე, გია პირადაშვილი პირველი იყო, ვინც დათანხმდა. გიას სხვებიც მიყვნენ. იყო თუ არა რთული?

- არა, არ იყო. თან ამ ყველაფრის დიდი სიკეთე ის იყო, რომ 45 დღიანი ძალიან საჭირო ტრენინგი გავიარეთ და ახალი, პოსტპანდემიური რეალობისთვის მართლა მაგრად მოვემზადეთ. ის, რაც ახალი რეგულაციებით სასტუმროებს ივნისის დასაწყისში უნდა ეყიდათ, ჩვენ ერთი თვით ადრე გვქონდა ნაყიდი ან შეკვეთილი. სტაფმა მართლა ძალიან მაგარი ტრენინგი გაიარა, სტაფმაც და ჩვენც.

არავინ წასულა და არავინ გაუშვიათ. მთელი ეს პერიოდი ერთად გაიარეს. იღებდნენ ჩვენს თანამემამულეებს და არა მარტო მათ, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულებსაც. კარანტინის პირველ ნაკადში, სხვათა შორის, პირადაშვილების გოგო, მარიამიც იყო. მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად პარიზიდან პირდაპირ "შატო მერეს" კარანტინში მოხვდა. სწავლობდნენ ახალ წესებს ექიმებისგან, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებისგან, აშენებდნენ "ენცოს ეზოს", არემონტებდნენ აუზს, ამზადებდნენ სპას, სხვადასხვა ახალ სივრცეს. მოკლედ, იყო ერთი ამბავი.

"შატო მერე" იყო და არის პირველი, ვინც პანდემიის მერე ყველაზე მაგარი ფასებით დაბრუნდა ბაზარზე. ოროთახიანი ნომერი 200 ლარი საუზმით, სამი დღის შემთხვევაში 170 ლარი და ასე შემდეგ. . .

-რატომ და როგორ შეძლებთ ასეთი ფასებით ამხელა სასტუმროს შენანახვას?

- ეკა, ჩვენც ამ სოციუმიდან ვართ და ძალიან კარგად ვიცით, ვის რისი საშუალება აქვს დღეს. წინა წლებთან შედარებით, შემოსავლის 30% გვექნება. წელს, ძირითადი დამსვენებლები საქართველოდან იქნებიან. მათ უნდა შეძლონ დასვენება და მათთვის ეს ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

- როგორ გგონია, რა არის მთავარი პანდემიის შემდეგ იმისათვის, რომ ყველაფერი მეტ-ნაკლებად დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს?

- ყველაფერს ნელ-ნელა მივეჩვევით, აუცილებლად. მთავარი კი ერთად დგომაა. ცალ-ცალკე ვერაფერს ვერ ვიზამთ. მე შენ უნდა დაგიგდე გვერდში, შენ-მე და ასე შემდეგ.

ბევრი გეგმაა წინ. სადღაც, ახალი წლისთვის, ჩემ მიერ მარჯვენა სანაპიროდ წოდებული ფანტასტიკური სივრცე გაიხსნება. იქამდე აქ ბევრი ნათელი, მზიანი და მხიარული დღე გელოდებათ. გელით "ენცოს ეზო" ფანტასტიკური, სამხრეთული გემოებით. გელით აუზი, სპა, მარჯანიშვილის თეატრის დასის სპექტაკლები, რომლებიც განსაკუთრებულად შეიყვარეს სტუმრებმა. შეიყვარეს აქაურებმაც და თითქმის არც ერთს არ ტოვებენ. წლებია "შატო მერე" კახელებისთვის ერთგვარ კულტურულ ცენტრად იქცა. და არა მხოლოდ კულტურულ, მათი ცხოვრების წესადაც. იქ, სადაც ვახშამზე გადახვალ, სადაც ჭიქა ყავასა და მსუბუქ დესერტზე შეისეირნებ. იქ, სადაც ლამაზ საღამოს კაბას გამოაჩენ. იქ, სადაც ნახავ იმას, ამას. იქ, სადაც გია პირადაშვილი გიმასპინძლებს, შესაძლოა ჰემინგუეის იმიჯით, რომელსაც, ეჭვი მაქვს, ისე შეეჩვია, აღარ უღალატებს.

რა არის წინ? ბევრი რამ. მათ შორის გეგმები და დიდი სურვილი თელავის აეროპორტის ამუშავების, რომელიც, პანდემიური ამბები რომ ჩაივლის მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის მოყვარულებს პირდაპირ კახეთში ჩამოაფრენს. თავისი სტუმარმასპინძლობითა და მოსეირნე ჰემინგუეიებით სახელგანთქმულ კახეთში.
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
ყველა თაობას ლიტერატურაში
საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს,
ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ
ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა
ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
ყველა თაობას ლიტერატურაში საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს, ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
10:30 / 14.09.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
14:12 / 18.08.2020
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის
წერა?
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის წერა?
14:44 / 14.08.2020
რუბრიკა
რუბრიკა "სარკევ, სარკევ" ტელეწამყვან ნინო თოლოდავას დღის რუტინის შესახებ გიამბობთ. ნინო სახის კანის მოვლის საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.
14:35 / 14.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2020 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8812
TRY
TRY
1
0.4381
USD
USD
1
3.3332
ამინდი
ბორჯომი 12 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
გამოწერა